კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უღალატა ცოლს მამუკა გამყრელიძემ და რატომ ცხოვრობს უცხო ქალი მათ ოჯახში


„ვის უნდა ოცი ათასის“ სიმპათიური, დინჯი და დახვეწილი მანერების წამყვანი მამუკა გამყრელიძე, მგონი, ყველა სიტუაციაში კარგად გრძნობს თავს. ფიქრობს, რომ ოცდაათი წლის წინ გარიგებით შექმნილმა ოჯახმა ნამდვილად გაამართლა. თუმცა, ფსიქოლოგიურ გადახრას, ანუ „ჯაყოს ცხოველურ ინსტინქტებს“, ამ ნაბიჯის გადადგმით მისთვის რაღაც-რაღაცეებში ხელი არ შეუშლია. ჩვენი ინტერვიუ მხიარულად დაიწყო და ასევე დასრულდა.


– როგორია ქმრის უღელში ყოფნა?

– ოცდაერთი წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემმა დამაძალა. ისე, ახლა, ამ გადასახედიდან, რომ ვუყურებ, სულაც არ არის ცუდი გარიგება. პრაგმატული მომენტია. ჩვენი ოჯახები საკმაოდ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მამაჩემს და ნანოს მამას ერთ სკოლაში უსწავლიათ, ერთი სამეგობრო წრე ჰყავდათ. დედაჩემი და დედამისიც იცნობდნენ ერთმანეთს. როდესაც ერთი სოციალური ფენიდან არიან ადამიანები, საერთო ნაცნობობაა, ერთი და იგივე აღზრდაა, ინტერესთა სფერო, ფასეულობებია, ოჯახის შექმნისთვის ეს არაჩვეულებრივია, უფრო ამართლებს. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა. დედაჩემმა ასე ერთი შვიდასი გოგო მაინც გამაცნო და ამას ძალიან კარგად ვიყენებდი პირველი კურსიდან. დედა მძიმედ, გულით იყო ავად. სერიოზული ოპერაციები ჰქონდა გადატანილი. სულ ელოდებოდა, რომ დღეს ან ხვალ აღარ ვიქნები და შვილიშვილი მინდაო.

– რას ნიშნავს, დედაჩემმა შვიდასი გოგო მაინც გამაცნო და ამას მშვენივრად ვიყენებდიო?

– მივადგებოდი დედაჩემს და ვეუბნებოდი – შენ რომ გოგო გამაცანი, სადმე ხომ უნდა დავპატიჟო-მეთქი. სხვა რა გზა ჰქონდა, ისიც მაძლევდა ფულს. ეს ჩემი სერიოზული შემოსავლის წყარო გახდა. ერთ გოგონასთან დავდიოდი, რომელიც ძალიან მიყვარდა და მეგონა, მას მოვიყვანდი, მაგრამ ბედი ისეთი რამე ყოფილა... ცხოვრება სხვანაირად შემოტრიალდა. მას სხვა უყვარდა. რა არ გავაკეთე მის გამო, ლამის თავი მოვიკალი, რომ დავახლოებოდი, მაგრამ მერე რა მოხდა, თვითონაც არ ვიცი. იქამდე რომ მივედი, როცა სერიოზული ნაბიჯი უნდა გადამედგა, უცბად სხვა მოვიყვანე.

– ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას თუ გრძნობდით მაშინ?

– არანაირ პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობდი. მამაჩემი იმ დროს მაღალი თანამდებობის პირი იყო და ეკონომიკურად კარგად ვიყავით. ნანოს მამა კიდევ უფრო უკეთ იყო. ანუ, ყოველგვარი ყოფითი პრობლემა მოხსნილი მქონდა, არაფერზე არ ვფიქრობდი. ასე ვთქვათ, ლანგარზე მქონდა მორთმეული ყველაფერი, სანამ „პერესტროიკა“ არ დაიწყო. მანამდე სამედიცინოზე ჩავაბარე, ასპირანტურა დავამთავრე, დისერტაცია დავწერე, რაშიც ჩემი ცოლი ძალიან დამეხმარა. ყველგან მომყვებოდა, ერთად ვაკეთებდით რაღაცეებს, მაგრად მეხმარებოდა. ამ გზას რომ გავყოლოდი, ალბათ, ცუდი ექიმი არ ვიქნებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრება მოსაბეზრებელია და მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა არცთუ ისე პატარა ბიზნესი წამოვიწყეთ. ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორი ვიყავი. საშობაო საჩუქრებიდან დაწყებული, ტელევიზორებით დამთავრებული, ყველაფერს ვყიდდით. რაღაცეები გაგვქონდა უცხოეთში, მერე იქიდან რაღაცეები შემოგვქონდა და ასე შემდეგ. ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს, ასე ვთქვათ, მოვერგეთ ამ ამბავს. გარდა ამისა, მოსკოვში რესტორანი გვქონდა, რომელიც, არეულობა რომ დაიწყო, დავხურეთ.

– შვილებზეც მიამბეთ.

– ორი ქალიშვილი მყავს. უმცროსი გათხოვილია და ორი ბიჭი ჰყავს. პირველი შვილის დაბადება იმით დამამახსოვრდა, რომ ჩემი ცოლი კინაღამ გადაჰყვა მის გაჩენას. რაც შეეხება აღზრდას, მახსოვს, ოპერა დავუწერე, რომელსაც გიტარაზე ვასრულებდი. ამით ვაძინებდი. უკიდეგანოდ ნიჭიერია, მაგრამ ამავდროულად, საშინელი ზარმაცი. უფროსს პარიზიდან მოუვიდა შეტყობინება, რომ უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ჩარიცხეს. საერთოდ არ ვერევით მის ცხოვრებაში. თვითონ აკეთებს ყველაფერს. კარგია გოგოები. არასდროს მდომებია ბიჭი. ბიჭები შვილიშვილებიც მეყოფა.

– ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქართველ მამაკაცებს ცოლთან, ოჯახთან მიმართებაში ბევრი რამ ეშლებათ. იმას ითხოვენ, რის გაკეთებაც, რომ ჩაფიქრდები, სულაც არ არის აუცილებელი. საერთოდ, რატომ მბრძანებლობს ქმარი ცოლს, ესეც გაუგებარია ჩემთვის. თქვენ როგორი ხართ?

–კოსმოპოლიტი ადამიანი ვარ და მგონი, საქართველოში ამის გამო, რომ ბუნებით არ ვარ ქართველი, ვერ მიტანენ. ყოველ წუთს რომ გაჰყვირიან, ჩვენი ტრადიციებიო, არ მინდა, ბატონო, ყელში ამომივიდა. ტრადიცია მუდამ განიცდის ტრანსფორმაციას. ღმერთმა დაიფაროს, რომ სულ ერთი ტრადიციით ვიცხოვროთ. ცხოვრებას ხომ უნდა აჰყვე. ჩვენ არასდროს გვქონია ტიპური ქართული ოჯახი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი შვილები უნდა მიყვარდეს და მათაც უნდა ვუყვარდე. დანარჩენი... ყოველთვის თავისუფლად ვცხოვრობდით. ნანოსთვის სიგარეტიც არ დამიშლია. თუ რამე მითქვამს, თავის ჯანმრთელობისთვის, თორემ თუ უნდა, თავში ქვა უხლია. ჩემს საძინებელში ვერავინ მოწევს, დავახრჩობ. ძალიან არ მომწონს, ქმარი ცოლს სადილის გაკეთებას რომ სთხოვს. რა „მაზალოა“, პირიქით, სადილის სუნზე ვღიზიანდები და ვითხოვ, სახლში სადილი არ გააკეთონ, თევზიც არ შეწვან. ვისაც უნდა, მზა იყიდოს და მოიტანოს. გეფიცები, აბსოლუტურად გულახდილი ვარ, არაფერს ვმალავ.

– ძალიან არ მომწონს მონური დამოკიდებულება ქალისადმი. თვითონაც მშვენივრად შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც სახლში ცოლისგან ითხოვთ. გვარიშვილობას არავინ ჩამოგართმევთ.

– მე, მაგალითად, კარადიდან, ორი ხელით არასდროს არაფერს ვიღებ. ცალი ხელით გამოვიღებ და ყველაფერს გადმოვყრი ხოლმე. ვიცი, რომ ნანო მიალაგებს, იმიტომ რომ უყვარს დალაგება. თუმცა, როცა არ არის, თვითონაც ვალაგებ.

– მოსკოვში რამდენიმე წლის წინ წახვედით. როგორ დაიწყეთ იქ ცხოვრება?

– საკმაოდ შეზღუდული საშუალებებით. სახლში სამი ათასი გერმანული მარკა მქონდა, ჩავიდე ჯიბეში, მოვკიდე ხელი ჩემს ცოლ-შვილს და წავედი, იმიტომ რომ ამომივიდა ყელში ამდენი რევოლუციები და ომობანა. საქართველო არის გვატემალასავით ქვეყანა, რომელიც ვერასდროს მოისვენებს. ტიპებს უნდათ, პერმანენტული რევოლუციის პირობებში ცხოვრება. ვერ იტანენ, რომ ვიღაც არის ხელისუფლების სათავეში. ყველას პირველობა უნდა. აი, იქ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ერთი ჩემი რუსი მეგობარი მომეხმარა. გამიჭირდა, იმიტომ რომ, აქედან რომ წავედი და მეგონა, ბიზნესში „ვსხლავდი“, აღმოჩნდა იდიოტი ვიყავი. იქ აბსოლუტურად სხვა მასშტაბებია, სხვა შეხედულებები, როდესაც ყველაფერი კორექტულად ხდება, გამოკვეთილად იცი, რომ ეს შენია და ის არ არის შენი, გაცილებით მშვიდად ხარ, კარგად მუშაობ. რაღაც მომენტში შევატყვე, რომ ისე ვერ „ვქაჩავ“, როგორც საჭიროა. ერთი წელი ვიმუშავე ამ ადამიანთან. მერე ის ცალკე წავიდა. დღეს ძალიან დიდი კაცია რუსეთში. ჩემი შეზღუდული მასშტაბებიდან გამომდინარე, მე ვარ ის, რაც ვარ და ამის არ მრცხვენია. საქართველოში რომ ჩამოვედი, გადავირიე. შეიძლება, ამ მცირერიცხოვან ერს ამხელა ამბიციები ჰქონდეს? რომ გავიძახით, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, ასე არ არის. ერთი პატარა ერი ვართ და საკმაოდ სუსტი ისტორიით.

– ესე იგი, მოსკოვში ცხოვრება გაგიჭირდათ.

– იქ არა, აქ მიჭირს (რუსეთში მამუკა გამყრელიძე 17 წელი ცხოვრობდა და შარშან ოჯახთან ერთად დაბრუნდა – ავტორი). ჯერ დავიწყოთ კომუნალური გადასახადებიდან, რაც რუსეთში მნიშვნელოვნად დაბალია. აქ გარშემო ყველას უჭირს და გინდა თუ არ გინდა, უნდა დაეხმარო. ტანსაცმელს თბილისში არ ვყიდულობ, ნამდვილად არ მაქვს იმდენი ფული, რომ თბილისში ვიყიდო. აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია ის ფასები, რაც აქ არის. ელემენტარულად ხილს ვერ იყიდი. იმ დღეს ვიყიდე და ბოლოს, ფული რომ უნდა გადამეხადა, გამყიდველმა – ასი ლარის არისო. კინაღამ გული გამისკდა. კი მაგრამ, რა არის, აქ ასი ლარის-მეთქი. ავოკადო ძალიან მიყვარს და რომ დავინახე, ვიფიქრე, ავიღებ-მეთქი. ეს, იცით, რა ღირსო.

– ყველაზე რთული როდის იყო?

– მამაჩემი მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. მისი წინამორბედი დაიჭირეს, ვისი მოადგილეც მამა იყო. ხელფასზე მაშინ ვერავინ იცხოვრებდა, სულ რაღაც მამაძაღლობები კეთდებოდა. მამაჩემმა პირველი ორი წელი ვერაფერი გააკეთა. ვირივით მუშაობდა, მაგრამ მაინც არაფერი გვქონდა. მოსკოვშიც ასე მოხდა, სერიოზულად გავიჭედე. ახალი წელი მოდის და ჩვენ და კიდევ ორ ოჯახს საერთოდ მანეთი არ გვაქვს. მხოლოდ ერთი კილო წიწიბურა გვაქვს. უცხოური კომპანიის დირექტორი ვიყავი. მოულოდნელად, ჩვენი უფროსი ჩამოვიდა. ათას ხუთასი დოლარი მეკუთვნოდა ხელფასიდან და არ მოგვცა?! „მაგრა გაგვისწორდა“! ეგრევე, გავვარდით და ყველაფერი ვიყიდეთ.

– ქალის გაგება თუ გიჭირთ?

– ჯერ ეს ერთი, ქალიშვილები მყავს და სულ ვაკვირდები მათ ცხოვრებას. შესაბამისად, ქალის ძალიან კარგად მესმის. ხანდახან ისე მოვქცეულვარ, რომ სწყენოდათ. მთელი ცხოვრება ვერ მოვიშალე ერთი თვისება – საშინლად ფიცხი და ენამწარე ვარ. ვიცი, ნანოს რაც გაამწარებს და იმას ვეუბნები. ცუდია, მაგრამ ქალზე ნაკლებად არ მეხერხება კბენა.

– როცა რჩევებს გაძლევთ, მაშინაც გესმის მისი თუ ნერვები გეშლებათ?

– ამ დღეებში ერთად მივემგზავრებით მოსკოვში და სწორედ რჩევისთვის მიმყავს. ჩვენ საერთო ბიზნესი გვაქვს, მფლობელი ნანოა. სხვათა შორის, ჩემზე ადრე გახდა რუსეთის მოქალაქე, ამიტომ ბიზნესი მასზეა. ზეპირად იცის მთელი ჩემი საქმიანობა და მის ჩარევას მხოლოდ კარგი მოაქვს ჩემთვის. ერთ თავს ორი თავი ჯობიაო, ნათქვამია. მამაკაცი ლოგიკურად მსჯელობს და ქალს უფრო პრაგმატული დამოკიდებულება აქვს ცხოვრების მიმართ. ძალიან უყვარს, როცა მამაკაცის ზურგს ამოეფარება. კაცი იდიოტია და თხასავით წინ მიდის, ქალი უკან მოჰყვება. ამიტომ, პირველ დარტყმასაც კაცი იღებს. ქალის ძირითადი დანიშნულებაა ბავშვის აღზრდა. როგორ აღზრდის მას, მნიშვნელობა არ აქვს.

– გმადლობთ, რომ შეგვახსენეთ.

– მამაკაცი მხოლოდ გასაკეთებლადაა საჭირო. შემდეგ უსარგებლო ხდება. ბუნებაში უფრო კარგად ნახავთ ამას.

– ბუნებაში უფრო კარგი ბავშვები კეთდება, თუ რას ამბობთ, ვერ მივხვდი.

– არა. ფუტკრებსაც ხომ ჰყავთ მამალი ფუტკრები, რომლებიც ოჯახში შემომტანები არიან. აი, როცა მდედრს გაანაყოფიერებს, მერე ის აღარ სჭირდება, სკიდან აგდებს. იმიტომ, რომ ზედმეტი მჭამელია, სამწუხაროდ. მამაკაცმაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ბავშვის აღზრდაში.

– თორემ სკიდან გაძევება, მოგიწევთ?

– ალბათ. თუ ქალი ისე წარმატებულია, რომ კაცის გარეშე შეუძლია იცხოვროს, გაცილდება და გადასარევად იქნება მარტო. რად უნდა კიდევ ვიღაც აიკიდოს ზურგზე.

– თქვენ დაცილებულხართ ერთმანეთს?

– კი. ვიყავით დაცილებულები. საქმე ისაა, ბავშვი რომ ჩნდება, სირთულეები აშკარად იჩენს თავს. ამას ვერც ერთმა ვერ გავუძელით. თუმცა, კი არ გავბუტულვართ, სულ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს.

– კაცებს კვირაში ცხრა პარასკევი გაქვთ. შეიძლება, უცებ ტვინი გადაგიტრიალდეთ და სხვა მოიყვანოთ ცოლად? თავიდან ხომ ასე მოხდა?

– ერთხელ რომ გადადგამ ასეთ ნაბიჯს, მეორედ მსგავს სიგიჟეს როგორ იზამ. მეორე ცოლი? რას ამბობ? ერთისთვის ვერ გამიძლია.

– ქალის გარეშე როგორ გაართმევდით თავს ოჯახურ სირთულეებს?

– ერთი დამხმარე გვყავს, მარინა. თუ მარინას თავს მომცემენ დასახმარებლად, კი ბატონო. მაგას ვენაცვალე. ეგ რომ არ მყავდეს, დავიღუპებოდი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევები, როცა არავინ გვეხმარებოდა სახლში. დედაჩემს ძალიან უჭირდა ფიზიკურად და თვითონ გამირეცხავს, გამიუთოებია. გაჭირვებაში არც ამას ვთაკილობ. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი პატივსაცემია. ძალიან არ მიყვარს ამბიციური ადამიანები – რომ ამბობენ, მე ამას არ გავაკეთებ, იმას არ გავაკეთებ... რას არ გააკეთებ? აბა, მათხოვრობა გირჩევნია?

– ცოლზე მეტად რომ გიზიდავთ, მათ გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება?

– ეს ფსიქოლოგიური გადახრაა, ჩემო კარგო. თუ ეს, ისე დელიკატურად გაკეთდება, რომ ცოლს არანაირად არ შეეხება, მაშინ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ხმას არ ამოიღებს. გინახავთ მამაკაცი, რომელიც ამას არ აკეთებს? მამაკაცი პოლიგამიურია თავისი ბუნებით. ის, რომელიც მონოგამიურობაზე დებს თავს, არატიპურია. მამრი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ერთით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენში რომ დევს, ცხოველური ბაზისია. ამის შემდეგ სულიერება მოდის. თუ სულიერებას გავყევით, თავს არ მივცემთ საშუალებას, რომ ცოლს ვუღალატოთ. „სიაფანდობაა“ ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში, ცხოველური იმარჯვებს. ჯაყო არის ჯაყო და იმ ხევისთავმა იჯდეს და იკითხოს, რამდენიც უნდა. მაინც ჯაყო მოიგებს. ნანომ იცის, რომ პატარ-პატარა რაღაცეები მქონია, მაგრამ ამით არ დაზარალებულა. სულ რომ არაფერი, ინტერესის გამო მაინც გექნება კაცს ამის სურვილი. ახლა რაღა უნდა მქონდეს, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, გაიხედავ, გამოიხედავ და ცდუნებაც დიდია. არ მჯერა იმ მამაკაცების, ვინც ამბობს, ასეთი შემთხვევა არ მქონიაო. გარშემო დედაკაცები ხომ არ მახვევია, ძმაკაცები მყვანან და ვიცი, რაც ხდება. ვინმესთან რაღაც არ ჰქონოდათ, ეგეთს არ ვიცნობ.

– ეგ ინტერესი ქალებსაც გვაქვს. ზოგიერთი ცოლისთვისაც მოსაბეზრებელია ერთი და იმავე კერძის გასინჯვა. ხომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, თქვენი ცოლიც აჰყვეს ცდუნებას?

– ლიბერალი ვარ და მიმაჩნია, რომ ზუსტად ისეთივე უფლებები აქვს ქალს, როგორიც მამაკაცს, მაგრამ თუ მამაკაცი პოლიგამიურია, ქალი ძალიან მკვეთრად მონოგამიური არსებაა. მას არ სჭირდება სხვა მამრი. მიიღო, რაც უნდოდა – შვილი და დაკმაყოფილდა. თუ სხვა მამაკაცი არ სჭირდება იმ ბავშვის გასაზრდელად, ისე არ გაიკარებს. აქ მეორე ამბავიც არის: თუ ქალი იმ დონემდე მივიდა, რომ მას ეს გართობის გამო სჭირდება, უკვე სხვა ოპერაა. პრინციპში, ქალს არ უნდა აინტერესებდეს ქმრის გარდა სხვა მამაკაცი.

– ეგ როდის დაასკვენით როცა ძმაკაცები ერთად იკრიბებით ხოლმე? შეშინებული ქმრის შთაბეჭდილებას კი ტოვებთ და რა ვიცი, აბა...

– ჰოდა, მაგას ვამბობ, წავიდა დროსტარება-მეთქი. აი, აქედან იწყება მთელი უბედურება, როცა კაცს ეჯიბრებით. ჩემი ცოლი იდიოტი არ არის, რომ გაჯიბრება დამიწყოს. მერე, შეიძლება, ამის გამო საკუთარი თავიც შეგძულდეთ ქალებს. ქალი მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს თავს იმ ყოფაში, რომელიც შექმნა და ააწყო. თუ ლოსივით რქებით დავდივარ, კი ბატონო. მართლა რომ გავიგო ეს, ალბათ, ბევრს ვიცინებ. აბა, როგორ უნდა მოვიქცე. დავანგრიო ოჯახი და კედელს ვურტყა თავი?! იყო და იყო, რა ვქნა?! ამას უნდა შევეგუო ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და უახლოესი მეგობარია.


скачать dle 11.3