კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფერებით მოვიზიდოთ სახლში სიმშვიდისა და სიმდიდრის ენერგიები და რატომ არის საშიში ადამიანისთვის არასწორად დაგეგმილი რემონტი


ბევრი სახლში რემონტს გაზაფხულზე იწყებს. სამწუხაროდ, არასწორად შერჩეული ოთახის, სამზარეულოს, ჰოლის, აბაზანის თუ საძინებლის დიზაინი, ადამიანზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.

საერთოდ, სახლის მოწყობისას, რატომღაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას სააბაზანოს აქცევენ. გაითვალისწინეთ, რომ სააბაზანო ოთახში ისე დაამონტაჟეთ უნიტაზი, რომ მას შესვლისთანავე არ ხედავდეთ.

კარგია ოვალური ან მრგვალი საშხაპეებისა და აბაზანების დაყენება. ასეთი ფორმის საშხაპე ხელს უწყობს სახლში სიმდიდრისა და წარმატების ენერგიების შემოდინებას.

სააბაზანოს ინტერიერი უმჯობესია თეთრი ფერის ან პასტელის ტონებში გადაწყვიტოთ. მოერიდეთ კაშკაშა ფერებს. ენერგიის სტიმულაციისთვის ზოგ ადგილას მოზრდილი საგნები დადეთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ხელსაბანი, უნიტაზი და ჯაკუზი ერთი ფერის და ერთნაირი დიზაინის იყოს. თუ ლითონს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ცოტა მუქი ფერის აირჩიეთ. იატაკი არ არის სასურველი თეთრ ფერში მოაპირკეთოთ. უმჯობესია თეთრს, ვარდისფერი ან ცისფერიც შეუხამოთ. ხოლო, თუ ფანჯარა აქვს სააბაზანოს, მაშინ ის არა ფარდით, არამედ ჟალუზით დაფარეთ.

სააბაზანო ოთახში კარადა, თაროები და ტუმბოები, უბრალო და პრაქტიკული უნდა შეარჩიოთ. ისინი კარგად უნდა ეხამებოდეს სააბაზანოს სტილს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ გამოსაჩენ ადგილას დაწყობილი ლოსიონები, შამპუნები, გელები და მსგავსი თავის მოვლის საშუალებები, ხელს უშლის ამ ოთახში ენერგიის სწორ გადანაწილებას. შეეცადეთ, აქ მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები დააწყოთ. ზედმეტი ნივთების გატანა კი უარყოფითი ენერგიებისგან გაგათავისუფლებთ და თქვენთვის ის ერთგვარი დასვენების ოთახიც გახდება.

წყალი სიმდიდრის ენერგიასთან ასოცირდება. ამიტომ, ონკანიდან არასდროს არ უნდა წვეთავდეს წყალი. საკანალიზაციო სისტემა ამ მხრივ სრულ წესრიგში უნდა გქონდეთ. უნიტაზი და ტუალეტის კარი მუდმივად დახურული უნდა იყოს. კარის შიდა მხარეს კი სარკე დაკიდეთ, რომელშიც ენერგიის არეკვლა მოხდება. ჰაერის ცირკულაცია მუდმივად უნდა ხდებოდეს სააბაზანო ოთახში, რათა ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს.

რაც შეეხება ოთახების დიზაინს, თუ გსურთ, სიმდიდრის ენერგიები მოიზიდოთ სახლში, მაშინ, მისაღები ოთახი ოქროსფერ ტონში მოაწყვეთ. ამ ფერს სახლში ასევე, დაფასების და აღიარების მოტანაც შეუძლია. შემოსასვლელს თუ ყვითელ ფერში გადაწყვეტთ, ხელს შეუწყობთ გონებამახვილობის და მხიარულობის შემოტანას საცხოვრებელში. მწვანე ტონს კი სიმშვიდე და ჰარმონია შემოაქვს ბინაში. ამიტომ, ამ ფერში შეგიძლიათ ნებისმიერი ოთახი შეღებოთ, ან ამ ფერის აქსესუარები შეიძინოთ და დააწყოთ. თუ საძინებელში გამოიყენებთ იგივე ფერს, მაშინ სიმშვიდეს და ჰარმონიას შემატებთ საკუთარ თავს.

შემოქმედმა ადამიანებმა სამუშაო ოთახი სასურველია, იისფერში გადაწყვიტონ. ის ზომიერების გრძნობას ავითარებს და საქმეში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელს მოგიმართავთ. ასევე, კარგია სამუშაო კაბინეტის ან სამეცადინო კუთხის ცისფერ ფერებში მოწყობა. ის თქვენს გუნება-განწყობაზე დადებითად აისახება.

რაც შეეხება თეთრ ფერს, ის სიწმიდის და სიმშვიდის სიმბოლოდ არის აღიარებული. ამიტომ, ამ ფერში შეგიძლიათ მისაღები ან ჰოლი შეღებოთ.

თუ ამჯერად რემონტის გაკეთებას ვერ ახერხებთ, ნუ დანაღვლიანდებით, რადგან გამოსავალი აქაც არის. კერძოდ, შეიძინეთ იმ ფერის აქსესუარები, კონკრეტულად თქვენ რომ გჭირდებათ და დაალაგეთ ოთახებში. სხვათა შორის, ამასაც შეუძლია იგივე გავლენა მოახდინოს სახლის ენერგიებზე, რაც რემონტის დროს არჩეული კედლის ან იატაკის ფერს შეუძლია.


скачать dle 11.3