კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დუმილის უფლება


„ის ლონდონში სწავლობდა“

აშკარაა, რომ „ნაცხელისუფლება“ აღმოსავლური ორთაბრძოლების პრინციპით მოქმედებს (ანუ ცდილობს, რომ ოპონენტების ძალა მათსავე წინააღმდეგ გამოიყენოს). ცდილობს და ჯერჯერობით ამ ამოცანას თავს წარმატებითაც ართმევს. კერძოდ, ბ-ნი უგულავა (მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ არ გათქმულა, ვინ იქნება „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი) მოსახლეობას ხვდება და ოპონენტთა მისამართით დუმილის უფლებასაც ინარჩუნებს. სამაგიეროდ, მერობის დანარჩენი კანდიდატები ირჯებიან: ამომრჩეველსაც ხვდებიან, თავიანთ წინასაარჩევნო პრიორიტეტებზეც საუბრობენ და, რაც მთავარია, არც ერთმანეთის კრიტიკისთვის იშურებენ ძალას, სიტყვასა და ენერგიას. მეორე მხრივ, არათუ საპარლამენტო და არასაპარლამენტო, თვით არასაპარლამენტო ოპოზიციაც კი ვერ შეთანხმებულა ერთიან კანდიდატზე. ერთი ისაა, რომ, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, „ალიანსმა“ დაადგინა: ბ-ნი სუბარი თანახმაა, უარი თქვას საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე საერთო ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ (ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ოპოზიცია „ნა ხადუ“ ფიქრობს). ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ ოპოზიციონერები, მაგრამ ვიცით, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, სახელდობრ, ნიკა ივანიშვილი (რომელმაც საზოგადოებას თავი ჯერჯერობით მხოლოდ შევარდნაძის დროინდელი საგზაო პოლიციის შეფობით დაამახსოვრა, აი, მაშინ, როდესაც საგზაო პოლიციელები ორ-ორ ლარს მათხოვრობდნენ) გვპირდება, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს დედაქალქის ცენტრში დააბრუნებს (გარეუბანი რა საკადრისიაო?!); მეორე მხრივ, ბ-ნი ჭანტურია წყალს უფასოდ გვპირდება, დენს – 5, გაზს კი – 10 თეთრად (ანუ, თუკი ზემოთ ღიპი გვახსენდება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასოციაციას ფრანგ იდეალისტებთან მივყავართ). ამის პარალელურად, ლონდონიდან სიტყვა ინგა გრიგოლიამაც შეგვაწია (მტერი ვერ უზამდა, ჩვენმა ხელისუფლებამ რომ ქართულ ჟურნალისტიკას უქნა!): დედაქალაქის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ამ გამარჯვების ექსპორტი მთელ საქართველოში მოხდებაო. მოხდება თუ არა, ამას 30 მაისს ვნახავთ (თუ ზემოხსენებული დუმილის უფლებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებაც საფუძვლიანად უნდა ემზადებოდეს სკამებისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის). რაც შეეხება თავად ქ-ნ გრიგოლიას (რომელიც უკვე ამ კვირიდან ჩაებმება წინასაარჩევნო მარათონში), მისი პოლიტიკური მონაცემების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ის ლონდონში სწავლობდა“ და, შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია გასარკვევი: სანდროსთან ერთად თუ მის გარეშე?!


скачать dle 11.3