კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩიტობამოწადინებულები


„მანდატურია თავად სიყვარული“

მოარული ხმებით, საქართველოს საპილოტე სკოლებში მანდატურები სიყვარულის დღეს შევლენ (იმიტომ, რომ „მანდატურია თავად სიყვარული“). ბ-ნმა მინისტრმა მათ ხელშეუხებლობის გარანტია უკვე მისცა (ბ-ნმა შაშკინმა თქვა და დაამთავრა: მანდატურების შემწუხებელი ჩვენი შემწუხებელია, ჩვენი შემწუხებლები კი მეხუთე იზოლატორში სხედანო), თავად მანდატურებმა კი, ასევე, მოარული ხმებით, სკოლებში უკვე დაიბევეს ოთახები. მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში თავდაპირველად შეთავაზებული ოთახი დაიწუნეს (პატარაა, ტახტი არ დაეტევაო) და უფრო ფართო მოითხოვეს. შემდეგ თვალი პირველკლასელების ოთახს დაადგეს და თავისიც გაიტანეს, ანუ პატარები საკლასო ოთახიდან გააძევეს (ესეც ასე: „აბა, პირველკლასელებთან მნახე, ვინა ვარ“? კარგი ხარ, კარგი!). ხოლო, ვიდრე „სიყვარულია თავად მანდატური“, ამ გრძნობის ნაკლებობას არც ინგლისური ენა უჩივის: ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ჩვენი ბავშვები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან შეისწავლიან, იმიტომ რომ, ამ ცოდვილ დუნიაზე ქართულად მხოლოდ ჩვენ, ქართველები, ვლაპარაკობთ, დანარჩენები ინგლისურს „უბერავენ“ (ყოველ შემთხვევაში, ასეთი გახლდათ პრეზიდენტის გამონათქვამის დედააზრი). ჰოდა, თუკი ისინი „უბერავენ“, ვითომ ჩვენ რატომ ვერ „შევუბერავთ“ (მე რომ მკითხოთ, ქართული ენის მძიმეწონიანობის დასტურად ისიც სავსებით საკმარისია, რომ ქართულად შოთა რუსთაველი ლაპარაკობდა, მაგრამ, ისიც აშკარაა, მე არავინ არაფერსაც არ მეკითხება). შესაბამისად, ვინაიდან „ზოგი უბერავს ასე“, გარდა იმისა, რომ ინგლისურ ენას ჩვენი ბავშვები პირველი კლასიდან შეისწავლიან, იმ პედაგოგებს, რომლებსაც ინგლისური ენა და კომპიუტერზე მუშაობა ეცოდინებათ (იმისდა მიუხედავად, ითხოვს თუ არა მათი საგნები ამ კონკრეტულ უნარ-ჩვევებს), დანარჩენ „ბნელებთან“ შედარებით მეტი ხელფასი დაენიშნებათ! იმის გარკვევა, არის თუ არა ამ მიდგომაში დისკრიმინაცია, უფლებათა დამცველებისთვის მიმინდვია, როგორც იმის (ოღონდ პედაგოგებისთვის), შეუწყობს თუ არა პიროვნების სრულფასოვან განვითარებას მშობლიური და უცხო ენების ერთდროულად და თანაბარი დატვირთვით სწავლება. მანამდე კი, სავარაუდოდ, არ გვაწყენდა იმის გახსენება, თუ როგორ სევდიანად დამთავრდა ჩიტობამოწადინებული თაგუნას ისტორია.


скачать dle 11.3