კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შუქურა და ბაცაცები

მართალია, ახალგაზრდა, ენერგიული, პერსპექტიული და შეუცვლელი კადრის, ბ-ნი ახალაია-უმცროსის მადლით, ქართველი ქურდების ნაწილი „მარილზე“ გაუშვეს, ნაწილი – ქვეყნიდან, მაგრამ ბ-ნ ახალაიაზე გადამეტებული შთაბეჭდილება რომ არ დაგვრჩენოდა, ბ-ნმა პრეზიდენტმა, ყოველი შემთხვევისთვის, შეგვახსენა, რომ ახალაია მისი უშუალო მითითებებითა და ხელმძღვანელობით მოქმედებდა. ერთი სიტყვით, ქვეყანა წარსულის გადმონაშთი ქურდული კადრებისგან გაიწმინდა (რაც უაპელაციოდ მისასალმებელია, თუმცა, თუ ასეთივე წარმატებით დაძლევდნენ, მაგალითად, საბაჟოზე მებაჟეთა თვითნებობას, არანაკლებ მისასალმებელ-სასიამოვნო იქნებოდა!), ხოლო, რაკი მათი („კანონიერ ქურდებად“ წოდებულების) უმრავლესობა ცოცხალი დარჩა (ერთი ისაა, რომ მათ სახლებში პოლიცია შესახლდა, შესაძლოა, პრინციპით: „ქურდის ქურდი ცხონდაო“), „კუზიანს კი მხოლოდ სამარე გაასწორებს“, ქართული ქურდული კადრების გადინება, მართალია, ძირითადად რუსეთში, მაგრამ ევროპაშიც მოხდა. შესაბამისად, ევროპელ სამართალდამცველებს საქმეც გამოუჩნდათ (ახლა უკვე ქართულ ბანდებს დევნიან), ჩვენ კი თავი ევროპის მასშტაბითაც მოგვეჭრა (ანუ აქეთ – აზიური დემოკრატიის შუქურა ვართ, იქით, ევროპაში – ქურდები და ბაცაცები). ამის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი: საქართველოს ტერიტორიის ქურდებისგან გაწმენდას და საქვეყნოდ თავის მოჭრას, ჩვენი ნაგვის ჩვენივე სანაგვეში შენახვა ხომ არ სჯობდა?!

მეორე მხრივ, თუ ბ-ნი ახალაია-უმცროსის ქურდებთან ბრძოლის უბადლო ნიჭს გავიხსენებთ, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს თავკაცობის პარალელურად, მორიგეობით ევროპული ციხეების უფროსადაც ხომ არ გაგვექირავებინა?!


скачать dle 11.3