კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


ამერიკული ჯარიდან „ცისფერი“ ჯარისკაცის გარიცხვა მხოლოდ ბრიგადის გენერალს შეუძლია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ხელი მოაწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელთა მიხედვით სექსუალური უმცირესობების მდგომარეობა ამერიკულ ჯარში გაცილებით გაუმჯობესდება. ამიერიდან სამხედრო მოსამსახურის ჯარის რიგებიდან გაძევება, მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის ჰომოსექსუალობას აღიარებს, გაცილებით გართულდა. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ჯარისკაცის გარიცხვა მხოლოდ ბრიგადის გენერალს (ერთვარსკვლავიანი გენერალი) ან მასზე წოდებით ზემდგომ სამხედრო პირს შეეძლება. ჰომოსექსუალთათვის ჯარში მსახურობის უფლების მიცემა ბარაკ ობამას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მაგრამ, ეს რეფორმა დღემდე ელოდება დასტურს ამერიკის კონგრესიდან. დღევანდელ დღემდე „ცისფერებს“ შეუძლიათ, იმსახურონ ჯარში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი თავის ორიენტაციას დამალავენ, ხოლო სამხედრო თანამდებობის პირს ეკრძალება ჯარისკაცისთვის კითხვების დასმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ბრიტანულმა პრესამ პრინც უილიამსის ქორწინების დღე გამოთვალა

ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ ივნისში, ბრიტანული სამეფო ტახტის მემკვიდრე და დედოფალ ელიზაბეთ მეორის შვილიშვილი – პრინცი უილიამი დაინიშნება, თავის დიდი ხნის მეგობარ გოგონაზე, 28 წლის ქეით მიდლტონზე. ნოემბერში კი ისინი დაქორწინდებიან. პრინცის შესაძლო დაქორწინების ვერსია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის და პრინცესა დაიანას ახლო მეგობრის, ტინა ბრაუნის ბლოგზე იყო გამოქვეყნებული. ჟურნალისტის მტკიცებით, მან შეისწავლა სამეფო ოჯახის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა კალენდარი და აღმოაჩინა, რომ ივნისის 3 და 4 რიცხვში სამეფო ოჯახს არაფერი აქვს ჩასმული, რაც საკმაოდ საეჭვოა. ბრაუნი არ ასახელებს თავის ინკოგნიტოდ დარჩენილ წყაროს, რომელიც ირწმუნება, რომ ქორწილი ნოემბერში შედგება და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ამ ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია. ცნობისთვის, სწორედ ნოემბერში დაქორწინდნენ ელიზაბეთ მეორე და პრინცი ფილიპი. სამეფო ოჯახის პრესსამსახურმა ამ ვერსიას აბსურდული უწოდა და პრესსპიკერის თქმით, ივნისში, პრინც უილიამსს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ხოლო, რაც შეეხება ქორწილს, ის ვერანაირად ვერ შედგება 2010 წელს, რადგან პრინცს ამისთვის, უბრალოდ, დრო არ აქვს. იგი ძალზე დაკავებულია. გამართლდება თუ არა ტინა ბრაუნის ვერსია, ამას სულ ცოტა ხანში გავიგებთ.

განათლების არმქონე კომპიუტერულმა გენიოსმა ბარაკ ობამას ინტერნეტ-დღიურების საიტი გატეხა

ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს 25 წლის ჰაკერი, რომლის სახელს არ ასახელებენ. მას ბრალად ედება ინტერნეტ-დღიურების საიტის „ტვიტერის“ ცნობილი მომხმარებლების პაროლების გატეხვა. ჰაკერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიკრობლოგის პაროლი გატეხა და მისი სახელით ყალბ განცხადებებს ათავსებდა. თითქოს ამერიკის პრეზიდენტი აწყობდა ვიქტორინას, რომლის გამარჯვებული 500 დოლარის ბენზინს მიიღებდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ აღმოჩნდა, ჰაკერს არანაირი ტექნიკური განათლება არ ჰქონდა და მომხმარებელთა „ექაუნთებს“ ლოგიკური აზროვნების და პაროლების შერჩევის მეთოდით ტეხდა. ფრანგი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე კომპიუტერულ გენიოსთან აქვთ.

ორგანიზაცია „სამოთხის ჩიტები“ უპატრონო ბავშვთა სახლებიდან ბავშვებს იტაცებდა და „ალქაიდას“ წევრების ოჯახებში ასახლებდა

ერაყში დააკავეს ბავშვი ტერორისტებისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც 6 აპრილს ბაღდადის დიპლომატიურ კვარტალში დივერსიულ აქტს ამზადებდა. 12 და 13 წლის ყმაწვილები მზად იყვნენ, თავი აეფეთქებინათ ბაღდადის ცენტრში, ალ-მასბაჰის რაიონში. ცნობილი გახდა, რომ „ალქაიდას“ დაქვემდებარებული ტერორისტული ორგანიზაცია „ტუიურ-ალ-ჯანა“ („სამოთხის ჩიტები“) უპატრონო ბავშვთა სახლებიდან იტაცებდა მოზარდებს და „ალ ქაიდას“ წევრების ოჯახებში ასახლებდა. იქ მათ სპეციალურ ინსტრუქტაჟს უტარებდნენ, თუ როგორ უნდა აეფეთქებინათ თავი ალაჰის სახელით. გაზეთ „ქრისთიან საინს მონიტორის“ ცნობით, „ტუიურ-ალ-ჯანა“ ძირითადად, გონებაშეზღუდულ ბავშვებს ამზადებს ტერორისტული აქტებისთვის.


скачать dle 11.3