კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ „ვიგოდნიკები“ და ვის დაუჭირა მხარი ლევან გაჩეჩილაძემ ქვეყნის ეჭვქვეშ დამდგარი ბედის გადასარჩენად


დღევანდელი პოლიტიკური მედია-არქივის „სტუმარია“ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი, ბატონი ლევან გაჩეჩილაძე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ქრონიკას კი წარმოგიდგენთ სხვადასხვა დროს საინფორმაციო საშუალებებში დაფიქსირებული მისივე გამოსვლებისა და მიტინგებზე გაკეთებული განცხადებების ამონარიდებით კომენტარის გარეშე.

„როცა დედაქალაქის ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე ავტომატიანი ადამიანები თავისუფლად მოძრაობენ და პარტიაზე თავდასხმას ახორციელებენ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამის უკან ის ხელისუფლება დგას, რომელსაც ქვეყანაში კანონიერების დაცვა ევალება“...

„რეზონანსი“, 4 თებერვალი, 2003 წელი.

„ვიგოდნიკები“ შეეკვრებიან ხელისუფლებას. ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ კონკურენტუნარიან გარემოს. გვინდა, დამოუკიდებლად ვცადოთ ჩვენი პლატფორმისა და მსოფლმხედველობის გაზიარება საზოგადოებისთვის“.

„მთელი კვირა“, 7 აპრილი, 2003 წელი.

„მიხეილ სააკაშვილს ახლა რომ მხარი არ დავუჭირო, საქართველოს მომავალი ეჭვქვეშ დადგება“...

„ალიას“ არქივიდან.

„მიშა ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ არ იცის, როგორ და სად დახარჯოს ენერგია. მენტალიტეტით ის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებული ადამიანია, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, რევოლუციურ-ბოლშევიკური გამოხდომები აქვს და ბევრი რამ პოპულიზმს გადააყოლა“...

„ალიას“ არქივიდან.

„მიშამ რამდენჯერმე მომატყუა. მის მიმართ ნდობის აღდგენაზე რა მოგახსენოთ, მან მე ბევრჯერ „გადამაგდო“. ის არის პოპულისტი“...

„ალიას“ არქივიდან.

„ჩემო ქართველებო! დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ღირსებას ვერავის დავუთმობთ. ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენ ვადგავართ ჩვენი ლამაზი ქვეყნის აშენების გზას და ვერანაირი სირაქლემები, სირაქლემების პოზიციით, ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენ ვიქნებით ერთად მანამ, სანამ არ გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, სანამ არ გავიმარჯვებთ ყველა ერთად. მიშა, თუ ბოლომდე უნამუსო არა ხარ, მოდი, დაგველაპარაკე, დათმე შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, თორემ, რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო! გეშინოდეს, მიშა! ჩვენ ვიბრძვით არაძალადობრივი გზით, მაგრამ ჩვენ დავანგრევთ ძალადობას, ჩვენ დავანგრევთ ციხეებს, დავანგრევთ არაკაცობას, ყოველგვარ ბინძურს“!..

„ახალი თაობა“, 3 ნოემბერი, 2007 წელი.

„ეს არის შიმშილობა იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. რამდენი დღეც მიხეილ სააკაშვილი კიდევ იქნება ხელისუფლებაში, იმდენ დღეს საქართველო დაკარგავს თავის ქართველობას, ქართულ გზას, ქართულ ნიჭს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება, მალე მოვიშოროთ სააკაშვილი აქედან“...

„ახალი თაობა“, 7 ნოემბერი, 2007 წელი.

„სააკაშვილის ხელისუფლებას არ ვაპატიებთ დარღვევებს, იმ უნამუსობას, ქვეყნის ძარცვას, რომელიც მან განახორციელა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვიდან. ხელისუფლების უზურპაციას, კონსტიტუციის შეცვლას ქართველი ხალხი მას არ აპატიებს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ამის გამოხატულება იქნება არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს საარჩევნო პარიტეტის პრინციპის დაცვით, მაჟორიტარული სისტემის მოთხოვნით, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ზოგადად იმ ფონის შექმნით, რომელიც ქვეყანაში ნორმალურ არჩევნებს განაპირობებს“.

„ახალი თაობა“, 22 ნოემბერი, 2007 წელი.

„საქართველოში ბელადომანია უნდა დამთავრდეს – ეს არის მთავარი! საქართველოში ბელადომანია თქვენ დაამთავრეთ. მიხეილ სააკაშვილო, ჩვენ მოვდივართ! ნინო ბურჯანაძეს კატეგორიულად ვაფრთხილებ, სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რომ „იმედი“ ჩაირთოს. სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რომ სხვა ტელევიზიებს მოშორდნენ. სასწრაფოდ გამოუშვას ხალხი ციხეებიდან, თორემ, ჩვენ დავბრუნდებით იმ კიბეებზე და ბურჯანაძესაც გავაძევებთ აქედან. ჩვენ რამდენჯერმე დარბევის შემდეგ კვლავ დავბრუნდით. მე ვეუბნები, ჩვენ კიდევ დავბრუნდებით და დავბრუნდებით იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა... ნინო ბურჯანაძევ, კატეგორიულად გაფრთხილებ, ქართველი ერის წინააღმდეგ ვინც კი წასულა, წასულა საქართველოდან, წასულა პოლიტიკიდან და საერთოდ წახდენილა მისი სახელი. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ მიიღე ზომები, რომ ქვეყანაში მცირე დემოკრატიული პროცესები მაინც დაბრუნდეს... მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებამ მაინც ვერ შეიგნო, რომ ქართველი ხალხის გატეხვა შეუძლებელია. მე ვერ გამტეხენ იმიტომ, რომ ჩემი ვაჟკაცობა თქვენ ხართ. ჩემი ერთობა – თქვენი ერთობაა...“

„ახალი თაობა“, 26 ნოემბერი, 2007 წელი.

„არჩევნების მეორე ტური არ შედგება, მე მოვიგებ პირველ ტურში“...

„თქვენი და მთელი საქართველოს წინაშე პირობას ვდებ, რომ საქართველოში ძალიან მალე დამთავრდება ძალადობა და უსამართლობა. ვერავინ ვეღარ შეეხება კერძო საკუთრებას. ვერავინ ვეღარ დააშინებს ბიზნესს. არასოდეს არ იქნება პოლიტიკური პოლიცია და არასოდეს არ გაყალბდება არჩევნები. ვეღარავინ ამოუკერავს პირს თავისუფალ მედიას. არავის ექნება უფლება, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას და, რაც მთავარია, ვერავინ გაბედავს, ხელი აღმართოს ქართულ კულტურასა და ქართულ ფასეულობაზე. ამის უფლება ჩვენთვის არ მოუციათ ჩვენს წინაპრებს... ვისაც ჰგონია, რომ ღირსებაზე გადაბიჯებას და ქვეყნის მომავლის ხარჯზე ქართველი კაცის ხმას იყიდის, ის, უბრალოდ, არ იცნობს ქართველ ხალხს“...

„ახალი თაობა“, 27, 28 ნოემბერი, 2007 წელი.

„ერთ რამეს ვეტყვი მიხეილ სააკაშვილს: თუ არჩევნები გაყალბდება, ჩემო მიშა, მაგრად მოგეკითხება“...

„ახალი თაობა“, 24 დეკემბერი, 2007 წელი.

„სახეზეა მიხეილ სააკაშვილისა და პატარკაციშვილის ბინძური თამაში საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ორივესგან, რომ ეს ბინძური თამაში გადაიტანონ სამართლებრივ ჭრილში... ეს არის არჩევნების დასამარების, მედიის დისკრედიტაციისა და „იმედის“ დახურვის თამაში. ეს არის საქართველოს დამთავრების თამაში“...

„რუსთავი 2“ და „მზე“ – ამ ტელეკომპანიებს გთხოვთ, თავი დაანებოთ ამ სიბინძურეებში თანამშრომლობას, თორემ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და კიდევ ბევრი რამ გამოირკვევა ამ ორ ტელეკომპანიაში“.

„ახალი თაობა“, 28 დეკემბერი, 2007 წელი.

„ვაცხადებ ყველას გასაგონად, რომ მიხეილ სააკაშვილს კაცურ, სამართლიან დებატებში ვიწვევ. მე მზად ვარ, პრეზიდენტობის სახელისუფლო კანდიდატს ნებისმიერ დროს და ადგილზე კაცურად შევხედო...

შე კაი კაცო, თუ მართლა შერიგება გინდა, მოდი და ნებისმიერი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, კაცურად, ქართულად დამელაპარაკე, დანიშნე ცესკოს მიუკერძოებელი თავმჯდომარე და სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები უზრუნველყავი“...

„ახალი თაობა“, 29 დეკემბერი, 2007 წელი.

„ჩემო მეგობრებო, გეტყვით, მეტი ცინიზმი გინახავთ? განვითარებული, ცივილიზებული ქვეყანა ვართო, ამბობენ და პლაკატზე აწერიათ – „ქართველები სიღარიბის გარეშე“...

„ალია“, 20-24 დეკემბერი, 2007 წელი.

„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ, შეთანხმების დარღვევასა და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არის ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ვაკისრებ შემდგომში განვითარებულ სიტუაციაზე მთლიან პასუხისმგებლობას“...

„ახალი თაობა“, 5 მარტი, 2008 წელი.

„ბევრჯერ მყავს ნაგინები მიხეილ სააკაშვილი, ახლა ნინო ბურჯანაძის გინებაზე გადავალ... იმიტომ, რომ ის გინების ღირსია. ის ყველაზე ბინძურ თამაშს თამაშობს“...

„ახალი თაობა“, 10 მარტი, 2008 წელი.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობა ოპოზიციას შორის, ტაქტიკის განსხვავებულობის მიუხედავად. მე მზად ვარ, შევუერთდეთ სხვის ტაქტიკას, სხვები კი შემოუერთდებიან საერთო პროტესტს 9 აპრილს. პირველი ნაბიჯი გადავდგით, რომ ოპოზიციამ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა... ეს არის პირველი ნაბიჯი, ველოდებით მეორე ნაბიჯს ოპოზიციის სხვა ტაქტიკის წარმომადგენლობიდან, რომლებსაც ჩვენ შევუერთდებით, ისინი კი – ჩვენსას. საბოლოო ჯამში, დიდი ერთობა დაფიქსირდება 9 აპრილის ირგვლივ. პირობას ვდებ, რომ 9 აპრილი დიდი დღესასწაული იქნება საქართველოში“...

„ახალი თაობა“, 13 მარტი, 2009 წელი.

„ნერვებისა და გამძლეობის ომი იქნება. გაუძლებს საზოგადოება, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად დაამთავროს, ჩვენ ამ ყველაფრის მაგალითს მივცემთ. ამდენი უბედურების მერე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება ასეთი დიდი გამოცდისთვის მზად არის. ჩვენ ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე უარს არ ვიტყვით, ეს გამორიცხულია. ამ მოთხოვნით გამოდის ქართველი საზოგადოება და არა სხვა მოთხოვნით... ამ პროცესის ლიდერი ქართველი ხალხია. ამ პროცესის ავტორი ქართველი ხალხია. ქართველ ხალხს სწყურია და სურს ამ ადამიანის წასვლა. ჩვენ თანამონაწილეები ვართ ამ პროცესის“...

„ახალი თაობა“, 2 აპრილი, 2009 წელი.

„გიჟები და გადარეულები ხომ არ ვართ. გასაგებია, რომ მეორე მხარეს გიჟია, მაგრამ ჩვენც ხომ არ გავგიჟებულვართ. საქართველო დგას ჩვენ უკან... ჩვენ ჩვენი ვალი ქვეყნის წინაშე, სამშობლოს წინაშე უნდა მოვიხადოთ... შეხვედრა იქნება მხოლოდ საჯაროდ, გამჭვირვალედ და თქვენი ნებართვით. არ შეისმენს – ორი ადგილი მიტინგისა გაოთხდება; არ შეისმენს – ოთხი ადგილი რვა ადგილად გადაიქცევა. ეს ტალღა მოედება მთელ თბილისს, შემდეგ სრულიად საქართველოს... ჩვენ მსოფლიოს სამაგალითო დაუმორჩილებლობას ვანახვებთ... ჩვენ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი უნდა დავიბრუნოთ“...

„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2009 წელი.

„როდესაც ბატალიების დრო მოვა, პირადად მე, იმ ადამიანს დავუდგები მხარში, რომელსაც ხაზგასმით, მის პროგრამაში ქართული მომავალი ეწერება.

რუსეთის ხელისუფლებას იმის საწინააღმდეგო უნდა, რაც ქართველ ხალხს... ჩვენ არ გვინდა სხვა ქვეყნის მოქალაქეების ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა“...

„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2009 წელი.

„როდესაც ავლაბრის რეზიდენციასთან ქართველები დაბანაკდნენ... არაფერი მოჰყვა. მე ვფიქრობდი, რომ ორი გამოსავალი აქვს მიხეილ სააკაშვილს – ან უნდა დაარბიოს და თავისი ბიჭობა გვანახვოს, რაც კარგია, რადგან ბიჭობას ბიჭობა მოჰყვება, ან თავისი უსუსურობა უნდა გამოაჩინოს. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოავლინა თავისი ხელისუფლების უსუსურობა... რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში სიტუაციას უკვე ჩვენ და თქვენ ვაკონტროლებთ. ასე იქნება მთელ საქართველოში. თქვენ გგონიათ, არ უნდა, რომ დაგვარბიოს და, თავისი ჭკუით, წესრიგი აღადგინოს?! მაგრამ, ეშინია, რომ ეს ბრძანება აღარ გამოვა. თუ ეს მოხდება, მერე სად და როგორ გაიქცევა, კაცმა არ იცის“...

„ახალი თაობა“, 15 აპრილი, 2009 წელი.

„რადიკალიზმზე გადავალთ იმისთვის, რომ ამ კაცს შევაგნებინოთ, რა უნდა გააკეთოს. თუ ბიჭები არიან, მოვიდნენ და, თუ ვერ მოვლენ, მაშინ ჩვენ მივალთ... სამოქალაქო მობილიზება იმიტომ არის საჭირო, რომ უფრო მძლავრი მუხტი დავანახვოთ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას. ეს მუხტი მთელ საქართველოში და მსოფლიოში უნდა იგრძნობოდეს“.

„ახალი თაობა“, 17 აპრილი, 2009 წელი.

„ერთიანობა აუცილებელია, ამიტომ „რესპუბლიკელებმა“ და „მემარჯვენეებმა“ ლაპარაკი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიწყონ. ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი საერთო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მზად ვარ, დავთმო პრაიმერის იდეა ამ ერთიანობისთვის“...

„ვერსია“, 26-28 თებერვალი, 2010 წელი.

„მე არ მინდა, ვიყო ქალაქის მერი, არამედ, მინდა ვიყო, პრინციპში, რასაც დაერქმევა „მესამე ტალღა“ და რომელიც დაიწყებს სააკაშვილის გაძევებას პოლიტიკური ისტორიიდან. დღეს მე ვეძებ ჩემს როლს და ფუნქციას, რომ როგორმე გამოვლინდეს ერთიანი კანდიდატი. ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი“...

„გიგი უგულავას ხმის მიცემით ნებისმიერი ასეთი ადამიანი პასუხს აგებს სააკაშვილის მთელ რიგ დანაშაულებზე. ამიტომ, ძალიან ფრთხილად იყავით, რადგან თანამონაწილე ხდებით ყველა კრიმინალზე, რაც ამ ხალხს ჩაუდენია“...

„ქრონიკა“, 15-21 მარტი, 2010 წელი.


скачать dle 11.3