კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (159)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

რა ასაკში აჭრიან ძაღლს ყურსა და კუდს და რა შემთხვევაშია ამის გაკეთება აუცილებელი ნებისმიერ ასაკში


საჭიროა თუ არა ძაღლისთვის ყურისა და კუდის მოჭრა? ამასთან დაკავშირებით ვეტერინარ, ზაქრო ბაჯიაშვილს მივმართეთ. მან განგვიმარტა, თუ რა შემთხვევაშია საჭირო ამ პროცედურის ჩატარება და რა დროს არ არის ყურის და კუდის მოჭრა აუცილებელი. ექცევა თუ არა რაიმე მნიშვნელობა გამოფენებზე ასეთ ძაღლებს და არის თუ არა ეს ყოველივე პრობლემა, ამის შესახებ, სწორედ ჩვენი რესპონდენტი მოგითხრობთ.

– ბოლო წლებში სადავო ხდება ძაღლისთვის ყურებისა და კუდის მოჭრა-არმოჭრის საკითხი. არის მოსაზრება, რომ განსაზღვრული ჯიშის ძაღლების გარდა, კუპირება იკრძალება. ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამაში ცუდი არაფერია. თქვენ რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გამოცდილი ვეტერინარი?

– კითხვაზე, ჩავატაროთ თუ არა ყურებისა და კუდის მოჭრა, დასავლეთ ევროპაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. უფროსი თაობის კინოლოგები ფიქრობენ, რომ დაკიდებული ყურები და გრძელი კუდი აუშნოებს ძაღლს. ახალი თაობის კინოლოგები კი – პირიქით.

პირველად აღნიშნული შეხედულება სკანდინავიის ქვეყნებში გავრცელდა, სადაც კანონმდებლებმა გამოსცეს სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც აკრძალული იყო ყურებისა და კუდის მოჭრა. ყოველივე ამან დიდი დარტყმა მიაყენა ზოგიერთი ჯიშის ძაღლის პოპულარობას. მაგალითად, როგორიცაა როტვეილერი და დობერმანი. დიდ ბრიტანეთში კინოლოგთა უფროსმა თაობამ მიაღწია კომპრომისს და დაუშვეს ცხოველისთვის მხოლოდ კუდის მოჭრა. გერმანიაში, რომელიც ამ სადავო ჯიშების სამშობლოდ მიიჩნევა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია პატრონის ნება-სურვილზე.

– თუ ძაღლს საერთაშორისო სტატუსის გამოფენისთვის ვამზადებთ და საქართველოს ფარგლებს გარეთ ტარდება, საინტერესოა იქ რა ხდება? მსაჯები როგორ რეაგირებენ მოჭრილ ყურებსა და კუდზე?

– მსოფლიო კინოლოგიურ გამოფენებზე დაიშვებიან ძაღლები, როგორც მოჭრილი ყურებითა და კუდით, ისე მის გარეშე. ამის შესახებ არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.

– როგორია თქვენი, როგორც ვეტერინარის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ვეტერინარიული თვალსაზრისი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია – ვეტერინარიაში ყურებისა და კუდის მოჭრა რთული ოპერაცია არ არის. ის შეიძლება, ჩაითვალოს მანიპულაციად. პრაქტიკულად, არ არსებობს შემთხვევა, თუ აღნიშნული მანიპულაცია სწორედ ჩატარდა, რომ ყურის ან კუდის მოჭრას ლეკვის სიკვდილიანობა გამოეწვია. კუდის მოჭრა ტარდება როგორც წესი, 3-4 დღის ასაკში. აღნიშნული მანიპულაციისთვის საჭიროა მაკრატლის ერთი სწორი მოძრაობა. მთავარი წესი ისაა, რომ გადაჭრა მოხდეს მალებს შორის და დავტოვოთ კანის საკმარისი რაოდენობა შეხორცებისთვის. აღნიშნულ პროცედურას ლეკვები მშვიდად და ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე იტანენ. მე პირადად, როგორც ვეტერინარი, ვაცხადებ, რომ ყურისა და კუდის მოჭრა უსაფრთხოა და ლეკვისთვის საშიში არ არის.

ხანდახან საჭიროა, აღნიშნული მანიპულაციის იძულებით ჩატარება. ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმე კუდის ტრავმულ დაზიანებებთან გვაქვს, რომელიც შეიძლება, მიიღოს მშობიარობის დროს; მექანიკური ხასიათის დაზიანება, მაგალითად, კარებში მოყოლის დროს. აღნიშნული შემთხვევისას ძირითადად საქმე გვაქვს მალების მოტეხილობასთან. ამ დროსაც უმჯობესია, მოხდეს კუდის მოჭრა, მიუხედავად ძაღლის ასაკისა, რადგან მოტეხილ ადგილას ჩამოყალიბებული ნაწიბური აწვება კუდის მანერვირებელ ნერვებს და იწვევს მუდმივ ტკივილს.

– რაც შეეხება ყურის მოჭრას?

– ყურების მოჭრასთან დაკავშირებით არსებობს ორი ძირითადი შეხედულება. ფუნქციონალური, როცა საქმე გვაქვს აბორიგენულ ჯიშებთან. მაგალითად, როგორიცაა შუააზიური, ქართული და კავკასიური ნაგაზი. არსებობს კოსმეტიკური მოჭრა, რომელიც უტარდება გერმანულ ჯიშებს, ისეთებს როგორიცაა – ბოქსიორი, დობერმანი, შნაუცერი და სხვები.

– რა ასაკშია მიზანშეწონილი ყურების კუპირება?

– ყურების მოჭრა უტარდება ძაღლებს თვე-ნახევრის და უფროს ასაკში სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით. ყურის მოჭრა მოითხოვს არა მარტო საკმარის გამოცდილებას, არამედ ხელოვნებასაც კი. ყურს მარტო მოჭრა კი არ უნდა, მას სპეციალური ფორმა უნდა მიეცეს.

თუ ოპერაციას კვალიფიციური ვეტერინარი მოწესრიგებულად და სწორად ატარებს, მაშინ, როგორც წესი, მოჭრის დროს, არავითარ გართულებას არ აქვს ადგილი.

არსებობს აღნიშნული საკითხის სხვა ასპექტებიც. მებრძოლი ძაღლებისათვის აუცილებელია ყურების მოჭრა. ხშირად ბრძოლის დროს ყური ზიანდება, რის გამოც ვითარდება ჰემატომები და ჭრილობები. ეს კი შეიძლება გართულდეს ჩირქოვანი პროცესებით. ისეთი ძაღლებისთვის კი, როგორიცაა სპანიელი და სხვა მონადირე ჯიშები, რომელებიც წყალში შედიან, აუცილებელია ყურის ნიჟარის სპეციფიკური ფორმა, რაც იცავს ყურს წყლის ჩასვლისგან.


скачать dle 11.3