კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხ­ვა: მაინტერესებს რატომ არ შეიძლება ძაღლის ხშირი დაბანა?

პასუხი: ძაღლისთვის ხშირი დაბანა არაა რეკომენდებული. ძაღლის კანი და ბეწვის საფარი ისეა ანატომიურად მოწყობილი, რომ მისი ხშირი დაბანა გამოიწვევს გამოშრობას, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში სხვა დაავადებების განვითარებას.

კითხ­ვა: მითხ­რეს, რომ სხვადასხ­ვა სახ­ის მედიკამენტი არსებობს, რითიც ძაღლი უნდა აიცრას. რომელია უკეთესი და შეიძლება თუ არა აცრის სახ­ლის პირობებში ჩატარება?

პასუხი: ვაქცინები, რითაც ძაღლს ვცრით მრავალი სახ­ისაა. რა თქმა უნდა, მისი შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა კომპონენტებს შეიცავს, რისი საწინააღმდეგოა და მწარმოებელი, რომელსაც აუცილებლად რეგისტრაცია გავლილი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. რაც შეეხ­ება სახ­ლში აცრას, არ გირჩევთ, რადგან აცრას შეიძლება, სერიოზული გართულება მოჰყვეს ანაფილაქსიის სახ­ით. ამიტომ აუცილებელია, აცრა ვეტერინარმა ჩაატაროს.

კითხ­ვა: როგორ გავარკვიოთ ვინ იყვნენ ძაღლის წინაპრები? სამწუხ­აროდ, ჩემს ძაღლს არ ჰქონდა დაბადების მოწმობა და ამიტომ არაფერი ვიცით მისი მშობლების შესახ­ებ. არის შესაძლებელი ამის მოძიება?

პასუხი: ის მაინც უნდა გაარკვიოთ თუ რომელ კინოლოგიურ კლუბშია თქვენი ძაღლის წინაპრები დარეგისტრირებული. იქ კი მონახ­ავთ, დარეგისტრირებულია თუ არა შეჯ­ვარება. ასე გაარკვევთ თქვენი ძაღლის წარმომავლობას.

კითხ­ვა: ჩემს ძაღლს ხშირად აქვს თვალების პრობლემა – სდის თვალიდან ცრემლი. მაინტერესებს რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული ანთებითი პროცესი, რასაც ხშირად ძაღლის მოვლის პირობები იწვევს. ამისთვის საჭ­იროა, მიიყვანოთ ძაღლი ვეტერინართან, რომელიც დასვამს დიაგნოზს, დააზუსტებს მიზეზს და დაგეხ­მარებათ მის მკურნალობაში.

კითხ­ვა: მინდა, შევიძინო ლაბრადორის ლეკვი. იქნებ მითხ­რათ, ადვილი გასაზრდელია თუ არა ის და რა უარყოფითი მაჩვენებელი აქვს ამ ჯიშს?

პასუხი: როგორც ყველა ჯიშის ლეკვს. ლაბრადორსაც სჭირდება ყურადღება და მზრუნველობა. ყურადღება უნდა მიაქციოთ აუცილებლად მის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებას ზრდის პროცესში. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლაბრადორი ძალიან კომუნიკაბელური და ნიჭ­იერია, მისი ერთადერთი უარყოფითი თვისებაა ის, რომ ახ­ასიათებს ბეწვის ცვენა და საჭ­იროებს რეგულარულ ვარცხ­ნას.


скачать dle 11.3