კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: ქალაქის პირობებში რომელ ჯიპს ანიჭებთ უპირატესობას – „სუზუკი გრანდ ვიტარას“, „პაჯერო იოს“ თუ „ჰონდა სიარვის“? პირადად მე უფრო „სუზუკისკენ“ ვიხრები, მომწონს ეს მანქანა როგორც ვიზუალურად ისე ფასითაც.

პასუხი: ამ სამი ავტომობილიდან თუ აქცენტს პრაქტიკულობაზე გავაკეთებთ, ანუ ჩვენს პირობებში რომელი უფრო მისაღებია, მაშინ ყოყმანის გარეშე გეტყვით, რომ საუკეთესოა „ჰონდა სიარვი“, იგივე „ცეერვე“. „სუზუკს“ გაცილებით რთულად აქვს მოწყობილი ზოგიერთი სისტემა და თან, საკმაოდ იოლადაც ზიანდება – იქნება ეს გადაბმის, სავალი ნაწილი თუ სხვა. „პაჯერო“ კარგია გამავლობის თვალსაზრისით, უგზოობის პირობებში, საკმაოდ რბილი ავტომობილია, მაგრამ გაცილებით ბევრ საწვავს მოიხმარს, ვიდრე „გრანდ ვიტარა“ ან „სიარვი“. თან, მოვლის თვალსაზრისითაც, ოდნავ ძვირი ჯდება. რაც შეეხება „სიარვის“, ეს ძალიან იაფად შესანახი ავტომობილია. არც ძალიან უხეშად დადის და სალონში ჯდომის დროსაც მსუბუქ ავტომობილში ყოფნის შეგრძნებას ტოვებს. კარგია უგზოობაში და იმის უნარიც აქვს, სხარტად იაროს. ცუდ გზაზე გადასვლისას მისი მეორე ხიდი, ჩვენი ჩართვის გარეშე, ავტომატურად გვეხმარება. ანუ, ბევრი ჩასართავ-გამოსართავი არ აქვს. ეს ყველაფერი კოლოფში მექანიკურად ხდება. უმარტივესად მოწყობილი ავტომობილია და დამატებით პრობლემებს არ გვიქმნის.

კითხვა: მაინტერესებს, სად მდებარეობს საავტომობილო ფედერაციის ექსტრემალური მართვის სკოლა და რა პირობებია იქ?

პასუხი: საავტომობილო ფედერაციის ექსტრემალური და კონტრავარიული მართვის სკოლა ფედერაციის ოფისშია, რომელიც მდებარეობს ფალიაშვილის პირველ ნომერში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე 307-703.

კითხვა: ვარ 22 წლის. მინდა, შევიძინო „მიცუბიში პაჯერო“ „ექსკლუზივი“. რას მირჩევთ? როგორი „ჯიპია“, როგორ იქცევა უგზოობის პირობებში?

პასუხი: ზოგადად, „პაჯერო“ უფრო უგზოობისთვისაა შექმნილი, ვიდრე მოასფალტებულ გზაზე სასიარულოდ. მით უმეტეს, რომ მძლავრი ძრავის მიუხედავად, ნაკლებად კომფორტულად გრძნობს თავს სწრაფმავალ გზაზე. ხოლო რაც შეეხება „ექსკლუზივს“, მასში კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული უამრავი წვრილმანი ოპცია, რაც მას უფრო ადაპტირებულს ხდის ყველა სახის პირობებთან. რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზეა აყვანილი კომფორტი და მისი დიზაინი. ეს ავტომობილები მხოლოდ ორ, შავ და ვერცხლისფერ ფერებში გამოდიოდა, შუშების ქარხნული დამუქებით. „პაჯეროსთან“ შედარებით ის გაცილებით ძვირი ღირს, რადგან შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. ანუ, თუ თქვენ ეს მოდელი უგზოობის პირობებში სასიარულოდ გჭირდებათ, ნამდვილად იდეალურია.


скачать dle 11.3