კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ვის ეკუთვნის სხვის კერძო მიწაზე აღმოჩენილი განძი?

პასუხი: თუ შეუძლებელია განძის ან ნივთის მესაკუთრის დადგენა, მაშინ საკუთრება ნაწილდება სანახევროდ – განძის აღმომჩენსა და მიწის მესაკუთრეს შორის.

კითხვა: ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში. განქორწინების შემდეგ შვილები დარჩნენ მამასთან. მან სასამართლოში სარჩელით მოითხოვა ყოფილი მეუღლის გასახლება, რომელიც სადავო ბინის დამქირავებელი იყო. კანონიერია თუ არა მისი მოთხოვნა?

პასუხი: კანონიერია, რადგან, როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე, თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელია დამქირავებელი.

კითხვა: მაქვს თუ არა უფლება, გამქირავებლის თანხმობის გარეშე ჩავატარო დაქირავებული ტერიტორიის რეკონსტრუქცია?

პასუხი: დიახ, თუ არსებობს აღნიშნული ნაგებობის რეკონსტრუქციის გადაუდებელი აუცილებლობა. სხვა შემთხვევაში გამქირავებლის თანხმობაა საჭირო.

კითხვა: მეუღლესთან ერთად დავიქირავე ხუთოთახიანი ბინა ხუთი წლის ვადით. ერთი წლის შემდეგ მეუღლე დაითხოვეს სამსახურიდან და ქირის გადახდა გაგვიჭირდა. ამის გამო ორი ოთახი მივაქირავეთ სხვას. გამქირავებელმა უარი თქვა ქვექირავნობაზე. კანონიერია თუ არა უარი?

პასუხი: არა, რადგან გამქირავებელს უფლება არ აქვს, უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ, საპატიო მიზეზის არსებობისას, დამქირავებელს სურს, მიაქირავოს მესამე პირს დაქირავებული სადგომი მთლიანად ან მისი ნაწილი.

კითხვა: ჩემი შვილიშვილი სისტემატურად მართმევს ჩემს კუთვნილ პენსიას. ითვლება თუ არა ეს დანაშაულად?

პასუხი: თუ თქვენი შვილიშვილი ამას ძალადობის ან მუქარის გამოყენებით აკეთებს, ამას ჰქვია გამოძალვა და ისჯება ჯარიმით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კითხვა: შეიძლება თუ არა, საქორწინო ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომ, დავის შემთხვევაში, მხარეებმა მიმართონ კერძო არბიტრაჟს და არა საერთო სასამართლოს?

პასუხი: არ შეიძლება, რადგან, საქორწინო ხელშეკრულებით, არ შეიძლება შეიცვალოს დავის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

კითხვა: ვცხოვრობ ქირით. კაპიტალური რემონტი ჩავუტარე სახლის სახურავს. გამქირავებელი უარს აცხადებს ხარჯების ანაზღაურებაზე. კანონიერია თუ არა მისი უარი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამქირავებელი ვალდებულია, აანაზღაუროს ხარჯები იმ შემთხვევაში, თუ კაპიტალური რემონტი გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით.

კითხვა: როდის ახდევინებენ ვალდებულ პირს ალიმენტის დავალიანებას გასული პერიოდისთვის?

პასუხი: თუ მოვალის ძებნის გამო ვერ მოხერხდა გადასახდელად წარმოდგენილი სააღმსრულებლო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისთვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის, ან, ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად.

კითხვა: რა შემთხვევაშია ვალდებული ქმარი, არჩინოს ცოლი?

პასუხი: მეუღლეები მოვალენი არიან, მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს, თუ მათი სხვა ქმედება არ არის გამოწვეული მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხოლო, სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ:

ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც საჭიროებს მატერიალურ დახმარებას;

ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.

თუ შრომისუუნარო მეუღლეს დახმარება სჭირდება მეუღლისგან, მას შეუძლია, მოსთხოვოს ეს დახმარება განქორწინების შემდეგაც, თუ ის შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე ან განქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში

კითხვა: ბავშვს ფოტოგრაფთან გადავუღე სურათი. შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემი შვილის სურათი ფოტოგრაფს გამოუფენია სალონში. მაქვს თუ არა ფულება, მოვითხოვო ფოტოს ჩამოხსნა?

პასუხი: გაქვთ, რადგან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მისი თანხმობის გარეშე გამოფენილი შვილის სურათი ჩამოხსნას.

კითხვა: ვაპირებ ცოლთან განქორწინებას. შესაძლებელია თუ არა, რომ ბავშვი საცხოვრებლად ჩემთან დარჩეს?

პასუხი: როცა განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან იცხოვრებენ მათი არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას შვილების ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო გადაწყვეტს.

კითხვა: შუამავლის დახმარებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით შევიძინე ბინა. შემდეგ შევიტყვე, რომ შუამავალი და ბინის ყოფილი მფლობელი – ძმები ყოფილან. მაქვს თუ არა უფლება, აღარ გადავიხადო შუამავლობისთვის დათქმული გასამრჯელო?

პასუხი: არ გაქვთ, რადგან, შუამავლობისთვის გასამრჯელოს მიცემა მხოლოდ მაშინაა დაუშვებელი, თუ მესამე პირი ქონების ყოფილი მფლობელის მეუღლეა.

კითხვა: საპყრობილის ადმინისტრაციამ არ დართო ნება ჩემს შვილს, რომელიც სასჯელს ქურდობისთვის იხდის, განცხადება გაეგზავნა სახალხო დამცველისთვის. წერილში იგი სახალხო დამცველს სწერდა საპყრობილეში მომხდარი უკანონო მოქმედებების შესახებ. აქვს თუ არა საპყრობილის დირექტორს ამის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დირექტორს არ აქვს უფლება შეაჩეროს, ან შეამოწმოს სახალხო დამცველისთვის განკუთვნილი განცხადება.

კითხვა: ჩემი ძმა მსჯავრდებულია და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. აქედან მას უკვე მოხდილი აქვს ნახევარი. არაერთხელ მივმართეთ შეწყალების თხოვნით ბატონ პრეზიდენტს, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. შესაძლებელია თუ არა მისი პირობით, ვადამდე გათავისუფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ის, ვინც სასჯელს იხდის გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება, პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

ვინაიდან თქვენი ძმის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას (მძიმეა განზრახ დანაშაული, რომლის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე, გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით), პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად, მოიხადა მძიმე დანაშაულისათვის მისჯილი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.


скачать dle 11.3