კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თაკო ჩხეიძე „საგარეო საქმეთა მინისტრი“ და როდის ითავსებს ის „შინაგან საქმეთა მინისტრობას“

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელის, თაკო ჩხეიძის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა: ისედაც მშვენიერი თაკო, ამჟამად ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშია და ეს კიდევ უფრო ლამაზსა და მომხიბლავს ხდის; თაკოს მეუღლე კი ცოტა ხნის წინ დანიშნეს საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ესტონეთში, შესაბამისად თაკოს ორი თვის გატარება ტალინში მოუწია, სადაც საკმაოდ აქტიურად და სასიამოვნოდ გაატარა დრო. ასევე სიახლეებია თაკოს სამოდელო სააგენტოსა და სამოდელო სკოლაში, რომელმაც ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია – თაკოს სააგენტოს გოგონები უცხოეთშიც მუშაობდნენ გარკვეული დროის განმავლობაში.

თაკო: დღეიდან ჩვენს სამოდელო სკოლაში სასწავლო წელი იწყება და გოგონების მიღებას დავიწყებთ. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ სახეებს და, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ მუდმივ ძიებაში ვართ. მთელი წლის განმავლობაში გვიერთდებიან ახალ-ახალი გოგონები. წელს სექტემბრიდან ვიწყებთ ჯგუფების ჩამოყალიბებას. სხვათა შორის, წინა წლის გამოშვებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი საინტერესო გარეგნობის გოგონა გვყავს და მათთან ვიწყებთ მუშაობას. რაც შემეხება მე, ორი თვის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი საქართველოში, სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი.

– სად იყავი?

– როგორც იცით, ჩემი მეუღლე საქართველოს ელჩია ესტონეთში, იქ მუშაობს და მასთან ვიყავი წასული. საკმაოდ აქტიური ზაფხული მქონდა, ბევრს ვმოგზაურობდი, ახლა კი, ახალი იდეებითა და გეგმებით დავბრუნდი თბილისში, რომელიც ძალიან მენატრებოდა. როგორც იცით, მე ბევრ უცხოურ სააგენტოსთან ვთანამშრომლობ, უამრავი შემოთავაზება გვაქვს. მთავარია, გვყავდეს ისეთი ტიპაჟები, რომლებიც მათ მოეწონებათ და უცხოეთში შეძლებენ მუშაობას. ჩემს სააგენტოში არის სტაფი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებს, რა თქმა უნდა, მეც დავეხმარები, მაგრამ მე უფრო „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ვიქნები.

– სახლში, ალბათ, შენი მეუღლეა „საგარეო საქმეთა მინისტრი“, შენ კი საშინაო საქმეებს უძღვები.

– კი, სახლში „შინაგან საქმეთა მინისტრი“ ვარ. ორი თვის განმავლობაში საოჯახო საქმეების გარეშე მომიწია ყოფნა და ძალიან კარგად დავისვენე. ესტონეთით მოხიბლული ვარ. ტალინში პირველად ვიყავი, ევროპული სტილის ქალაქია. ვერც კი იფიქრებ, რომ ესტონეთი ოდესმე საბჭოთა კავშირის ქვეყანა იყო. იქ ისეთი სისუფთავეა, რომ კეთილი შურითაც კი შემშურდა. რაც მთავარია, ძალიან ვუყვარვართ ქართველები.

– ალბათ, ხშირად გიწევდა მიღებებზე, წვეულებებზე სიარული.

– უკვე დიდი ხანია, ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ. თავად შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ვარ, სხვა სფეროში ვტრიალებ, ჩემი მეუღლე კი – სხვა სფეროში. ამიტომაც ვცხოვრობ ორმაგი ცხოვრებით. ხშირად მიწევს მიღებებზე, ოფიციალურ ვახშამზე მისვლა, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. თანაც ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, ახალ ატმოსფეროში ყოფნა. ახლა ბავშვს ველოდები – მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა. საერთოდ არაფერს ვგეგმავ, დინებას მივყვები და ამიტომ ძალიან ბევრი რამ ხდება დაუგეგმავად, სპონტანურად. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა არის პატარა პრობლემებიც, მაგრამ მათგან დიდ პრობლემებს არასდროს ვქმნი და ვცდილობ, „ლაითად გავატარო“.

– რთულია ელჩის მეუღლეობა? როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ შენს მეუღელს ესტონეთში ელჩად ნიშნავდნენ?

– დიპლომატის მეუღლეობა, რა თქმა უნდა, არ არის იოლი. ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით შვეიცარიაში, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდით. ახლა ნამდვილად არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ასე მალე სადმე წავსულიყავით და, შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი იყო. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეუღლის სამსახურია ასეთი. ჩემი რთული პროფესიის გამოც ძალიან ბევრჯერ დამდგომია მეუღლე გვერდში და არც მე მქონდა იმის უფლება, ეგოისტური გრძნობა გამომევლინა. ანუ, რთული კი არის დიპლომატის ცოლობა, მაგრამ ძალიან მიყვარს სიახლეები, არასდროს მეშინია მათი. შვეიცარიაშიც ისე წავედი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ეს ოთხი წელი ჩემს კარიერაში ძალიან წარმატებული იყო.

– ესტონეთშიც აპირებ ოთხი წლით გადასვლას თუ აქ იქნები და წახვალ ხოლმე?

– სამსახური არ მაძლევს იმის უფლებას, სადმე გადავიდე საცხოვრებლად, უკვე ვმუშაობ არა როგორც მოდელი, არამედ სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი. ესტონეთში წასვლამდე სამსახურთან დაკავშირებით ხშირად ვმოგზაურობდი, შეხვედრები მქონდა. ესტონეთშიც ჩავალ ხოლმე, მაგრამ, სადაც წავალ ყველგან ჩემი საქმით ვიქნები დაკავებული. თბილისში თუ არ ვიქნები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არ ვარ. სამსახურის საქმეებთან დაკავშირებით ყოველთვის საქმის კურსში ვარ, ყველაფერი ჩემთან შეთანხმებით და ჩემი გადაწყვეტილებით ხდება.

– მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის საქმეებით ძალიან ხარ დაკავებული, მაინც მშვენივრად ახერხებ, იყო კარგი მეუღლე და კარგი დედა. ალბათ, დამეთანხმები, რომ ეს ყველა ქალს არ გამოსდის.

– ამაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა ეს არ არის რთული, მთავარია, ყველაფერი კარგად დაალაგო, ააწყო, შეათავსო. რაც უფრო დაკავებულია ადამიანი, მით უფრო ბევრი რამის გაკეთებას ასწრებს, იმიტომ, რომ ყველაფრისთვის კარგად და სწორად ანაწილებს დროს. ოჯახს თავისი დრო სჭირდება, სამსახურს – თავისი, მეგობრებს კი – თავისი. შესაბამისად, ვცდილობ ეს ყველაფერი ერთამანეთს კარგად შევუთანხმო. ამ ორი თვის განმავლობაში კარგად დავისვენე, ვიმოგზაურე სხვადასხვა ქვეყანაში და, რაც ყველაზე კარგია, ვიყავი მადონას კონცერტზე. არაერთი ცნობილი მომღერლის კონცერტზე ვარ ნამყოფი და, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მათ შევხვედრივარ კიდეც, მაგრამ ასეთი დიდი სიამოვნება არასდროს მიმიღია, შოკირებული ვიყავი. სტადიონზე გაიმართა კონცერტი, რომელსაც 80 ათასი კაცი ესწრებოდა. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ მოულოდნელად ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ ჩემთან და ერთად წავედით კონცერტზე. იცი, როგორი კონცერტი იყო? სიამოვნებით კიდევ რომ წახვალ თვალდახუჭული.

– მოდი, ისიც მითხარი, როგორ მიდის შენი ფეხმძიმობა?

– ჩემი პირველი შვილი უკვე 9 წლის არის. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მისი დაბადებიდან ბევრი დრო გავიდა. მართალია რაღაც პატარა დეტალები უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ ის სიხარული და შეგრძნებები არასდროს დამავიწყდება. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, ისევე, როგორც მთელი ოჯახისთვის. შვიდი თვის ვარ, საკმაოდ აქტიური ფეხმძიმობა მაქვს, ამ ზაფხულს იმდენი ვიფრინე და ვიმოგზაურე, ისეთი რაღაცეები გავაკეთე, არ ვიცი, ამაზე მეტი თუ კიდევ შეიძლება. ვცდილობ, რომ არ მოვდუნდე და, პირიქით, აქტიური ვიყო.

– როგორი რეაქცია ჰქონდა მეუღლეს?

– ძალიან გაუხარდა. პრინციპში, სქესს არც ერთისთვის არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც ახლობლები იგებენ, რომ ბიჭს ველოდები, რატომღაც, მამშვიდებენ არა უშავს, მესამე გოგონა იქნებაო. იმდენად მომენატრა პატარა ბავშვი და იმდენად მთავარია ჯანმრთელობა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გოგონა იქნება თუ ბიჭი. ანუ მთელი ოჯახი მოუთმენლად ველოდებით ახალ წევრს.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3