კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატია – განგრძობილად


პურმარილი – დაძველებულად

შესაძლოა, რაკი მომცრო ზომის ვართ, თანაც, გზაჯვარედინზე ვიმყოფებით, იძულებული ვართ, რომ შიგადაშიგ თავი ისეც მოვიწონოთ, როგორც მწერალმა თქვა: „სო მნოი შანაევ სპალ“-ო. ამ თუ სხვა მიზეზით, გულწრფელად გავიხარეთ, როდესაც შევიტყვეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს დაურეკა (არც მეტი, არც ნაკლები, ეს სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის ინიციატივით შემდგარა; პირიქით რომ ყოფილიყო, ნეტავ, თუ შედგებოდა?!). სატელევიზიო სიუჟეტებში ითქვა, რომ ბ-ნმა ობამამ ბ-ნ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა „განგრძობადი დემოკრატიისთვის“ (ისე, პურმარილის დაძველებისა არ იყოს, დემოკრატიის აღმშენებლობაც რაღაც გაგვიჭიანურდა). მეორე მხრივ, რაკი აშშ-ის ელჩის კომენტარში საუბარი მხოლოდ ავღანეთში გამგზავრებულ ქართულ სამხედრო კონტინგენტს შეეხებოდა, მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მაყურებლისთვის იმთავითვე გასაგები გახდა, რომ პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ სააკაშვილს მხოლოდ ავღანეთის ომში მოხალისეების, გნებავთ, სამხედროების გაგზავნის გამო ემადლიერება (ჩვენნაირი „უხორცო უშიშები“განა კონა ორ შაურადაა?! ერთი ისაა სამწუხარო, რომ მხოლოდ ჩვენად წოდებულ სხვის ომებში). მეორე მხრივ, ფრიად ზომიერ ინფორმაციას გვაწვდის პრეზიდენტის საიტი: იქ მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილს ავღანეთის გამო მიუძღვნა სამადლობელი. ეს კი თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ ავღანეთში კიდევ არაერთ ქართულ ბატალიონს გაამწესებენ (თითო ბატალიონი თითო-თითო მადლობა სატელეფონო ზარის ეკვივალენტია). არც ჩვენებურმა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა პოლიტოლოგებმა დაგვამადლეს თავიანთი ანალიზი: პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის წინ პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილთან ამ სატელეფონო ზარით ცალსახად გააბათილა ჩვენი დაუფლების რუსული სურვილი (ეს გოგო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – საქართველო, ჩემთვის მინდაო). ხოლო, ვიდრე ჩვენი ფალავნის მოხერხებულობით ვხარობდით, ყირგიზეთში (სადაც აშშ-ელებს სამხედრო ბაზა „მანასი“ აქვთ იჯარით აღებული) გადატრიალება დასრულდა და რევოლუციის სიმბოლო და დედამთავარი, ქ-ნი როზა, მოსკოვსაც გაემგზავრა (მას შემდეგ, რაც უპატაკა, რომ პრეზიდენტ ბაკიევის პარპაში დასრულდაო). თუ ჩემი თანამემამულე და ზემომოყვანილი ახალგაზრდა პოლიტოლოგების ლოგიკას მივყვები, ყირგიზული გადატრიალება რუსეთის გზავნილადაც შეიძლება, განვიხილოთ (ავღანეთისკენ ჩემ იქით გზა არ გაქვსო). ამდენად, სავარაუდოდ, ჯერი ახლა ჩვენს ფალავანზეა: მხოლოდ ავღანეთში ჩვენს წაყვანას დასჯერდება თუ ცოტა აქეთაც მოგვეშველება.


скачать dle 11.3