კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყვარს ლიზი სტურუას რომანტიკული მამაკაცები


16 წლის ლიზი სტურუა უკვე ორი წელია რაც ლალი ტოტიკაშვილის სამოდელო სააგენტო „ნიუ ფეისის“ მოდელია და ეს საქმე ძალიან მოსწონს.

ლიზი სტურუა: მსახიობობა მინდოდა ძალიან, მაგრამ ჩემს საქმროს არ უნდა, რომ ეს პროფესია ავირჩიო, ამიტომ „ფიარ-მენეჯერის“ სპეციალობას შევისწავლი.

– ალბათ, ძალიან მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს მოდელობა.

– დიახ, საერთოდ არ მაქვს კამერის შიში, კომპლექსი, პირიქით, მიყვარს პოზირება, ხალხთან ურთიერთობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. ბავშვობიდან ჩემი ოცნება მოდელობა იყო და ავისრულე. თანაც დედაჩემი – ირა დოლიძე ძალიან ცნობილი მოდელი იყო. მას რომ ვუყურებდი, მეც მინდოდა, მოდელი გავმხდარიყავი, ხშირად ვბაძავდი კიდეც.

– როგორც ყველა გოგონას, ალბათ, შენც გსიამოვნებს კომპლიმენტების მოსმენა.

– კი, ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს, ქუჩაშიც და ისეც. ისე მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რომ თითქმის ყოველთვის ვექცევი.

– როგორ იქცევი, როდესაც გამაღიზიანებელ, ცოტა უხეშ კომპლიმენტს ისმენ?

– ქუჩაში, რომ გავდივარ, მანქანებიდან ასიგნალებენ, შეძახილები – რა ლამაზი ხარო. ერთხელ გზაზე გადავდიოდი, ვიღაცამ ავტომობილი ისე დაამუხრუჭა, რომ კინაღამ გამიტანა. მერე შემომხედა და თავში ხელი შემოირტყა – ვაიმე, შენ, რომ გამეტანე, საქართველოს რა ლამაზი გოგონა მოაკლდებოდაო. ეს უფრო კურიოზული მომენტია, მაგრამ ხანდახან გამაღიზიანებელი კომპლიმენტებიც არის ხოლმე, მაგრამ არასდროს ვყვები.

– საკუთარი თავი დაახასიათე...

– ძალიან კომუნიკაბელური ვარ და სხვებთან იოლად შევდივარ კონტაქტში. ნებისმიერი ასაკის ადამიანთან შემიძლია საერთო ენის პოვნა. დიდებთან უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს, ვიდრე ჩემ თანატოლებთან, ბიჭებთან უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს, ვიდრე – გოგონებთან. გოგონებს უფრო შურის მომენტი აქვთ ხოლმე და ალბათ, ამიტომ. თუმცა, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც ბიჭთან მეგობრობ და მერე ის სიყვარულში გამოგიტყდება. ძალიან ცუდია, იცი, რომ შენი მეგობარია, სულ ერთად ხართ, ყველაფერს უყვები და მერე აღმოჩნდება, რომ უყვარხარ. ბევრჯერ ყოფილა ასე და ძალიან საწყენია. ამიტომ, ვცდილობ ბიჭებთან არ დავიჭირო ურთიერთობა.

– მხიარული ჩანხარ.

– კი, თუმცა ხანდახან მოწყენილი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ეს სხვას არ დავანახვო. საერთოდ, ძალიან ბუტია ვარ. შეიძლება, პატარა რაღაცაზეც ნერვები მომეშალოს, მაგრამ ვცდილობ, ეს ჩემში ჩავკლა. ძალიან ბრაზიანი ვარ. როდესაც ვბრაზდები, ინგრევა ყველაფერი, ვერ ვაზროვნებ, შეიძლება რაღაც ცუდი გავაკეთო, მაგრამ მერე ვინანო.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ღამის კლუბებში სიარული, ღამის ცხოვრება მიყვარს, მაგრამ უფრო მეგობრების წრეში მირჩევნია ყოფნა. საერთოდ გართობა, ცეკვა, მუსიკა და ამასთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს.

– თაყვანისმცემლები გეყოლება...

– კი, როდესაც შემიყვარდა, მერე თვითონვე ჩამოვიშორე თაყვანისმცემლები. როდესაც ერთი გყავს, იმასთან ხარ და ზედმეტი ხალხი, ბევრთან მიდებ-მოდება, არ გინდა. თუმცა, ახალი თაყვანისმცემლები გამოჩნდებიან ხოლმე.

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– რა თქმა უნდა, პირველ შთაბეჭდილებას მაინც ბიჭის გარეგნობა ახდენს. მახინჯი არ უნდა იყოს. თუმცა, ხასიათითაც უნდა მოგეწონოს. რაღაც ჩარჩოები არ მაქვს, მაგრამ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც სხვანაირი ბიჭები მომწონდა და მერე სხვანაირი მომწონებია. რაც შეეხება ხასიათს, ძალიან ერთნაირები ვართ, ორივეს მძიმე ხასიათი გვაქვს და ყველას უკვირს, ასე კარგად როგორ ეწყობით ერთმანეთსო.

– საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობისას დათმობაზე წახვალ?

– მყავდა შეყვარებული და არ მივდიოდი დათმობაზე, პირიქით მამაკაცს უნდა დაეთმო. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ დათმობებზე წასვლა საჭიროა და ეს ვისწავლე. მეც ვუთმობ, ამაში ცუდი არაფერია.

– როგორ ფიქრობ, შეყვარებულები ერთმანეთს ყველაფერში უნდა აჰყვნენ?

– ერთმანეთის აზრი უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ერთმანეთს ყველაფერში არ უნდა აჰყვნენ. შეიძლება, რამდენჯერმე შენც დათმო რაღაც და საყვარელ მამაკაცს უნდა აჰყვე იმაში, რაც უნდა. შენ რომ სადმე წასვლა გინდა, ის ხომ მოგყვება.

– როგორია შეყვარებული ლიზი?

– ძალიან რომანტიკული ვარ და მჯერა სიყვარულის. შეყვარებული ლიზი კი ღრუბლებში დაფრინავს, სადღაც ვარ, აქ არ ვარ. მიყვარს რომანტიკული მამაკაცები – უფრო ორიგინალურები არიან, საჩუქრებს გიკეთებენ.

– დღეს შენი ასაკის გოგონები ხშირად თავისზე 20 წლით უფროს მამაკაცებს მიჰყვებიან ცოლად.

– ბევრი გოგონა ვიცი, რომ ფულის გამო გაჰყოლია მასზე გაცილებით უფროს მამაკაცს და ასაკისთვის არ მიუქცევია ყურადღება. ბიჭი ასაკით უფროსი უნდა იყოს, მაგრამ 20 წლით უფროს მამაკაცს ვერ გავყვები ცოლად.

– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?

– მას ისეთი რაღაცეები არ მოსწონს, რაც არ არის მოსაწონი. არ მოსწონს, როდესაც გამომწვევად მაცვია და მართალია, არ უნდა ჩაიცვა ისე, რომ გამომწვევი და ვულგარული იყო. შეიძლება, ჩემი მოდელობა არ მოსწონს, მაგრამ როდესაც ავუხსენი, რომ ეს ჩემი საქმეა, გამიგო და წამოვიდა დათმობაზე. თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტონს. არ მიყვარს, როდესაც მიბრძანებენ, არ ვარ ამას მიჩვეული და არ გავაკეთებ იმას, რასაც მეუბნებიან. საყვარელმა მამაკაცმა, რომ მიბრძანოს, არ წავალ დათმობაზე. ბიჭმა შეიძლება, რაღაცეები ამიკრძალოს, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მე მინდა.

– მოგწონს, როდესაც ეჭვიანობს?

– ძალიან მომწონს და მიყვარს, როდესაც, ჩემს გამო ეჭვიანობენ. ზედმეტი ყურადღებაც მიყვარს, მაგრამ კონტროლს ვერ ვიტან. მეც ძალიან ეჭვიანი ვარ, შეიძლება რაღაც სისულელეზე ვიეჭვიანო. სერიოზულად თუ ვიეჭვიანებ, შეიძლება სკანდალიც მოვაწყო. სხვა შემთხვევაში, ჩუმად გავაკეთებ ყველაფერს. როცა საჭიროა, მამაკაცს სკანდალიც უნდა მოუწყო.

– მამაკაცებმა იციან ქალების შემოწმება.

– მამაკაცმა ქალი ყოველთვის უნდა შეამოწმოს.

– როგორ ფიქრობ, ქალი და მამაკაცი ერთმანეთის წინაშე ბოლომდე უნდა გაიხსნან?

– რაც არ უნდა ძლიერ უყვარდეთ ერთმანეთი ქალსა და მამაკაცს, ბოლომდე არ უნდა გაეხსნან ერთამანეთს. თუ შენ საინტერესო ხარ და არა ერთფეროვანი, საყვარელ ადამიანს არ მობეზრდები. შეიძლება საყვარელ მამაკაცს ყველაფერი მოუყვე, მაგრამ მაინც იდუმალი დარჩე. ეს ადამიანზეა დამოკიდებული.

– ქალმა, ყოველთვის უნდა დაუტოვოს მამაკაცს მისი დაკარგვის შიში?

– კი, ბიჭს უნდა ჰქონდეს გოგონას დაკარგვის შიში. თორემ იფიქრებს, „ვსიო“ – ჩემია, არსად არ წავაო და მერე შეიძლება, თავზე დააჯდეს, აწყენინოს გოგონას. ერთმანეთის დაკარგვის შიში გოგონასაც უნდა ჰქონდეს, ბიჭსაც.

– რას გააკეთებ საყვარელი მამაკაცისთვის?

– გააჩნია, როგორ გიყვარს ადამიანი, იმ მომენტში ყველაფერს გავაკეთებდი. როგორც ქალს სიამოვნებს კაცის ყურადღება, სითბო, ასევე სიამოვნებს კაცსაც ქალის ყურადღება.


скачать dle 11.3