კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არის ის...


მართლაცდა, სად არის ის... თქვენი მშვენიერი უფლისწული. გზა ხომ არ აებნა. იქნებ სხვა მშვენიერ ასულს უმღერის სერენადებს ფანჯრის წინ და თქვენამდე ვერ მოაღწია... სამწუხაროდ, თეთრ ცხენზე ამხედრებული, ოქროსქოჩრიანი, უამბიციო (ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, იმიტომ რომ კონკია ღარიბი იყო), სიკეთით სავსე, თავაზიანი და კარგად აღზრდილი უფლისწულები დიდი ხანია, დინოზავრებივით გადაშენდნენ. შეიძლება, თითო-ოროლა კიდევ შემორჩა სადმე, მაგრამ ილუზიას ნუ შეიქმნით, ისინი უკვე დაკავებულები არიან. აბა, ამდენ ხანს ისე ვინ გააჩერებდა. მოკლედ, მოვრჩეთ ოცნებას და ჩვენი ყურადღება იმ რეალური მამაკაცისკენ მივმართოთ, რომელიც ყველაზე ახლოს არის. მართალია, რეალურ მამაკაცთან პრობლემებიც რეალური და მიწიერია, მაგრამ მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ, ბედნიერად ცხოვრება მაინც შეიძლება. რეალობის რეალურად აღქმა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი რჩეულის ყველა ნაკლზე თვალი დავხუჭოთ და არ გავაკრიტიკოთ. უბრალოდ, არ უნდა წავუყენოთ ისეთი მოთხოვნები, რომელთა შესრულება მას არ შეუძლია. განა არ უნდა, უბრალოდ, არ შეუძლია და თქვენ ეს თავიდანვე იცით.

მამაკაცის ღირსებებს ქალი ინტუიციურად აფასებს. ხშირად არც ცდილობს, გადაამოწმოს იმ ინფორმაციის საიმედოობა, რომელსაც მომავალი პარტნიორი თავის შესახებ აწვდის. ეს შეცდომაა, რომლის შედეგი საკმაოდ მძიმედ აისახება მათ ურთიერთობაზე მომავალში. და... მაინც, სად არის ის... ის ერთადერთი, რომელსაც ქალი მთელი ცხოვრება ელის... ქალები ხშირად წუწუნებენ, რომ ნორმალური მამაკაცი ბუნებაში აღარ დარჩა. იქნებ, ეს მართლაც ასეა და იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გადარჩა... ახლა იწყება ქალური შეცდომების მეორე ეტაპი – „დიაგნოსტიკა“. ანუ, როცა ქალი საკუთარ ჭრილში ცდილობს შეაფასოს მამაკაცის გონებრივი თუ მატერიალური შესაძლებლობები. „მე მინდოდა, რომ საღამოს სადმე დაგეპატიჟე და შენ ამას ვერ მიხვდი“; ან „რატომ ვერ იგრძენი, რომ ვარდები კი არა, გვირილები მომწონდა“... მამაკაცებს ასეთი ბრალდებები უაზრო ჭირვეულობად მიაჩნიათ და ქალს, რომელიც ხშირად ცდილობს მსგავსი უაზრობებით სკანდალის პროვოცირებას, უკანმოუხედავად გაურბის.

სინამდვილეში, ეს მთლად ქალების ბრალიც არ არის. ისინი უშუალოდ ბუნების კარნახით მოქმედებენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდეთ, შეუძლია თუ არა ჩვენი მომავალი შვილის მამას, მის გამო რაღაც რისკზე წასვლა და თუ საჭირო გახდება, მსხვერპლის გაღებაც... შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა მამაკაცში, რაღაც ისე ვერ არის. განსაკუთრებული ის იყო – თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული და გადაშენდა. ვინც გადარჩა, ის თქვენ გვერდით არის. უბრალოდ, აღმოაჩინეთ და შეიყვარეთ ისეთი, როგორიც არის!


скачать dle 11.3