კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უტყდებიან სიყვარულში სოსო პავლიაშვილს და ვინ არ გაუქეზებია და დაუგეშავს მას არასდროს


რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი, ბოლო დროს საკმაოდ განაწყენებულია ადამიანებზე, რომლებმაც მძაფრი რეაქცია გამოხატეს მისი და ოლეგ გაზმანოვის დუეტზე. მისი თქმით, სიმღერას, რომელიც რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობას მიეძღვნა, ქართველი მომღერლის კრიტიკა არ უნდა გამოეწვია, რადგან ეს ყველაფერი მან მხოლოდ კარგი განზრახვით გააკეთა. საქართველოში სოსო პავლიაშვილისა და ოლეგ გაზმანოვის სიმღერის გაჟღერებამ რადიკალურად განსხვავებული რეაქციები და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მიუხედავად ყოველივე ამისა, სოსო პავლიაშვილი მზად არის თუ საქმეს დასჭირდა, კიდევ ჩაწეროს სიმღერა, მაგრამ, იქნება თუ არა ეს დუეტი, არავინ იცის.


სოსო პავლიაშვილი: უკვე მომბეზრდა ერთსა და იმავე თემაზე ამდენი ახსნა-განმარტების გაკეთება. ეს გიჟების წისქვილზე წყლის დასხმას წააგავს. ჩემი სახელი დაივიწყონ. პირველ ყოვლისა, მე ქართველი ვარ და ყოველთვის კარგს ვამბობდი ჩემს ხალხზე. არასდროს მდომებია ქართველებისა და რუსების ერთმანეთზე გაქეზება და დაგეშვა. ქართველებმა გინება და „მოღალატის“ ძახილი დამიწყეს. არც კი იცოდნენ, რატომ და რისთვის ჩავწერე ეს სიმღერა, უბრალოდ, ცუდის ლაპარაკი დაიწყეს.

– ამასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი როგორი იყო?

– იმაზე მეტი ვთქვი, რაც უნდა მეთქვა. ხალხი ნაკლებად უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ ეს არ ესმით. ერთსა და იმავეზე სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, დავიღალე... ჩემი პოზიცია უკვე ბევრჯერ დავაფიქსირე. თავი დამანებონ. ხომ შეიძლება კარგ რამეზე ვილაპარაკოთ? აღარ შემიძლია იმ ხალხზე ლაპარაკი, ვინც შავზე თეთრს ამბობს. არ ვარ ვალდებული ისე ვიფიქრო, როგორც მათ უნდათ. ერთმანეთის დედის გინება ძალიან ცუდია, რაც, უკვე 20 წელია, გრძელდება. მე ყველას ვუთხარი, თქვენ თუ მაგინებთ, მეც შემიძლია გინება, მაგრამ, ამაში კარგი არაფერია. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ მე თავი დამანებონ.

– როგორ ფიქრობთ, სიმღერა და პოლიტიკა ერთმანეთში რატომ აირია?

– სიმღერა და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა აურიო, მაგრამ, ვისაც სჭირდება ამას მშვენივრად ახერხებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: სიმღერა კი არა, სპექტაკლის ან მიუზიკლის დადგმა რომ დამჭირდეს, გავაკეთებ. მე ყველგან და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ქართველი ვარ და ამას რუსეთში შეჩვეულები არიან. ყველა ასე მომმართავს: „ნაშ დარაგოი გრუზინ, ნაშ ლუბიმი გრუზინ, სამი ლუჩში გრუზინ“ – და ასე შემდეგ. მარტო რუსეთში კი არა, ყველა რესპუბლიკაში, სადაც რუსული ესმით, აღნიშნავენ, რომ სოსო პავლიაშვილი „დოსტოინნი გრუზინ სვოევო ნაროდა, დასტოინნი სინ სვოევო ნაროდა.“ იმის ღირსი ნამდვილად არ ვარ, რაც გამიკეთეს. რისი ღირსიც ვარ ნებისმიერს შეუძლია, საკუთარი თვალით ნახოს. ჩამოდით ერთი კვირით რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, უზბეკეთში და ნახონ, ვინ არის სოსო პავლიაშვილი საქართველოსთვის. ვურჩევ, თვითონ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ ყველაფერი, ვიდრე „ჩერეზ“ ტაქსისტები ავრცელონ რაღაც-რაღაც სისულელეები. ჩემნაირმა კაცმა, რაც შეიძლება მეტი უნდა აშენოს და აკეთოს. გაზმანოვი გუშინ აფხაზეთში თუ მღეროდა, დღეს მოსკოვში საქართველოზე მღერის. ეგენი ამღერებენ გაზმანოვს საქართველოში მოსკოვზე?! ეჭვი მეპარება. მე ღმერთის მწამს, ჩემი ამბიციების კი არა. საქართველოს, რაც შემიძლია, მაქსიმალურად უნდა გამოვადგე.

– ამ სიმღერის ჩაწერის შემდეგ ძალიან განაწყენებული ხართ საკუთარი ხალხის რეაქციაზე. პირადად თუ დაგირეკათ ვინმემ პირად ტელეფონზე?

– საქართველოდან? არა, რაში სჭირდებათ დარეკვა! მე პირადად არავისთან თავის გამართლებას არ ვაპირებ. ამ სიმღერით, მინდა, პირველ ყოვლისა, ჩემმა ხალხმა გაიგოს, რომ საქმე სულაც არ არის ისე, როგორც ლაპარაკობენ. მთავარია, ქართველებმა ერთმანეთს გავუგოთ და მოვუსმინოთ. რაღაცას ხომ უნდა ჰქონდეს ზღვარი?!

– თუ არ დაგირეკეს, აბა, საიდან შეიტყვეთ, რომ ვიღაც მოღალატეს გიწოდებთ?

– ინტერნეტში ვნახე, სადაც ბევრი რამ ეწერა. რაში სჭირდებათ ჩემი ლანძღვა-გინება, არ მესმის. ეს სიმღერა ქართველი ხალხისთვის ჩავწერე. კიდევ ერთხელ ვამბობ: ის ადამიანია უდიდესი და უძლიერესი, რომელიც თავის გარშემო ხალხს კრებს, ხოლო ის ადამიანია უბედური, რომლის გარშემო ძმა ძმას არ ინდობს, აბეზღებს, აფურთხებს და ასე შემდეგ.

– საქართველოში როდის გეგმავთ ჩამოსვლას?

– ჯერ არა, ბევრი საქმე მაქვს და ვერ მოვახერხებ. თუ ასე „მოღალატე, მოღალატე“ მიძახეს, არც ვიკადრებ მანდ ჩამოსვლას.

– კონცერტები თუ გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში?

– დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 30 მარტს – მ.ხ.) ჩამოვედი ირკუტსკიდან და საღამოს უკვე გამოსვლა მაქვს; ხვალ უკრაინაში უნდა ჩავიდე და საღამოს უკან წამოვიდე. მერე გადაღებები მაქვს და ასე შემდეგ. სულ გადარბენაზე ვარ. ღმერთის წყალობით, ხალხს ვჭირდები და ჩემი სიმღერების მოსმენა უნდა. ხალხი ფეხზე ამდგარი ტაშს რომ მიკრავს, სულ იმას ვამბობ, რომ ტაშს მე კი არა, ჩემს საქართველოს და ქართველებს უკრავენ-მეთქი. ვისაც არ სჯერა, ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს. ჩემნაირი მოღალატეები ჩემს შვილებს უმრავლოს ღმერთმა.

ჩემს ქართველ გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. შეიძლება, ვიღაცას უყვარს ჩემი სიმღერა, ვიღაცას კი, შესაძლოა, საერთოდ არ უყვარდეს, მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს, მე მაინც მათი ნაწილი, სისხლი და ხორცი ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, ასე იყო, არის და იქნება. ასე რომ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ქართველები კეთილი ხალხი ვართ, აგრესორები არასდროს ვყოფილვართ, გენეტიკაში არ გვაქვს ეს. ყველაფერი დიპლომატიით უნდა გააკეთოთ, გინებითა და მუქარით კი არა.

– მიუხედავად ასეთი აჟიოტაჟისა, რომელიც თქვენი და გაზმანოვის დუეტმა გამოიწვია, კიდევ თუ გაქვთ სურვილი მსგავსი შინაარსის სიმღერა ჩაწეროთ?

– თუ საქმეს დასჭირდა, სიმღერას ჩავწერ კი არა, სპექტაკლსაც დავდგამ და მიუზიკლსაც და, არა იმიტომ, რომ ეს მე მჭირდება. სულ მაგას ვამბობ: ეს რომ პირადად მე მჭირდებოდეს, ახლა „ედინაია როსიას“ დეპუტატი ვიქნებოდი. შეიძლება, რუსეთის სახალხო არტისტიც ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ დამსახურებული არტისტიც არ ვარ, მე ასეთ რაღაცეებს არ დავდევ. სხვანაირად რომ ვფიქრობდე, გაზმანოვზე წინ მე ჩავიდოდი აფხაზეთში და ბაღაფშიც დამხვდებოდა თეთრი ცხენით. მე საკუთარი თავის წინაშე მართალი ვარ და მთავარი ეს არის ჩემთვის. ცხოვრებაში არავის მონა არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. ამით ვარ ბედნიერი და ძლიერი ადამიანი.

კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველ ყოვლისა, ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი საქართველო. საქართველოს სიყვარულში ტვინი მაქვს გადაკეტილი. ჩემი აზრით, ყველა ქართველი დაბადებისთანავე „ექსკლუზივია“, ბოროტების კი არა, სიკეთის, სიყვარულის, სიხარულის, ადამიანობის, კაცობისა და მანდილოსნობის ექსკლუზივია.


скачать dle 11.3