კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გოგა მესხის მორიგი გამარჯვება


„ემტივის“ რჩეული, მომღერალი გოგა მესხი იმდენად „დაიქოქა,“ რომ წარმატებას წარმატებაზე აღწევს. ცოტა ხნის წინ ის ეგვიპტეში გამართულ ფესტივალზე – „ოქროს პირამიდა,“ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერით „ქარი ქრის,“ გრანპრის მფლობელი გახდა და პრიზის სახით ძვირფასი – პაპირუსის ქაღალდზე მოოქრული პირამიდა დაიმსახურა. ფესტივალზე მონაწილეობას 14 ქვეყნის 18 წარმომადგენელი იღებდა. გოგა ისე კარგად წარდგა ჟიურის წინაშე, რომ მისი გამარჯვება პირველი ტურიდანვე გარკვეული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფესტივალზე მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი მომღერალი – 17 წლის მარი ასათიანი, რომელმაც პირველი ადგილი ლატვიელ მომღერალთან ერთად გაიყო. ჟიურის თავმჯდომარეობდა მანანა თოდაძე, რომელმაც ფესტივალის მსვლელობის დროს თავისი სოლო კონცერტიც შესთავაზა მაყურებელს. კონცერტზე გოგას გამოსვლას, ეგვიპტეში დამსვენებელი, ძალიან ცნობილი პიროვნება ესწრებოდა, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით ქართველი მომღერალი ინკოგნიტოდ ტოვებს. უცნობი ისე მოიხიბლა ქართველი მომღერლის ვოკალური მონაცემებით, რომ კონცერტის ბოლოს მას ძალიან მაცდური წინადადება შესთავაზა.


скачать dle 11.3