კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერებმა სამყაროს დღემდე უცნობი 90 პროცენტი აღმოაჩინეს


ასტრონომებმა დიდი ხანია, დაადგინეს, რომ სამყაროს 90 პროცენტით უფრო მეტის დაფიქსირება შეიძლება, ვიდრე აქამდე თუნდაც სუპერხელსაწყოებით ფიქსირდებოდა. ეს აღმოჩენა მათ განსაკუთრებული გამოკვლევების დახმარებით და ოთხი გიგანტური, 8,2-მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით გააკეთეს. ეს ოთხი ტელესკოპი ერთად ქმნის დიდ ტელესკოპს VLT, რომელიც ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის მიერ იმართება. ამასთან, ასტრონომები იყენებენ უნიკალურ, სპეციალური შეკვეთით დამზადებულ ფილტრს. ასეთი გამოკვლევების საშუალებით, შესაძლებელი გახდა დედამიწიდან უზარმაზარი მანძილით დაშორებული, ნაკლებხილული, აქამდე უცნობი გალაქტიკების აღმოჩენა. ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კამერამ HAWK-1, რომელიც დღეისთვის ყველაზე ძლიერია.

ასტრონომები თავის გამოკვლევებში ხშირად იყენებენ სინათლის ნათელ, განსხვავებულ „ანაბეჭდებს“, რომელსაც წყალბადი გამოასხივებს. ისინი ცნობილია „ლაიმან-ალფას ხაზების“ სახელით. ეს მეთოდი გამოიყენება, რათა დადგინდეს, რამდენი ვარსკვლავი წარმოიქმნა სამყაროს ცალკეულ მონაკვეთში მისი ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპზე. სწავლულები დიდი ხანია, ფიქრობდნენ, რომ ამ მეთოდით მუშაობისას ისინი მხედველობიდან კარგავდნენ ბევრ გალაქტიკას. ახალმა ტელესკოპმა კი პირველად დაადასტურა ეს ვარაუდი.

ტრადიციული მეთოდით, VLT ტელესკოპზე იყენებდნენ FORS-ის კამერას, აგრეთვე სპეციალურად შექმნილ ვიწროზოლიან ფილტრს „ლაიმან-ალფას ხაზების“ გასაზომად. ახლა კი სწავლულებმა კოსმოსური სივრცის იმავე მონაკვეთის გამოკვლევისთვის იმავე ტელესკოპზე ახალი კამერა გამოიყენეს. ამავე დროს, ისინი სწავლობდნენ კოსმოსურ სივრცეს, რათა სხვა ტალღის სიგრძის მქონე გამოსხივება ეპოვათ, რომელიც „H-ალფას“ სახელწოდებით არის ცნობილი.

„ახალი მეთოდის საშუალებით ჩვენ შევქმნით კოსმოსური სივრცის ახალ, მნიშვნელოვნად უფრო ზუსტ სურათს, რადგან უკვე გვესმის, რამდენად სწრაფად ხდებოდა ვარსკვლავების ფორმირება სამყაროს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე“, – განაცხადეს ავტორებმა.


скачать dle 11.3