კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რით უნდა მოვიხსნათ დაღლილობა

ალბათ, დამეთანხმებით, რომ დაღლილობის მოხსნა არც ისე იოლი საქმეა. ძირითადად ამას ძილი შველის ხოლმე, მაგრამ, როცა გამოძინების დროც არ არის, ზოგი ყავას სვამს, ზოგი გამამხნევებელ ვარჯიშს აკეთებს. მოკლედ, ვისაც რა გაუგია და რა აქვს „დამხეცებული“. აი, „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჯერმეინ დეფო დაღლილობას ქალის მკერდით იხსნის. ყოველ შემთხვევაში, მან ასეთი განცხადება გასულ კვირას მას შემდეგ გააკეთა, რაც მეტოქეს სამი გოლი გაუტანა.

„როცა მოედანზე ვიღლები და ისე ვარ, რომ სიარულიც კი მეზარება, ამ დროს ჩემი მეგობარი ქალის, იმუჯინის მკერდს წარმოვიდგენ ხოლმე და, კი არ დავრბივარ, დავფრინავ. ერთი სული მაქვს, მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინოს და სახლში გავიქცე, რომ იმუჯინს ჩავეხუტო“, – განაცხადა დეფომ.

ეს იმუჯინი უბრალო ვინმე არ გეგონოთ, შარშან „მის უელსის“ ტიტული მიიღო და ბედის საძიებლად ლონდონში ჩამოვიდა, სადაც დეფო გაიცნო. მას შემდეგ ისინი ერთად არიან. ჰოდა, ჩათვალეთ, როცა დეფო დარბის, საფეხბურთო ბურთის ნაცვლად თვალწინ სხვა ბურთები უდგას.


скачать dle 11.3