კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში არ მიიღებს უფალი მისთვის გაწეულ ადამიანურ ღვაწლს


ვინაიდან უფალმან უფლებათამან და ღმერთმან ღმერთთამან კეთილ ინება, შეექმნა შენი სული სამკვიდრებლად და ტაძრად თვისად, ამდენად გმართებს, მას პატივით ეპყრობოდე და არ დაუშვა მისი შეურაცხყოფა რაიმე მდაბლისადმი მიდრეკილებით. ყოველი შენი სურვილი და სასოება მიპყრობილი უნდა იყოს უფლისკენ, რომ მან უხილავად მოგინახულოს. მაგრამ, იცოდე, რომ უფალი არ მოიხილავს შენს სულს, თუ მას თავის თავთან განმარტოებულს არ იხილავს. ღმერთს ნებავს, იხილოს იგი განმარტოებული, ანუ ნებავს, რომ იყო თავისუფალი ზრახვებისგან და, რამდენადაც შესაძლებელია, ყოველგვარი სურვილისაგან, განსაკუთრებით – საკუთარი ნებისაგან. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, არ შეიძლება, შენით, განსჯის გარეშე, თავს იდო მკაცრი ღვაწლი, შენი ნებით უარყო რამე ან შენით ეძიებდე მიზეზს, ივნო უფლის სიყვარულისთვის. ამ შემთხვევაში სულიერი მოძღვრის რჩევით იმოქმედე, რომელიც გხელმძღვანელობს, ვითარცა ღმრთის მოსაყდრე. მას დაემორჩილე ყველაფერში და ღმერთი მისი მეშვეობით შენს ნებას იქით მიმართავს, საითაც ნებავს და შენს საკეთილდღეოდ მიაჩნია. ნურაფერს იქმ შენი ნებით, ჰე, ღმერთმა იმოქმედოს თავისი ნებით და ქმნას შენში ის, რაც შენგან სურს... შენი ნება კი თავისუფალი უნდა იყოს შენგან, ანუ შენით ნურაფერს მოისურვებ, ხოლო, თუ რაიმეს მოისურვებ, შენი ნება ესრეთ უნდა ჰყო, რომ სულერთი იყოს, იქნება თუ არა შენთვის სასურველი და უფრო მეტიც; რაც გსურს, იმის საწინააღმდეგოც რომ მიიღო, არ დამწუხრდე, არამედ იყო მშვიდად, თითქოს არც გსურდა არაფერი.

ასეთი განწყობა არის კიდეც გულის ჭეშმარიტი თავისუფლება და განმარტოება, როდესაც ის არც გონებაზე, არც შენს ნებაზე, დამოკიდებული არ არის. თუკი ესრეთ წარუდგენ უფალს შენს სულს – განმხოლოებულს, თავისუფალს და თავის თავთან განმარტოებულს, მაშინ იხილავ, თუ ვითარ საკვირველ მოქმედებებს აღასრულებს იგი მასში; რაც უმთავრესია, მოგფენს ღმრთაებრივ მშვიდობას. იგი არის საუნჯე, რომელსაც ძალუძს, შეიქმნეს ყოველი კეთილი საბოძვარის დასატევნელი, ვითარცა ამბობს დიდი გრიგოლ თესალონიკელი სიტყვაში მონაზონ ქსენიასადმი: „ჰოი, საკვირველო შეერთებავ, იდუმალო საგანძურო უზენაესისა ღმრთისაო, იგი ერთადერთი ადგილია, სადაცა კეთილ ინებებს შენგან მისდამი მიმართული საუბარი ისმინოს და თვითონაც ესაუბროს შენს სულს! ჰოი, უდაბნოვ და განმარტოებავ, სადაცა დაინერგა სამოთხე! რამეთუ მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, მიეახლო ღმერთს და ისაუბრო მასთან“. „წარვიდე და ვიხილო, ხილვა ესე დიდი რაი არს, რამეთუ მაყუალი არა შეიწვების“ (გამ. 3,3) – ამბობს მოსე გონებით ჭვრეტისათვის მდიდარ სინას უდაბნოში. თუ გსურს, ღირსი შეიქმნე, შენც იხილო რაიმე ამის მსგავსი, შენც წარიხადე ხამლნი შენნი, რამეთუ მიწა იგი წმიდაა. უწინ განიშიშვლე ფერხნი, ანუ სულის განწყობა უნდა გექმნეს განშიშვლებული და თავისუფალი ყოველგვარი მიწიერი საგნისაგან. ნუ წარიტან ნურც ვაშკარანს, ნურც კვერთხს ამ გზაზე, ვითარცა უფალმა ამცნო მოწაფეთა თვისთა (ლკ. 10,4). ამქვეყნიურს ნუღარაფერს ისურვებ და ნუღარაფერს მოიკითხავ ამ გზაზე, როგორც უბრძანა თავის ყრმას ელისემ და უფალმა კი მცნებად მისცა მოწაფეთა თვისთა – ყოველი ზრახვა, განწყობილება და სიყვარული მიმართე ერთი ღმრთისაკენ – და არა რომელიმე ქმნილებისაკენ. „აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა“ (მთ. 8,22), შენ კი განმარტოებით განაგრძე სვლა ცოცხალთა მიწაზე და სიკვდილს არ ექნება შენთან წილი“.


скачать dle 11.3