კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განრისხებული ბებო და სექსზე მეოცნებე ქალბატონი


მელას რაც ესიზმრებოდა...

ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენმა ქეთიმ გადაწყვიტა, მოენახულებინა მეგობარი, რომელიც მაღაზიაში მუშაობდა.

„სახლიდან მაღაზიამდე არც ისე შორია“, – იფიქრა ქეთიმ და ფეხით გაუყვა გზას.

საშინლად დასცხა, ინანა კიდეც, რომ სამარშრუტო ტაქსით არ ისარგებლა, მაგრამ, აი, უკვე ორი ნაბიჯიღაა მაღაზიამდე.

შევიდა მაღაზიაში, მიესალმა მეგობარს და სთხოვა, სასწრაფოდ ჩაერთო ვენტილატორი, მეგობარმა შეუსრულა თხოვნა. და აი, ქეთი პირდაპირ ვენტილატორის წინ დგას, გრილდება და, უცბად, თავს წამოადგა 25 წლამდე ასაკის, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, საკმაოდ სიმპათიური ორი ყმაწვილი.

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ქეთი 40 წელს მიღწეული, გასათხოვარი თუ გაუთხოვარი და საკმაოდ მხიარული პიროვნებაა, თანაც, ძალიან უყვარს სიმპათიურ ბიჭებთან ფლირტაობა... მაგრამ, ამასთანავე, მორალისა და ზრდილობის ფარგლებს როცა სცდებიან, ძალიან აღიზიანებს.

აი, ყმაწვილთაგან ერთ-ერთი მიუახლოვდა და რაღაცას ეკითხება. ქეთის არ ესმის ვენტილატორის ხმის გამო, მაგრამ ადგილიდან არც იძვრის, კეკლუცად ისწორებს თმას და მიმართავს:

– ბატონო? ვერ გავიგე, გეთაყვა, გამიმეორეთ...

– ქალბატონო, არ გნებავთ სექსზე ვისაუბროთ? – ეკითხება ყმაწვილი.

– რას კადრულობ, რას ჰქვია, სექსზე ვისაუბროთ?!

– ქალბატონო, სექსზე, სექსზე... – იმეორებს ყმაწვილი მონდომებით.

– შე თავხედო, დედისტოლა ქალს რას მკადრებ, უნამუსო შენ! – სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს აღშფოთებულმა ქეთიმ.

ყმაწვილს თვალები გაუფართოვდა, მოთმინების ფიალა აევსო, მიუახლოვდა ქეთის, პირი ყურთან მიუტანა და, რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა ჩაჰყვირა:

– სექსზე კი არა, სესხზე, ქალბატონო, სესხზე, ბანკიდან ვართ!..

აკრიფე, რა, ნელა ეს ნომერი?!

80 წელს მიტანებული ჟენიკა, გაურკვეველ მიზეზთა გამო, ადამიანთა მოდგმაზე განრისხებული ქალბატონი გახლდათ. ყველაფერი აღიზიანებდა, ისიც კი, თუ როგორ ესალმებოდნენ მეზობლები. უნდა აღინიშნოს, რომ ფრიად უჩვეულო და განსაკუთრებული შეხედულებები ჰქონდა ამა თუ იმ საკითხზე.

ერთხელ გულგახეთქილი ჟენიკა ახალგაზრდა მეზობელ ქალს, ტასოს მიადგა (თუმცა არც ის ეხატებოდა გულზე).

ტასოს მის დანახვაზე უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, იფიქრა, ისევ უსაფუძვლო საყვედურებით უნდა ამავსოსო.

– რა იყო, ჟენიკ, რამ შეგაწუხა? – ირონიანარევი ტონით ჰკითხა ტასომ.

– რა ხალხია, ქალო, გაგაგიჟებენ! ტელეფონი რეკამდა, ისე რეკამდა, გასკდა გული! რა ზარი იყო, იცი? აი, კიდე წუის, რა, ყურში.

– მოიცა ახლა, ტელეფონის ზართან ხალხი რა შუაშია?

– გითხრამ, მაცადე! დაჯექი, ჰო! უნდა დარეკო? რა არის, რო ნელა აკრიფო ეს ციფრები ტელეფონზე, შემოვა წყნარი ზარიიი!.. აი, მიასკდა ეს ვიღაცა დეგენერატი ტელეფონს, ეტყობა, ისე ჩქარა აკრიფა, რომა, ზარი შემოვიდა?! – გული გამისკდა, რა, ვერ ვუპასუხე. კულტურა ხომ უნდა ექნეს ვიღაცაა, რო გული არ გახეთქოს?!

ტასო გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა ჟენიკას.

ჟენიკამ კი სიტყვით გამოსვლა დამთავრებულად მიიჩნია, ზურგი შეაქცია ტასოს და ბურტყუნით, „ნელა აკრიფე, რა, ეს ნომერი, ვაი!“ – დაეშვა კიბეზე.


скачать dle 11.3