კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდუმალების ხიბლი

სუსტი სქესის წარმომადგენლებს, ანუ ქალბატონებს, ყოველთვის მოსწონდათ ის სიტუაცია, როცა მამაკაცები მათ თავგზას ურევდნენ. ამ დროს ქალს შეუძლია, ითამაშოს დაუცველი, სუსტი არსების როლი, იკეკლუცოს და შეიმოსოს იდუმალებით. ქალი ხალისით თანხმდება თამაშზე, მით უმეტეს, თუ ეს სასიყვარულო თამაშია. მაგრამ თანამედროვე ქალი ფლირტს მოძველებულად მიიჩნევს, უფრო სწორად, ფლირტის იმ ფორმას, რომლითაც სიამოვნებით იქცევდნენ თავს ჩვენი ბებიები და მამაკაცთა გულებსაც იპყრობდნენ. დღეს მარაოს ან ყვავილების ენაზე აღარავინ საუბრობს. სამაგიეროდ, ისევ აქტუალურად რჩება მზერით ცდუნება. ქალების უმრავლესობას არ უჭირს, გამოხედვით „დააბას“ კაცი. მზერა უნდა იყოს ცოტათი სევდიანი, ფიქრიანი, ღრმა და, რა თქმა უნდა, იდუმალი; ზოგჯერ მეოცნებე და თბილი, ზოგჯერ კი – ცივი და შეუვალი. კაცს მოსწონს, როცა ქალი ახერხებს მის დაბნევას, თავგზას ურევს და ბოლომდე არ იხსნება. პერიოდულად გამოდგება გაუგებარი, რთული ფრაზები. ინტრიგა თავისთავად გულისხმობს იდუმალებას და პირიქით, იდუმალება – ინტრიგაა. მამაკაცური პატივმოყვარეობა არის ის, რაც კაცს უფლებას არ აძლევს, ამოუხსნელი დატოვოს ამოცანა, რომელიც მის წინ დგას. თუნდაც ეს ამოცანა ქალი იყოს.

შეიძლება, მამაკაცები ენერგეტიკულად იმუხტებიან იდუმალი ქალებისგან, მაგრამ, ფაქტია, რომ ისე ილტვიან მისკენ, როგორც პეპელა სინათლისკენ. იქნებ ცუდი შედარებაა, მაგრამ ქალისა და კაცის ურთიერთობა „ჰუსარულ რულეტკას“ ჰგავს: დიდია რისკი, მაგრამ სწორედ ამაშია თამაშის მთელი ხიბლი. იდუმალმა ქალმა შეგამჩნია? – ესე იგი, რაღაცას წარმოადგენ! ქალბატონებო, ნუ მიართმევთ სამყაროს ძლიერ მეორე ნახევრებს ლანგრით საკუთარ თავს, ითამაშეთ იდუმალი, განსხვავებული ქალის როლი და ფორტუნაც მუდამ გაგიღიმებთ.


скачать dle 11.3