კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირდაპირ – ფეხებში!


ანუ ოზონგახვრეტილები

კიდევ ერთი აშშ-ური ნოვაცია ძალაში შედის და 15 აპრილიდან თბილისის 10 საპილოტო სკოლას მანდატურები შეესევიან. მართალია, განათლების სამინისტრო ამბობს, ასეო, ისეო, პოლიცია არაფერ შუაშიაო, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მანდატურებად წოდებულები ტრენინგებს შს აკადემიაში გადიან, პოლიცია თავშია! ბ-ნი შაშკინის განმარტებით: „მანდატურების სკოლებში შესვლით, როგორც მოსწავლის, ასევე, მასწავლებლის უსაფრთხოება იქნება გარანტირებული“ (ეტყობა, მოსწავლეები არა მხოლოდ ერთმანეთს, მასწავლებლებსაც ჭრიან, მაგრამ ამას გვიმალავენ, იმიტომ რომ ბევრის ცოდნა მავნებელია). მანდატურები სკოლის შიდა განაწესს დაიცავენ და ამ საქმეში, მოარული ხმებით, 700-800 ლარიან ხელფასსაც აიღებენ. ცნობილია, რომ სკოლის დირექტორის ხელფასი 1 000-1 500 ლარია (ყოველ შემთხვევაში, მანდატურები რომ უნდა შეესიონ, იმ სკოლებში). თუმცა ისიცაა, რომ ეს დირექტორის მარიფათზეცაა დამოკიდებული: რაც უფრო მეტ მოსწავლეს მოიზიდავს, მით უფრო მეტ ვაუჩერს მიიღებს სახელმწიფოსგან და მეტ ხელფასსაც დაინიშნავს. ამის პარალელურად, მასწავლებელს, რაც მეტი მოსწავლე უზის კლასში, მით ნაკლები ხელფასი აქვს. სამინისტროელი განმანათლებლები განმარტავდნენ, ამ წესის მიზანი მასწავლებლის მოტივირებაა, რომ დირექციას კლასში მოსწავლეების შემცირება მოსთხოვოსო. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგი ვერაფერსაც ვერ მოითხოვს, იმიტომ რომ მოქმედი შრომის კოდექსით დამქირავებელს დაქირავებულის გათავისუფლება ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია, ადვილი წარმოსადგენია, რას და როგორ მოითხოვს ქართული გამორეფორმირებული სკოლის პედაგოგი. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ 1 000-1 500-ლარიანი დირექცია და 700-800-ლარიანი მანდატურები 80-დან 200-ლარიან პედაგოგებს და 10-გამოცდაჩასაბარებელ მოსწავლეებს გააკონტროლებენ. ხოლო, რაკი უკვე წყალი არ გაუვა, რომ მანდატურებად წოდებულებმა პოლიციური ფუნქცია უნდა შეასრულონ, იქნებ ამდენი არც გვეწვალა და, საერთოდაც, სკოლებში ჯარის ნაწილები ჩაგვეყენებინა და ზედაც მოსწავლეებისთვის სამ თვლაში ერთხელ სუნთქვაც გვესწავლებინა: ბოლოს და ბოლოს, წესრიგსაც დავამყარებდით და ჟანგბადსაც დავზოგავდით ამ ოზონგახვრეტილ ეპოქაში.


скачать dle 11.3