კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რა აკავშირებს უოლ-სთრითის პრინცად წოდებულ მილიარდერ სტივენ ქოენს ჰომოსექსუალ დევიდ გეფენთან და რომელი მხატვრების ტილოები ინახება მის კოლექციაში

„პოკერის წყალობით მე რისკზე წასვლა ვისწავლე“ – ეს სიტყვები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თრეიდერსა და საბირჟო ვაჭრობების ექსპერტს, „უოლ-სთრითის პრინცად“ წოდებულ სტივენ ქოენს ეკუთვნის. წარმატებული საბირჟო საქმიანობით მან უკვე დაჩრდილა გავლენიანი ჯორჯ სოროსი და ჯულიან რობერთსონ-უმცროსი და, როგორც ამერიკელი ბიზნესექსპერტები ამბობენ, მომავალში მან საინვესტიციო პოლიტიკის წარმართვაში, შესაძლოა, თვით უორენ ბაფეტიც კი დაჩრდილოს. „ფორბსის“ 2009 წლის მილიარდერთა ყოველწლიურ რეიტინგში შვიდი შვილის მამა, სტივენ ქოენი, 87-ე ადგილზე არის „გამაგრებული“ და მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სტივენ ქოენი 1956 წელს, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ გრეით-ნექში, მკერავი მამისა და ფორტეპიანოზე დაკვრის მასწავლებელი დედის ოჯახში დაიბადა. ქოენების ოჯახი დიდი და ხმაურიანი იყო და, როგორც სტივენი ამბობს, სწორედ ასეთ ხმაურიან სიტუაციაში ისწავლა მან გარკვეულ საკითხებზე კონცენტრაციის შენარჩუნება. პენსილვანიის უნივერსიტეტში წარმატებული სწავლის გარდა, სტივენი პოკერის თამაშითაც იყო გატაცებული და შტატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც ითვლებოდა. სწორედ ბანქოს წყალობით ისწავლა სტივენ ქოენმა ნამდვილ რისკზე წასვლა, როდესაც პოკერის თამაშის დროს, მისი „ბლეფის“ წყალობით, მოწინააღმდეგეები უკეთეს ბანქოს ყრიდნენ მაგიდაზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტივენი პირველად დაინტერესდა საფონდო ვაჭრობით და საბროკერო კომპანია „გრუნთალში“ სწავლის საფასურის დასაფარავად გადადებული თანხით – 7 ათასი დოლარით, ანგარიში გახსნა. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან ახლო მდებარე საბროკერო კანტორაში ქოენი თვალყურს ადევნებდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას და, რამდენიმე სარისკო ხელშეკრულების დადების შემდეგ, მან სრულად ამოიღო სწავლისთვის განკუთვნილი თანხა, თან ზედ კიდევ რამდენიმე ათასი დოლარიც დაამატა. 1978 წელს ქოენი „გრუნთალში“ უმცროსი ბროკერის თანამდებობაზე მოეწყო სამუშაოდ და პირველივე დღეს კომპანიას 8 ათასი დოლარი მოაგებინა. საერთო ჯამში, „გრუნთალში“ მუშაობის პერიოდში სტივენ ქოენის დღიური შემოსავალი 100 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო 1984 წლიდან ის 75-მილიონიან პორტფელს ხელმძღვანელობდა და, პარალელურად, ასევე ექვსი თრეიდერისგან შემდგარ გუნდს მართავდა. მისი გარიგებების წყალობით, „გრუნთალი“ მუდმივ მოგებაში იმყოფებოდა და, გარდა ამისა, ის სხვა თრეიდერების გაფუჭებული საქმეების გამოსწორებითაც იყო დაკავებული.

1992 წელს ქოენმა მიატოვა „გრუნთალი“ და საკუთარი ჰეჯ-ფონდი გახსნა, რომელშიც საკუთარი 20 მილიონი დოლარი ჩადო (ფონდის წლიური ბრუნვა დღევანდელი მონაცემებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენს). იმ პერიოდში ჰეჯ-ფონდების ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების გზაზე იმყოფებოდა და ინვესტორებისთვის მიუღებელი იყო დიდი საფასურის გადახდა. ამიტომ, თავდაპირველად ქოენმა მხოლოდ 13 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ ათამდე თრეიდერს, რომლებიც უოლ-სთრითზე პატარა ოფისში მუშაობდნენ ქოენის მეთაურობით, საკუთარი კომპანიის აქტივები გაეორმაგებინათ და წლიური მოგების ნიშნული 17 პროცენტამდე აეყვანათ. 1995 წლისთვის ქოენის ჰეჯ-ფონდის „საქ ქეპიტალ მენეჯმენტის“ აქტივების რაოდენობა გაოთხმაგდა. იმ დროისთვის ფონდის შტაბ-ბინამ უოლ-სთრითიდან სტემფორდში გადაინაცვლა; გარდა ამისა, „ზი ნიუ-იორქ თაიმსის“ მიერ „ჰეჯ-ფონდების მეფედ“ წოდებულმა სტივენ ქოენმა ფონდების ფილიალების გახსნა დაიწყო ამერიკის ტერიტორიაზე.

დღეისათვის „საქ ქეპიტალ მენეჯმენტში“ 600-მდე ადამიანია დასაქმებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთავარ ოპერაციებს სტივენ ქოენი ახორციელებს. დილის 8 საათიდან გვიან ღამემდე ის თავის კაბინეტში უამრავი მონიტორის გარემოცვაში ზის და აკონტროლებს საფონდო ბირჟებზე მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამ მუშაობის ანგარიშზე მოდის ფონდის მოგების 15 პროცენტი. თავის საქმიანობაში ქოენი „ინვესტიციის მამად“ წოდებული უორენ ბაფეტისგან სრულიად განსხვავებულ მეთოდებს იყენებს. ქოენს აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას საქმიანობენ ის კომპანიები, რომელთა აქციებითაც ის ვაჭრობს. გარდა ამისა, ბაფეტისგან განსხვავებით, რომელიც აქციებს ხანგრძლივი დროით იძენს, ქოენს შეუძლია, დღის განმავლობაში ერთი აქცია ასჯერ იყიდოს და ასჯერ გაყიდოს. მისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ერთ კონკრეტულ სეგმენტზე გაჩერება და ფასის ზრდის ან დაცემის ლოდინი. „საქ ქეპიტალ მენეჯმენტის“ ანგარიშზე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე მიმდინარე გარიგებების 2 პროცენტი მოდის, ყოველწლიურად კი მისი ფონდის წყალობით ინვესტორების მოგება 43 პროცენტს შეადგენს, იმის გათვალისწინებით, რომ ქოენი და კომპანია საკმაოდ დიდ წილს იღებენ მათგან. ქოენის წარმატების შემხედვარე უამრავმა თრეიდერმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჰეჯ-ფონდები უოლ-სთრითზე და, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით შვიდი ათასს აჭარბებს, ქოენის ფონდი მაინც ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ და პრესტიჟულად ითვლება.

რაც შეეხება სტივენ ქოენის პირად ცხოვრებას, საკუთარ თავს იგი ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევს, რომელსაც უყვარს სწრაფი კვების ობიექტებში სადილობა და ჯინსით სიარული. 1998 წელს ქოენმა თავის მეუღლესთან – ალექსთან ერთად, კონეკტიკუტის შტატში, გრინვიჩში, 14 მილიონ დოლარად ფეშენებელური სასახლე შეიძინა გოლფის მოედნით, საკალათბურთო დარბაზით, საკუთარი 20-ადგილიანი კინოთეატრით, დახურული და ღია აუზებითა და ბოსტნით, სადაც ქოენს თვითონ მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული. თავის შვიდ შვილთან ერთად ქოენები სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობენ.

სტივენ ქოენი, საბირჟო საქმიანობის გარდა, მსოფლიოში ცნობილი ფერმწერების ტილოების კოლექციასაც აგროვებს. საერთო ჯამში, მხატვრულ ტილოებში მას 700 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი და მის კოლექციაში ისეთი მხატვრების ნამუშევრები ინახება, როგორებიც არიან: ჯეკსონ პოლოკი, უილემ დე ქუნინგი, პოლ გოგენი, ვინსენტ ვან გოგი, ენდი უორჰოლი, პაბლო პიკასო და როი ლიხტენშტეინი. აღსანიშნავია, რომ ტილოების უმეტესობა ქოენმა ჰომოსექსულიზმით ცნობილი მილიარდერისგან – დევიდ გეფენისგან შეიძინა.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3