კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორი მცენარეა იზოლეპისი და თუ მირჩევდით მის გახარებას ბინაში?

პასუხი: იზოლეპისს არც კაშკაშა ყვავილები აქვს და არც ფერადი ფოთლები, მაგრამ ის მაინც ძალიან ეფექტურია. ბუნებაში წყლის პირას იზრდება, თუმცა ოთახის პირობებშიც კარგად ხარობს. ამიტომ, თუ თქვენ ვიზუალურად მოგწონთ ეს მცენარე, აუცილებლად გაახარეთ თქვენს ბინაში. ამ მცენარეს წვეტიანი, ბალახის მსგავსი ფოთლები აქვს რომლებზეც პატარ-პატარა ყვავილებია მიკრული. ეს მცენარე ნესტის მოყვარულია, ამიტომ, ბინაშიც მუდამ ტენიანი მიწა სჭირდება. თუ გსურთ, მაღალი ტენიანობა შეუნარჩუნოთ, გირჩევთ, მისი ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგათ. კარგად გახარებისთვის მას, კაშკაშა სინათლე სჭირდება. იზოლეპისი სიგრილეში უკეთ გრძნობს თავს – დაახლოებით 15 გრადუსზე ქვემოთ, სიცხეში კი მცენარემ უფრო მეტად შეიძლება მოიწყინოს. სასურველია მისი წყლით მორწყვა. იზოლეპისი დადგით ჰაერიან ადგილას და მოარიდეთ სიცხეს. ეს მცენარე ძალიან მაღალი არ იზრდება, ამიტომ მისი მოთავსება ოთახის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, სადაც სინათლე მოხვდება.

კითხვა: როგორ გავამრავლო გინურა და როგორ შევუნარჩუნო მას კომპაქტური ფორმა?

პასუხი: ეს იოლად მოსავლელი მცენარე მოტეხილი, წყალში ჩადებული ღეროთი ფესვიანდება. თუ გსურთ, რომ მცენარე ძალიან არ გაიზარდოს, ყლორტები წააჭერით და ამგვარად შეუნარჩუნებთ მას კომპაქტურობას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძალიან არ უნდა გასხლათ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გინურამ საერთოდ დაკარგოს ფორმა და ძალიან დაუშნოვდეს.

კითხვა: როგორი ტენიანობა სჭირდება ციპერუსს და იოლია თუ არა მისი გაზრდა?

პასუხი: ამ მცენარეს მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. ეცადეთ, ყოველთვის შეუნარჩუნოთ მაღალი ტენიანობა. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ხშირად დასჭირდება მორწყვა, ამიტომ ქოთანი ჩადგით ღრმა ჯამში, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. თუ ციპერუსს სათანადო პირობებს შეუქმნით, მისი გაზრდა რთული არ იქნება. დადგით აუცილებლად ნათელ ადგილას, მაგრამ მწველი მზე არ მოახვედროთ. ზაფხულში, როდესაც მცენარე აქტიურად იზრდება, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. გახსოვდეთ, რომ მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს. მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ზამთრის პერიოდში მინიმალური ტემპერატურაა 7 გრადუსი. კარგია, თუ მცენარეს ნათელ სასტუმრო ოთახში მიუჩენთ ადგილს. თუ ციპერუსის გამრავლება გსურთ, არც ესაა რთული – წყლიან ჯამში ჩაყირავებული ყლორტი ფესვს მალე გამოიღებს და იოლად გამრავლდება.


скачать dle 11.3