კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საექსპერიმენტო ბოცვრები


არც ცეცხლში იწვის, არც წყალში იძირება

რაკი საქართველოს ქალაქები მშვენდება და შენდება, საქართველოს მთავრობაც ხან აქ ატარებს სხდომას, ხანაც – იქ. მაგალითად, გასულ კვირას მინისტრები ქუთაისში შეიკრიბნენ თვით პრეზიდენტის თამადობით და, როგორც მინისტრებმა, ისე დანარჩენმა საზოგადოებამ, სწორედ მის ბაგეთაგან შეიტყო, რომ (მადლობა ღმერთს) მხოლოდ მომავალი წლიდან პირველკლასელებს სახელმძღვანელოების ნაცვლად პატარ-პატარა კომპიუტერები დაურიგდებათ. პრეზიდენტმა აგვიხსნა, რომ ისინი არც ცეცხლში იწვის (ეს შტრიხი მე წავუმატე), არც ტყდება და არც წყალში იძირება. ამ ნოვაციამ იმთავითვე ცხადყო, რომ საქართველოს გამორეფორმირებული განათლების პირველი რეფორმატორი მინისტრის (აკი ვთქვი, მაშინ ჯერ კიდევ „გეპეის“ იმ პროზაულ ფაკულტეტს, რომელიც ბ-ნმა ლომაიამ დაამთავრა, ძეგლი უნდა დავუდგათ-მეთქი) ალექსანდრე (კახა) ლომაიას საქმეები ცოცხალია! ან კი როგორ მოკვდებოდა (საქმეები), როდესაც პირველიდან მეოთხე კლასამდე სახელმძღვანელოებს კომპიუტერები ჩაენაცვლება – ხომ დაგვიბარა პირველმა განმანათლებელმა, რა დროს წიგნია კომპიუტერების ეპოქაშიო! ჰოდა, რაკი არ არის, 2011 წლის სექტემბრიდან აღარც იქნება (დახურა გული „დედაენამ“), ყოველ შემთხვევაში, პირველიდან მეოთხე კლასამდე. მეორე მხრივ, არაფერი თქმულა იმის შესახებ, ასწავლიან თუ არა წერას კომპიუტერებით შეიარაღებულ პირველკლასელებს (თუმცა ისიცაა, აბა, რა თავში იხლის მომსახურე პერსონალი წერას?!), ან, რამდენად უსაფრთხოა ბავშვის ფსიქიკისთვის კომპიუტერთან იძულებით მიჯაჭვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხსენებული საბავშვო კომპიუტერები დევნილ ბავშვებსაც გადაეცემათ, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში მცხოვრებლებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ ხშირად უთიშავს ელექტროენერგიას მომხმარებლებს, საკითხავი აი, რა არის: ეს ახალი სიტყვა ქართულ განათლებაში (ანუ საბავშვო კომპიუტერები) სანთლებს მიუერთონ თუ ნავთის ლამფებს?!


скачать dle 11.3