კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა რაქიტიანი ქონდრისკაცი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი


ათი წლის წინ არგენტინაში პატარა ეკლესია ააშენეს. თავიდან ყველას ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი ეკლესია იქნებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად – როცა მთავარ ხატად არა მაცხოვრის ან ღვთისმშობლის, არამედ დიეგო მარადონას ხატი დააბრძანეს, ყველა გაოცდა. მართალია, მარადონას ხატი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს – ჩვენთვის, თორემ დიეგო არგენტინაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა ღმერთად ოფიციალურად აღიარა და მათთვის წელთაღრიცხვა მარადონას დაბადებიდან, 1960 წლის 30 ოქტომბრიდან იწყება. მარადონას გაღმერთების მოსურნეთა რიცხვი ბოლო სამი წელია, აშკარად შემცირდა, რადგან ასპარეზზე ლიონელ მესი გამოჩნდა, ფეხბურთელი, რომელიც ზომა-წონითა და თამაშის მანერით მარადონას ძალიან ჩამოჰგავს და „ბარსელონას“ ვარსკვლავს სწორედ დიდ დიეგოს ადარებენ.

სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ ლეოს დიდი ბაბუა ანჯელო მესი იტალიის ქალაქ ანკონაში ცხოვრობდა, საიდანაც 1883 წელს აიბარგა და არგენტინაში გადასახლდა. მესის მამა, ხორხე მესი, ჩვეულებრივი მუშა იყო, ხოლო დედა, სილია მესი ოჯახის ბიუჯეტის შევსებას მდიდარი ადამიანების სახლების დალაგებით ცდილობდა. როცა 1987 წელს ლიონელი დაიბადა, ოჯახს სერიოზული პრობლემა დაემატა – ექიმები ამბობდნენ, რომ პატარას რაქიტი ჰქონდა და დიდი ალბათობით, ნორმალურად სიარულს ვერ შეძლებდა. ხორხე ამაოდ ცდილობდა ლეოსთვის საჭირო მასაჟებისთვის ფულის მოგროვებას. რადგან მასაჟი ძვირი ღირდა, ლიონელიც ბედის ანაბარა მიუშვეს.

– როცა ლეოს შეხედავდი, მახინჯი გეგონებოდა, ერთი შეხედვით, ტანი ფეხებზე გრძელი ჰქონდა და ძალიან სასაცილოდ მოძრაობდა. ამიტომ, მას ბურთს ხშირად აძლევდნენ და ამით ერთობოდნენ – მესი ბურთს სასაცილოდ დასდევდა და ფეხსაც ისე ურტყამდა, ყველას ეღიმებოდა, – იხსენებენ ფეხბურთელის მეზობლები.

10 წლის მესის კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. მის ორგანიზმში ზრდისთვის საჭირო ჰორმონები პრაქტიკულად, არ იყო და მკურნალობა 900 დოლარი ღირდა. მაშინ ლეო „ნიუელზ ოლდ ბოიზის“ საფეხბურთო სკოლაში დადიოდა, მაგრამ სკოლამ თანხის გადახდაზე უარი თქვა. სწორედ ამ დროს არგენტინაში ტალანტების საძიებლად „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი, კარლოს რექსაჩი ჩავიდა და დღემდე არავინ იცის, რა შეატყო მან პატარა ლეოს, მაგრამ დაიჟინა და კლუბს მისი აყვანა გადააწყვეტინა.

– „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ისე გააფორმა, ლეო ნანახი არ ჰყავდათ. როცა ბიჭი და მამამისი კატალონიაში ჩავიდნენ, ყველა გაოგნებული დარჩა – კონტრაქტში ეწერა, რომ ბარსელონაში ლეოსა და მის მშობლებს უნდა ეცხოვრათ და ყველაფრის ფული კლუბს უნდა გადაეხადა. მაშინ რექსაჩმა კინაღამ თანამდებობა დაკარგა, მაგრამ სპორტულმა დირექტორმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – თუ ეს ბიჭი ორ წელიწადში სასწაულების კეთებას არ დაიწყებს, მისი შენახვის ხარჯები ჩემი ჯამაგირიდან დაქვითეთო“, – თქვა რექსაჩმა და არც შემცდარა – ორი წლის შემდეგ „ბარსელონას“ ბავშვთა გუნდის თამაშებს ათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა, რადგან 12 წლის არგენტინელი ქონდრისკაცი საოცრებებს სჩადიოდა. მერე – იყო „ბარსელონას“ მეორე გუნდი, მერე ძირითადი და დღეს მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, მისი სიმაღლე 169 სანტიმეტრს არ აღემატება.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელის მშობლები აღარ მუშაობენ. ლეომ არგენტინაში მათთვის დიდი სახლი ააშენა და იმდენი მოსამსახურე დაიქირავა, რომ მათ არაფრის კეთება არ უწევთ. მისი საქველმოქმედო ფონდი კი ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს უფასოდ ვარჯიშის საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება ლეოს შემოსავლებს, პირველი კონტრაქტის მიხედვით, იგი წლიურად მილიონამდე ევროს იღებდა, მაგრამ ხელშეკრულება პირველივე სეზონის შემდეგ გადაიხედა. ცხადი გახდა, რომ ასეთ მარგალიტს ბევრი კლუბი დაადგამდა თვალს და თუ კატალონიელები ლეოს შრომას სათანადოდ არ დააფასებდნენ, მას, უბრალოდ, დაკარგავდნენ. ამიტომ, 2005 წელს მისი ხელფასი გაორმაგდა, მაგრამ რად გინდა, ერთი წლის შემდეგ კონტრაქტი ისევ გადაიხედა და მესის ანაზღაურება ოთხი მილიონამდე გაიზარდა. ბოლოს მესის კონტრაქტი შარშან გადაიხედა, როცა მისმა ხელფასმა უკვე ათ მილიონს მიაღწია, მაგრამ, მთავარი არა ხელფასი, არამედ სარეკლამო კონტრაქტებია. პირველად მოხდა, რომ ამ მაჩვენებლით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს, დევით ბექჰემს გაასწრეს. თუ დევიდის შემოსავალმა გასულ სეზონში 30 მილიონი ევრო შეადგინა, მესიმ სამი მილიონით მეტი გამოიმუშავა.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ არგენტინაში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მესის მიმდევართა სექტაც უნდა ჩამოყალიბდეს და როგორც ადრე დიეგო გამოაცხადეს ღმერთად, ახლა მესი უნდა აღიარონ და წელთაღრიცხვაც 1987 წლიდან დაიწყოს.

„ჩემს შვილზე ხშირად ამბობენ, რომ არაამქვეყნიურია და საოცარ თამაშს აჩვენებს. მას ღმერთადაც მოიხსენიებენ და სიმართლე გითხრათ, ეს მსიამოვნებს, მაგრამ ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იგი მართლა ღმერთად აღიარონ და მასზე ილოცონ. ეს სისულელე იქნება. შედარებები კარგია გარკვეულ დონემდე, მერე კი ყველაფერი სიგიჟეს ემსგავსება“, – ასეთია ლეოს მამის აზრი.

– ვერ გეტყვით, არაამქვეყნიურად მიაჩნია თუ არა იგი ლუსიანა სალასარს, მაგრამ ლეოს გვერდით თავს საუცხოოდ გრძნობს და ამბობს კიდეც, მესი სწორედ ის მამაკაცია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდიო. თუმცა, ვეჭვობ, თავად სალასარი იყოს ის ქალი, რომელზედაც ლეო ოცნებობს. ჯერ ერთი, იგი ფეხბურთელზე ცხრა წყლით უფროსია და ესეც არ იყოს, მასზე მთელი თავით მაღალია.

„არ მიმაჩნია, რომ დიდი და დიადი ფეხბურთელი ვარ. ეს ტიტული რომ გქონდეს, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა საჭირო. თუ მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გავხდები, საფეხბურთო ისტორიაში დავრჩები ერთ რიგით ფეხბურთელად, მე კი ეს არ მინდა. ამიტომ, სამხრეთ აფრიკაში ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის“, – ამბობს ლეო.


скачать dle 11.3