კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და როგორ გახდა ის პორნოგრაფიული ფილმის გმირი


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

„ჩემმა მშობლებმა დამარწმუნეს, შენ შეიძლება, არ გქონდეს ჰამბურგერის ყიდვის საშუალება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გახდები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიო“ – ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის პოლიტიკური კარიერა ჯორჯ ბუშ-უფროსის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო და ჯორჯ ბუშ-უმცროსის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, დასრულდა. თუმცა, იგი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოს ქალად მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. დღევანდელ რუბრიკაში გთავაზობთ მის შესახებ გავრცელებული ყველაზე საინტერესო და სკანდალური ფაქტების ტოპ-ათეულს.

1. ბამბის პლანტაციაზე მომუშავე ალაბამელი შავკანიანი მონის შთამომავალი 1954 წლის 14 ნოემბერს ალაბამის შტატ, ქალაქ ბირმინჰემში დაიბადა, რომელსაც „კუ-კლუკს-კლანის“ წევრები ბომბინჰემს უწოდებდნენ. ახალშობილი ისეთ ნაზ და დაბალ ხმაზე ტიროდა, მშობლებმა მას მუსიკალური სახელი „კონდოლიზა“ შეურჩიეს, რომელიც იტალიური სიტყვაა („ჩონდო ლეზა“) და მუსიკალურ ინსტრუმენტზე ფაქიზად დაკვრას ნიშნავს. რვა წლის ასაკში კონდოლიზა სიკვდილს გადაურჩა. „კუ-კლუკს-კლანის“ წევრებმა ბაპტისტურ ეკლესიაში ნაღმი იმ დროს ააფეთქეს, როდესაც წირვა სრულდებოდა. კონდოლიზა გადარჩა, მაგრამ აფეთქების შედეგად მისი 4 შავკანიანი თანაკლასელი დაიღუპა.

2. 1989 წელს კონდოლიზა რაისი ჯორჯ ბუშ-უფროსის ადმინისტრაციაში, ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში, ეგრეთ წოდებული „საბჭოთა ბლოკში“ სამუშაოდ მიიწვიეს. დროთა განმავლობაში კონდოლიზა ამ სამსახურის უფროსი გახდა. მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ მძვინვარებდა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ერთ-ერთ სამიტზე ბუშმა მიხაილ გორბაჩოვს რაისი შემდეგი სიტყვებით წარუდგინა: „თუკი რაიმე ვიცი საბჭოთა კავშირის შესახებ, ყველაფერი ქალბატონმა რაისმა მიამბო“. ცნობისთვის, კონდოლიზა რაისი თავისუფლად საუბრობს რუსულ ენაზე. საინტერესო ეპიზოდი „საბჭოთა ბლოკში“ მუშაობის პერიოდიდან: 80-იანი წლების ბოლოს რაისმა საბჭოთა დეპუტატების დელეგაცია მიიღო თეთრ სახლში, რომელსაც ბორის ელცინი ხელმძღვანელობდა. ელცინს ბუშთან შეხვედრა სურდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ვარაუდობდა, რომ ელცინთან შეხვედრა ნეგატიურად იმოქმედებდა გორბაჩოვთან ურთიერთობაზე, მაგრამ, რაისის უშუალო ჩარევით, ბუში 15 წუთის განმავლობაში კონსპირაციულად ესაუბრა ელცინს თეთრი სახლის ერთ-ერთ ოთახში.

3. კონდოლიზა რაისმა პირადად მოიწონა ტერორისტების წამება დაკითხვების დროს. კერძოდ, 2002 წელს, ჯერ კიდევ უსაფრთხოებისას პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობის დროს, რაისმა სიტყვიერად გასცა ტერორისტ აბუ ზუბაიდუს მიმართ „წყლით“ წამების სანქცია. ამის შესახებ ამერიკის სენატის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა. სენატორებმა წარადგინეს დოკუმენტაცია, სადაც დასტურდება, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირადად გასცემდნენ ტერორისტების წამების სანქციას. ყველაზე გავრცელებული კი „წყლით წამების“ პროცედურა იყო. ამ დროს ადამიანს აბამდნენ და ზემოდან სახეზე წყალს ასხამდნენ.

4. 2006 წელს კონდოლიზა რაისის პირადი ბრძანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის საგაზეთო ჯიხურიდან აიკრძალა ეროტიკული ჟანრის ლიტერატურის და ჟურნალების „ფლეიბოის“ და „პენტჰაუსის“ გაყიდვა. ამ ინიციატივას დიდი რეზონანსი ჰქონდა სახდეპარტამენტის მუშაკებს შორის, რამაც რაისის აღშფოთება გამოიწვია. მისი აზრით, დაწესებულებაში, სადაც მნიშვნელოვანი დიპლომატიური საკითხები წყდება, არ უნდა იყიდებოდეს ეროტიკული შინაარსის ლიტერატურა. ისინი უნდა კითხულობდნენ „ვაშინგტონ პოსტს“, „ფორეინ ეფეირს“ და სხვა გაზეთებს და არა – პორნოგრაფიას. ეს არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის დეპარტამენტში“, – ასე დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება რაისმა ჟურნალისტებთან.

5. დიდი სკანდალი მოჰყვა ამერიკული ტაბლოიდის „ნეშიონალ ენქუაირერის“ 2007 წლის დეკემბრის ნომერს, რომლის ფურცლებზეც დაიბეჭდა ინტერვიუ ანონიმ რესპონდენტთან. ის ამტკიცებდა, რომ სტენფორდის უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში, კონდოლიზა რაისი „100-პროცენტიანი ლესბოსელი იყო“. მითქმა-მოთქმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის სექსუალური ორიენტაციის შესახებ მისი დანიშვნის შემდეგაც არ წყდებოდა. გაზეთის ცნობით, რაისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სტენფორდში დაბრუნებას გეგმავდა. მას სახლი აქვს, რომელიც კიდევ ერთ ქალზე, რაისის მეგობარზე, ასევე გაუთხოვარ რენდი ბინზეა გაფორმებული. ჟურნალისტები დიდი ხანია რაისის ლესბოსელობის დამამტკიცებელი ფაქტების მოძიებას ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ, მათ გაარკვიეს, თუ რომელი ფერის ჰიგიენურ საფენებს ანიჭებს უპირატესობას კონდოლიზა რაისი – მუქ-წითელს და შავს.

6. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ აზრით კონდოლიზა რაისმა დაამსხვრია ქალი პოლიტიკოსის სტერეოტიპი და მოდის ახალი მიმდინარეობები დაამკვიდრა პოლიტიკაში. ჟურნალისტების აზრით, შავი, რომელსაც რაისი ანიჭებს უპირატესობას არის – ინტელექტის, საიდუმლოებების, თავშეკავების ფერი. „პრინცესა-მეომრად“ წოდებული რაისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულია და სიარულის დროს თეძოების რხევის ოსტატი, რაც დამატებით სექსუალობას სძენს მის იმიჯს.

7. „ქალი-ტერმინატორი“ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ამერიკულმა ჟურნალმა „ფიტნესმა“ სტატია, კონდოლიზა რაისის შესახებ, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს. ამერიკული პოლიტიკის „რკინის ლედი“ ყოველ დილით ხუთის ნახევარზე დგება და 40 წუთის განმავლობაში ელიპტიკურ ტრენაჟორზე ვარჯიშობს. გარდა ამისა, მას პირადი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც სპეციალურ ვარჯიშებს ურჩევს ფორმის შესანარჩუნებლად. სულ ახლახან კი ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ყოფილი სახელმწიფო მდივანი სპორტულ ტანსაცმელსა და კედებში სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშის დროს არის დაფიქსირებული – რაისი შტანგის მეშვეობით პრესის ვარჯიშებს აკეთებს.

8. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარულია. 1967 წლიდან მოყოლებული მას არც ერთხელ არ გაუცდენია ამერიკის სუპერლიგის ფინალის მატჩის ტრანსლაცია. მხოლოდ ერთხელ, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს რაისმა ვერ მოახერხა მატჩის ნახვა და სახლში დაბრუნებულს, დაცვის წევრებმა თამაშის ვიდეოჩანაწერი დაახვედრეს. რაისი „კლივლენდ ბრაუნსის“ კლუბის გულშემატკივარია და თავისუფალ დროს მუდამ ამ კლუბის ფერების აქსესუარებსა და ტანსაცმელს ატარებს. სხვათა შორის, 70-იან წლებში კონდოლიზა რაისი დანიშნული იყო ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეზე რიკ აფჩერჩზე, რომელიც „დენვერ ბრონკოსში“ თამაშობდა, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ქორწილი არ შედგა.

9. კონდოლიზა რაისი პოლიტიკოსი რომ არ გამოსულიყო, მისგან მაღალი დონის მუსიკოსი დადგებოდა. ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში ცნობდა ნოტებს, ხოლო შვიდი წლის ასაკში კონცერტი გამართა სკოლის სცენაზე. 15 წლის ახალგაზრდა პიანისტმა პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა. დღემდე რაისი პროფესიულ დონეზე უკრავს ფორტეპიანოზე.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა და ჯგუფ „იუ-2-ის“ სოლისტმა ბონომ, როდესაც იგი ერთი დღით ბრიტანული გაზეთ „ინდეპენდიენტის“ მთავარ რედაქტორად დანიშნეს, სწორედ კონდოლიზა რაისს სთხოვა მუსიკალური სვეტის გაძღოლა. პოლიტიკოსმა თავისი რჩეული „ცხელი ათეული“ გამოაქვეყნა, რომელშიც მოცარტის, ერიკ კლაპტონის, ბონოს, არეტა ფრანკლინის და ოპერა „ბორის გოდუნოვის“ ავტორის, მუსორგსკის მუსიკა შევიდა.

10. კონდოლიზა რაისი, ჰილარი ქლინთონი და სარა პეილინი პორნოგრაფიული ფილმის მთავარი მოქმედი პირები გახდნენ. პორნოფილმების წარმოებით განთქმულმა სტუდია „ჰასტლერმა“ ახალი ფილმი გადაიღო, სადაც ამერიკელი პოლიტიკოსი ქალების აღვირახსნილი ცხოვრების ეპიზოდებია აღბეჭდილი. პოლიტიკოსებს ამერიკაში განთქმული პორნოვარსკვლავები ასახიერებდნენ. კერძოდ, კონდოლიზა რაისის გმირი შავკანიანმა მსახიობმა ჯადა ფაიერმა განასახიერა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ერთდროულად 50 მამაკაცთან ჰქონდა ანალური სექსი. ფილმს „ვინ ჟიმავს პეილინს“ ჰქვია და ამ ფილმის დივიდი დისკები ამერიკაში დიდი ტირაჟით გაიყიდა.


скачать dle 11.3