კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ აცდის მეუღლე დავით ბაქრაძეს და როდის ვერ გამოხატავს ის ცოლთან ემოციებს


დაოჯახების შემდეგ, ალბათ, არავის ისე არ გამართლებია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს გაუმართლა – უახლოესი მეგობრის, ბათუ ქუთელიას ოჯახში ნაპოვნი ბედნიერება თორმეტი წლის შემდეგაც არ შერყეულა. ყოველ შემთხვევაში, მისი დიზაინერი ცოლის, მაკა მეტრეველის თვალით დანახული ქმარი არა მხოლოდ გარეთ, ოჯახშიც ძალიან ერთგული, მოწესრიგებული, უწყინარი და უპრეტენზიოა, რაც, მისი აზრით, ცოლქმრულ ურთიერთობაში ყველაზე მთავარია. სინამდვილეში როდის აჩენს უარყოფით თვისებებს ყველაზე „ბუნჩულა პოლიტიკოსი“ ცოლ-შვილთან, ამის ხმამაღლა თქმას ქალბატონი მაკა აშკარად ერიდება.


– აღმოჩნდა თუ არა დავით ბაქრაძე რადიკალურად განსხვავებული იმ ახალგაზრდა კაცისგან, როგორიც გაცნობისას იყო?

– მშვენივრად ვხედავდი მის მინუსებსაც და პლუსებსაც. თვითონაც ხედავდა ჩემსას, მაგრამ, ყველაფერზე თვალი დახუჭა. ეშმაკობის ნატამალიც არ გააჩნია, რომ მის ხასიათში გარკვევა დამეწყო, თანაც, დათო არ არის ისეთი ტიპი, რომ მოვეტყუებინე. ასე რომ, ქორწინებამდე გარკვეული გვქონდა, ვინ როგორი ვიყავით. თავისთავად, არის სიტუაციები, რომლებიც ქორწინებამდე არ შეგვხვდება და, აქედან გამომდინარე, არ იცი, შენი მეუღლე როგორ მოიქცევა.

– ახლა ხომ იცით, როგორ იქცევა, ამაზე ვილაპარაკოთ.

– რომ გითხრა, კამათი არ მოგვსვლია და ერთმანეთის ყველაფერი ასი პროცენტით მოგვწონს-მეთქი, სასაცილო იქნება. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი ერთად ცხოვრებას რომ იწყებს, ასეთი რაღაცეები სულ ხდება. ისეთი პრობლემა, რომ საქმე ოჯახის დანგრევამდე მისულიყო, არ გვქონია. თუ კამათი მოგვდის, ჩვენ ორ შორის რჩება, ამას არავინ იგებს.

– ხშირად ცოლ-ქმრის უთანხმოებას ფინანსური მდგომარეობა იწვევს. როგორ დაიწყო თქვენი თანაცხოვრება და როგორ გრძელდება?

– ნულიდან ნამდვილად არ დაგვიწყია, რადგან გვერდში მშობლები გვედგნენ. დათოსაც ჰქონდა ხელფასი, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო. მერე სამსახურის ცვლილებასთან ერთად ხელფასის ოდენობამაც მოიმატა და სამოგზაუროდ წასვლა გვინდოდა თუ რაღაც სხვა ამის საშუალება გვქონდა. ფინანსური კუთხით საშინელი ცოლი ვარ, რადგან რამდენიც მაქვს, იმას ბოლომდე ვხარჯავ, ვერ ვაკეთებ დანაზოგს. ამის გაკეთება დათოს უფრო ეხერხება.

– თუ საკუთარ თავს ჩვენი ქმრების თვალითაც შევხედავთ, ალბათ, საშინელია ცოლი მაშინაც, როცა სახლში არაფერს აკეთებს, ჯუჯღუნებს და ქმრის ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია...

– დათოს სამსახურის საქმეებში ნამდვილად არ ვერევი, არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ პარლამენტის საქმეებში ჩავერიო. თუ თვითონ არ მიამბო, დღემ როგორ ჩაიარა, არაფერს ვეკითხები. იმდენად გადაღლილია თავისი სამსახურით, სახლში რომ მოდის, ტვინს აღარ ვუბურღავ. სულ ვადევნებ თვალყურს, როცა ტელევიზიაში, განსაკუთრებული ეთერი აქვს და მერე ამაზე ვმსჯელობთ. ასევეა თვითონაც, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სანამ შეკითხვას დამისვამს, თვითონ ვუყვები ყველაფერს, არ ვაცდი კითხვის დასმას.

– ვითომ, აინტერესებს?

– როგორ არა, რას ამბობთ. ინტერესით მისმენს და რჩევებსაც მაქსიმალურად მაძლევს, ყველანაირად მეხმარება.

– დღეს ცხოვრება ისე შემოტრიალდა, რომ ქალების ოთხმოც პროცენტს ოჯახისთვის იმის გაკეთება უწევს, რასაც, წესით, მამაკაცი უნდა აკეთებდეს. თქვენზე, ალბათ, ეს არ ითქმის.

– დაიჯერებთ, რომ არ ვიცი, რამდენი აქვს ხელფასი?! ორივეს გვაქვს სახელფასო ბარათი, ამიტომ, ოჯახს რაც სჭირდება, ერთმანეთს არ ვუთანხმებთ, ისე ვყიდულობთ. არ მიკონტროლებს, დღეს რამდენი დავხარჯე და ხვალ რამდენს დავხარჯავ. მე ხომ ვიცი, დაახლოებით რამდენი მჭირდება ბავშვების სწავლაზე, ჩაცმაზე, კვებაზე თუ კომუნალურ გადასახადებზე?! მილიონი რაღაც გინდა ადამიანს. ამიტომ, მიახლოებითაც ვერ ვიტყვი, რამდენს ვხარჯავ. ვიღაცისთვის ეს თანხა, შესაძლოა, ძალიან ბევრია, ვიღაცისთვის – ძალიან სასაცილო. შეიძლება, მშობლებთან ვიყო და არაფერი დავხარჯო, ან, საჭმელი დედაჩემმა ან ჩემმა დედამთილმა მომიტანონ.

– ცოტა დაუჯერებლად კი ჟღერს ეს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლისგან, მაგრამ, არა უშავს. გამოდის, რომ ის ქალური ამბიციები, მოთხოვნილებები, რაც დიდი თუ პატარა დოზით ყველას გვაქვს, თქვენ არ გაგაჩნიათ. 

– არც ისეთი ახირებული ვარ. ძირითადად, ვყიდულობ იმას, რაც მინდა. არ ვიყიდი ცხრა შარვალს, როცა მჭირდება ორი, ანუ, საბანს იქამდე ვიხურავ, სადამდეც მწვდება. ნებისმიერ რაღაცაზე შემიძლია, უარი ვთქვა. აღარ ვარ პატარა, 36 წლის ვარ, ამიტომ, ჩემზე აღარ მოქმედებს ასეთი რამეები. ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი და რთული რაღაცეები გვხვდება, რომ ეს იმასთან საერთოდ არაფერია. როცა საშუალება მაქვს, გულს არ ვიწყვეტ. ძირითადად ყველაფერს უცხოეთში ვყიდულობ, რადგან იქ ბევრად ნაკლებ ფასში ვიძენ.

– არიან მამაკაცები, ვისაც არ აინტერესებს, რას ჩაიცვამს და დაიხურავს მისი ცოლი. როგორ ფიქრობთ, თქვენს მეუღლეს აინტერესებს?

– ჩემი ქმარი არ განეკუთვნება კაცების იმ კატეგორიას, რომელსაც არ აინტერესებს რას ჩავიცვამ, დავიხურავ, სად წავალ და წამოვალ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვუყვარვარ. შეიძლება, ვარცხნილობა ვერ შეამჩნიოს, რადგან ძირითადად ერთი და იგივე ვარცხნილობა და თმის ფერი მაქვს. ხანდახან ვერც მე ვამჩნევ, თმას რომ იჭრის, მერე რა მოხდა?

– მისი საქმიანი იმიჯი მისი ვარცხნილობიდან და ჩაცმულობიდანაც გამომდინარეობს, მაგრამ სამსახურის გარეთ რა რჩევებს აძლევს პარლამენტის თავმჯდომარეს დიზაინერი ცოლი?

– ღმერთმა დამიფაროს, სულ პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილს ვხედავდე. მიხარია, შაბათი და კვირა ჯინსსა და მაისურს რომ იცვამს. კაცმა რა უნდა შეცვალოს თავის იმიჯში, არ ვიცი. ვიწრო შარვალსა და წვეტიან ფეხსაცმელს ვერ ჩაიცვამს. სულ ვურჩევ, რა ფერის სვიტერი ჯობია ამა თუ იმ პერანგთან, როგორი ჰალსტუხი მოუხდება, მაგრამ დილით მე ვასწრებ სახლიდან გასვლას და ამიტომ, მაინც თავისი გემოვნებით იცვამს.

– მართალია, ძალიან დაკავებული ქმარი გყავთ, მაგრამ არასდროს დაგიშვიათ, რომ, შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ყველაზე მეტად გვწყინს ქალებს მამაკაცისგან?

– იყო პერიოდი, როცა ეს მაღიზიანებდა – რომ გირეკავდი, რატომ არ პასუხობდი ტელეფონს-მეთქი. ადრე მქონდა რეაქციები ამაზე, ახლა კი დავჭკვიანდი. 12 წელი არ არის ცოტა, უკვე ყველანაირად ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთის ყველა ნიუანსი ვიცით. ახლანდელი გადასახედიდან სასაცილოდ მეჩვენება ეჭვიანობა. ვენდობი და უაზროდ აღარ ვეჭვიანობ. ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ, ვფიქრობ, ცოლი უნდა იდგეს იმ სიმაღლეზე, რომ ეს არ მოხდეს. მართალია, ბრმად არ ვენდობი, თუმცა, საბაბი მაქვს, რომ ვენდო. ყველა ცოლს აქვს თავისი ხრიკი, როგორ გააკონტროლოს ქმარი. სად უნდა გავიდეს, თუ ღმერთი გწამს, ორი მანქანა რომ უკან მიჰყვება?! ქუჩაში რომ იმოძრაოს, ყველგან დავინახავ, თანაც, ნახევარზე მეტჯერ ტელევიზორშია. იმ შეხვედრებს დრო ხომ უნდა? თან, დათო არ არის ასეთი ტიპაჟი. არაფრით არ ვუშვებ იმას, რომ შესაძლოა, ეგ მოხდეს. ჭორის დონეზეც არაფერი გამიგია, დამიჯერებთ? თქვენ თუ რამე იცით, მითხარით. ისე, თვითონაც არ არის ეჭვიანი, თვალდახუჭული მენდობა. ხანდახან ვფიქრობ, ეჭვიანი რომ იყოს, გავგიჟდებოდი-მეთქი. იცის, რომ ყოველ დილით სამსახურში მივდივარ, საღამოს იმ ჩემს მეგობრებთან ერთად დავჯდები სადმე, რომლებსაც დათო იცნობს.

– კარგია, ქმრის ყველაფერი რომ მოგწონთ.

– არ მომწონს ის, რომ ძალიან დინჯია და უცებ არ გამოხატავს თავის ემოციას, ეს მაგიჟებს. მე როგორი ვარ, იცით? ყველაფერზე უცებ ვრეაგირებ.

– მის მიყრილ-მოყრილ ტანსაცმელსა და ნივთებზე არ ყვირით ხოლმე?

– იცით, როგორი მოწესრიგებულია? ჩემზე მეტადაც. რა დროსაც არ უნდა გამოაღოთ დათოს უჯრა ყოველთვის ყველაფერი ლამაზად აქვს ჩაწყობილი. რაც არ უნდა გვიანი და დაღლილი იყოს, ყველაფერს თავის ადგილზე დადებს და მერე დაიძინებს. სულ ასეთი იყო. მეც არ ვარ ისეთი ცოლი, რომ არ მივხედო მის ნივთებს. მისი ტანსაცმელი უფრო მოწესრიგებული მაქვს, ვიდრე ჩემი.

– როცა სახლშია, რას აკეთებს?

– თუ თავისუფალი დრო აქვს, ბავშვებთან თამაშობს.

– კომპიუტერთან არ ჯდება ხოლმე?

– საერთოდ არ სარგებლობს „ფეისბუქით“ და „სკაიპით“ და, ვის რა უნდა მისწეროს? „ადნაკლასნიკებშიც“ არ არის.

– მე არ მითქვამს, რომ ვიღაცეებთან მიწერ-მოწერა აქვს-მეთქი, თუმცა, ასეც რომ იყოს, მგონია, არც ამაზე გაბრაზდები.

– ძალიან დიდი ხანია, არ გავბრაზებულვარ, რადგან მივხვდი, რომ ეგ ყველაფერი უსაქმურობას მოჰყვება. როცა არ ვმუშაობდი, მაშინ უფრო მეტად ვბრაზდებოდი რაღაცეებზე. სულ საათს ვუყურებდი, როდის მოვიდოდა. რომ მოვიდოდა, ვეკამათებოდი: სად იყავი, რატომ არ მოხვედი ამდენ ხანს... ახლა, მეც რომ დაკავებული ვარ, ვიცი, ეს რაც არის. გვიან რომ მივიდე სახლში და მეჩხუბოს, არ მესიამოვნება. რომ ვხვდები, იმასაც იგივე სჭირს, აღარაფერს ვეუბნები.


скачать dle 11.3