კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაზაფხულზე მიირთვით მარცვლოვან კულტურათა მრავალსახეობა, ბევრი ხილი და შეავსეთ ორგანიზმი B ვიტამინის კომპლექსით


B ვიტამინის ნაკლებობას ყველაზე ხშირად ქალები განიცდიან. ეს ვიტამინი მათ ორგანიზმში სასქესო ჰორმონებს აბალანსებს და სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარებას ებრძვის. გარდა ამისა, ის ნივთიერებათა ცვლის პროცესში გამოიყენება, როგორც სტიმულატორი.

ვიტამინის უკმარისობა სერიოზული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მისი უკმარისობა, ასევე, უარყოფითად მოქმედებს ტვინის ფუნქციაზე, სისხლზე, არღვევს სისხლძარღვების მუშაობას, იწვევს დერმატიტს, დიათეზს, კანის სხვადასხვა დაავადებებს. ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.

პირიდოქსინი, ანუ N6 ვიტამინი ორგანიზმისთვის აუცილებელია სხვადასხვა პროცესის განსახორციელებლად. მათ შორის მთავარი ამინომჟავების ცვლაა. სწორედ აქ იმალება ბევრი დაავადების მიზეზი. ცილების მცირე რაოდენობით გამოყოფამ შეიძლება, გამანადგურებელი შედეგი გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში.

თუ საკვებთან ერთად ძალიან ბევრ ცილას იღებთ, ორგანიზმი მის შესათვისებლად ნაწლავებიდან, ღვიძლიდან და უჯრედებიდან მთელი პირიდოქსინის მარაგს ხარჯავს. ამ უკანასკნელის გამო მის უკმარისობას სხეულის სხვა ნაწილებიც განიცდის. ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმის დროს, თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს, ანუ ეგრეთ წოდებულ გლუკოკორტიკოიდებს. მთელი ძალით იწყებენ ცილოვან ცვლას, რითაც სტრესს ებრძვიან. ამ დროს კი B6 ვიტამინის უკანასკნელი მარაგიც იხარჯება.

პირიდოქსინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ის ორგანიზმში ნატრიუმისა და კალციუმის ბალანსზეც ზრუნავს. ნატრიუმი სუფრის მარილის შემადგენელი ნაწილია და მისი წყალობით ორგანიზმში სითხის დაგროვება ხდება. ამიტომ, თუ ძალიან მარილიან საკვებს და არასაკმარის B6 ვიტამინს იღებთ, ეს სითხის დაგროვებას იწვევს ორგანიზმში და აღინიშნება ხელ-ფეხის შეშუპება.

ნაწლავური სისტემა შედგება მილიარდობით უმცირესი არხისგან, რომლებშიც ნატრიუმი არეგულირებს საკვები ნივთიერებების სისხლში გადასვლას. თუ საკვებში ბევრი მარილია ან არასაკმარისია პირიდოქსინი, ორგანიზმში გროვდება ტრილიონობით მოლეკულა, რაც, თავის მხრივ, შეშუპების მიზეზი ხდება. მოზრდილი ადამიანისთვის B6 ვიტამინის დღიური დოზა 3 მილიგრამია. მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება სტრესის, მენოპაუზის, გულის დაავადებების, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის, ანტიბიოტიკების მიღების, პოლიართრიტის, ათეროსკლეროზისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს. ასევე, B ვიტამინების კომპლექსის მიღება აუცილებელია გაზაფხულზე, როცა ადამიანის ორგანიზმი ვიტამინების მკვეთრ ნაკლებობას განიცდის.

B6 ვიტამინი ადამიანის ნაწლავებში ნაწილობრივ წარმოიქმნება მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად. ეს ვიტამინი ღვიძლში არ გროვდება და საჭმლის მიღებიდან დაახლოებით, ათი-თხუთმეტი საათის შემდეგ შარდთან ერთად გამოიდევნება.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით B6 ვიტამინს შეიცავს: ნიგოზი, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, სალათის ფურცლები, ავოკადო, მარწყვი, ალუბალი, ბანანი, ლიმონი, მარცვლოვანი კულტურები, ხორცი, თევზი, კვერცხი, სოია და ბურღულეული.


скачать dle 11.3