კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ის გარუსებული სომეხი „გრუელი“, რომელიც ჯავახეთის ავტონომიად გადაქცევას ცდილობდა


ამერიკელი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ საბჭოთა კავშირის ყველაზე რუსულ-შოვინისტური ორგანიზაცია იყო „გრუ“ – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო. ის ლეგალური ორგანიზაცია გახლდათ და ყოვლად არალეგალურ საქმიანობას ახორციელებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. „გრუ“, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, თავისი წარსული უწყების აჩრდილია და ჩვენს დღევანდელ პუბლიკაციაში მის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ოპერაციაზე მოგითხრობთ, რომელიც ქართველების წყალობით ჩაფლავდა...

ჩაშლილი ოპერაცია

1979 წლის მაისში საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ალექსი ინაური მაიორ გრიგოლ ივანოვს ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში შეხვდა. ივანოვი წარმოშობით ქართველი იყო და „გრუს“ ანალიტიკურ განყოფილებაში მუშაობდა მოსკოვში. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა და მის ხელში უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები იყრიდა თავს. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მაიორი ივანოვი, გენერალ ინაურის პირადი აგენტი იყო და საქართველოს „სუკის“ თავმჯდომარეს ბავშვობიდან კარგად იცნობდა. ივანოვსა და ინაურს შორის საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. რის შემდეგაც, გენერალმა პირველმა დატოვა შეხვედრა, წყნეთში გაემგზავრა სამთავრობო აგარაკზე და პოლკოვნიკი ლადო ჩხეიძე იხმო, რომელიც მისი დიდი ნდობით სარგებლობდა. შუაღამე სრულდებოდა, როდესაც ჩხეიძემ გენერლის კაბინეტის ზღურბლს გადააბიჯა, უხმოდ ჩაეშვა სავარძელში და დაიძაბა. რადგან, გამოცდილმა პოლკოვნიკმა იცოდა, რომ ასეთ დროს ინაური მას უბრალო საქმის გამო არ გამოიძახებდა. გენერალმა კოპები შეკრა და ჩხეიძეს უთხრა:

– რუს სალდაფონებს გამჩენი არ ასვენებთ და ახალი პროვოკაცია წამოიწყეს. ერთი საათის წინ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდეს და ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გვმართებს, რომ ეს არ დავუშვათ.

პოლკოვნიკს კარგად ახსოვდა აფხაზეთში მომხდარი ამბები, როდესაც მათ საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლები მოაწყვეს და ეს ყველაფერი „გრუს“ მიერ იყო ინსპირირებული. მაშინ, აფხაზებმა საკუთარი უნივერსიტეტი და ენობრივი შეღავათები მიიღეს. თუმცა, იმ გამოსვლების აქტივისტები არავის დაუსჯია, რადგან მათ მოსკოვი მფარველობდა. ამ მოვლენებმა ჩხეიძის გონებაში კალეიდოსკოპური სისწრაფით გაიარა და ინაურს ჰკითხა:

– კვლავ აფხაზეთი?

– არა, – თავი გააქნია გენერალმა, – ამჯერად უფრო ვერაგული და საშიში მოვლენებია მოსალოდნელი. რუსები, სომხების აბუნტებას აპირებენ და ამას ყველაზე სისხლიანი მეთოდებით გეგმავენ.

– ჯავახეთს გულისხმობთ?

– კი, ჯავახეთს, – თავი დააქნია ინაურმა, – „გრუში“ ახლა ამ გაცემას ხვეწენ, მაგრამ, ჩვენ ვერ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და აქტიურად უნდა ჩავერთოთ საქმეში. უახლოეს პერიოდში უფრო ზუსტ ინფორმაციებს მივიღებ, მაგრამ... ერთი სიტყვით, ჯავახეთში აგენტურა გაააქტიურე და ყველა ცვლილებების შესახებ პირადად მომახსენე...

ქართველმა კონტრმზვერავებმა, ლადო ჩხეიძის მეთაურობით, ჯავახეთის რეგიონში მუშაობა გაააქტიურეს და დაადგინეს, რომ ადგილობრივ სომხურ მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილება იზრდებოდა. რეგიონში ვრცელდებოდა ყალბი რუკები, რომელზეც ჯავახეთი დიდი სომხეთის ნაწილად იყო მოხსენიებული. აგრეთვე, ავრცელებდნენ თვითგამოცემებს, რომლებშიც შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ქართველებს და ეს პასკვილი მთავრდებოდა ანტიქართული მოწოდებებით. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მსგავს ლიტერატურაში ერთი ანტირუსული და ანტისაბჭოური სიტყვა არ იყო ნათქვამი. რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მასში სპეცსამსახურების ხელი ერია.

მეორე კონსპირაციული შეხვედრა ინაურსა და ივანოვს შორის ერთი თვის მერე შედგა და ქართველმა გენერალმა უკვე „გრუს“ შემუშავებული გეგმა მიიღო. ამ გეგმის მიხედვით, რომელიც დეტალურად იყო დამუშავებული და ეტაპობრივად უნდა შესრულებულიყო, სომხებსა და ქართველებს შორის შეტაკება მოხდებოდა, სისხლი დაიღვრებოდა და ჯავახელი სომხები ავტონომიას მოითხოვდნენ, რაც ბოლოს დაკმაყოფილდებოდა. „გრუს“ ამ ანტიქართული გეგმის ავტორი პოლკოვნიკი ტიგრან სტეპანოვი (სტეპანიანი) იყო, რომელსაც „გრუში“ რეგიონალური სამსახურის უფროსობა ჰქონდა ჩაბარებული.

სტეპანოვის გეგმის მიხედვით, ახალქალაქის სამხედრო ნაწილში რუსი მაიორი ეგორ პასტუხოვი გადაიბირეს, რომელსაც ვითომდა ნაციონალისტი ქართველები მოკლავდნენ. შემდეგ სომეხ მოსახლეობაში ჩანერგილ პროვოკატორებს ხალხისთვის ქართველებზე თავდასხმის მოწოდება უნდა გაევრცელებინათ, ამტყდარიყო შეტაკება, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა და ბოლოს ჯარი უნდა ჩამდგარიყო შუაში. „დაჩაგრული“ სომხები ავტონომიის მოთხოვნით გამოვიდოდნენ და პოლიტბიურო, სუსლოვის ინიციატივით, ამ ყველაფერს იურიდიულად გააფორმებდა...

გეგმის მიხედვით, არეულობა ახალქალაქში 1979 წლის 9 აგვისტოს საკავშირო ფიზკულტურელის დღეს უნდა დაწყებულიყო. 11 აგვისტოს კი რეგიონში სპეციალური სამხედრო ნაწილები ჩადგებოდნენ. თუმცა, ქართველ კონტრმზვერავებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კარგად მომზადებული ოპერაცია ჰქონდათ და 8 აგვისტოს, საღამოს 6-8 საათზე 40 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებსაც იარაღი, დიდძალი ვალუტა და არალეგალური ლიტერატურა ამოუღეს. დაპატიმრებულები იყვნენ ისინი, ვისაც სტეპანოვის (სტეპანიანის) გეგმის მიხედვით დიდი არეულობა უნდა გამოეწვიათ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იარაღი, ვალუტა და ანტისაბჭოთა ლიტერატურა ქართველი კონტრმზვერავების მიერ იყო ჩადებული... ამგვარად, გენერალ ინაურის, პოლკოვნიკ ჩხეიძისა და სხვა ქართველ კონტრმზვერავთა მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ, რომელიც „შემთხვევით“ „ამერიკის ხმაში“ გახმაურდა, საქართველოს დიდი ტრაგედია ააცილა თავიდან...

P. S. პოლკოვნიკი ტიგრან სტეპანოვი (სტეპანიანი) 1980 წლის 9 აგვისტოს მოსკოვში, საკუთარი ბინის ტუალეტში იპოვეს ვენებგადაჭრილი.


скачать dle 11.3