კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ანთებას იწვევს ძაღლებში დიდი ხნის დაგროვილი სეკრეტი და სწორი ნაწლავის ანთებითი პროცესები


თუ გყავთ ოთხ­ფეხა მეგობარი, ისიც უნდა გახ­სოვდეთ, რომ ვეტერინართან აუცილებლად მაშინვე უნდა მიიყვანოთ, როგორც კი რაიმე პრობლემას შენიშნავთ. თუ რომელია ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლის გამოც ექიმს მიმართავენ, ამის შესახ­ებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯ­იაშვილი გიამბობთ.

ზაქრო ბაჯ­იაშვილი: ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროფილაქტიკური პროცედურა, რის გამოც მეპატრონეებს თავიანთი ცხოველი კლინიკაში მიჰყავთ, ეს არის პარაანალური ჯირკვლების სანაცია-გაწმენდა.

– მკითხ­ველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხ­სნათ ეს რას ნიშნავს?

– პარაანალური ჯირკვლები პატარა ქისისებრი ჯირკვლებია, განლაგებული ანალური ხვრელის ორივე მხარეს – როგორც მარჯ­ვნივ, ისე მარცხ­ნივ. ის გამოიმუშავებს სპეციფიკური სუნის სითხ­ეს, რომელიც განასხ­ვავებს მტაცებელს და განაპირობებს მის ინდივიდუალურობას. წესით, აღნიშნული ჯირკვლები, დეფეკაციის (კუჭ­ში გასვლის) დროს გამოყოფენ თავიანთ სეკრეტს (ანუ რასაც ჯირკვალი გამოიმუშავებს), რაც ყველა ძაღლსა და კატაში არ ხდება. ამიტომაც არის საჭ­ირო აღნიშნული პროცედურისთვის ექიმს მივმართოთ. აღნიშნული პროცედურის სახ­ლში თვითნებურად ჩატარება არ ღირს, რადგან აღნიშნულ უბანში უხ­ვადაა სისხ­ლის ძარღვები და ნერვები. არასწორმა მანიპულაციამ კი შეიძლება, მათი დაზიანება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ სერიოზულ გართულებამდე მიიყვანს ცხოველის ჯანმრთელობას. სეკრეტის დაგროვების ინტენსივობა და რაოდენობა მკაცრად ინდივიდუალურია და ძაღლის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ამიტომ, ექიმი, რომელიც ატარებს პროცედურას, აუცილებლად მიგითითებთ შემდეგი ვიზიტის დროს აღნიშნული პროცედურისთვის. დიდი ხნის დაგროვილი სეკრეტი, სწორი ნაწლავის ანთებითი პროცესები, ასევე სხვადასხ­ვა დაავადებები, ალერგიები და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა, იწვევს პარაანალური ჯირკვლების ანთებას.

– როგორ უნდა მივხ­ვდეთ ანთების საწყისს? რა მაჩვენებლებით გამომჟღავნდება ის?

– პარაანალური ჯირკვლების ანთების ნიშნებია – ქავილი, მოუსვენრობა, მტკივნეულია კუდის მიდამოში შეხ­ება. პარანალური ჯირკვლების ანთება ასევე იწვევს ბეწვის გაცვენას სხეულის უკანა ნაწილსა და უკანა კიდურებზე. თუ მეპატრონე მიაკითხ­ავს ექიმს აღნიშნული დაავადების საწყის სტადიაზე, მაშინ მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ პარაანალური ჯირკვლების გაწმენდით, სპეციალური კათეტერის დახ­მარებით, ანუ, რეაქტიული გამორეცხვა ტარდება საანესთეზიო და ადგილობრივად მოქმედი საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული პროცედურები გრძელდება 5-7 დღე.

– თუ ცხოველი დაავადების საწყის ეტაპზე არ მივუყვანეთ ვეტერინარს, ამ შემთხ­ვევაში რა შეიძლება, მოხ­დეს?

– სამწუხ­აროდ, თუ დაავადების საწყისი ეტაპი შეუმჩნეველი დარჩა, შეიძლება, ჩამოყალიბდეს პარაანალური ფისტულები, რომელიც ვითარდება ჯირკვლის შიგნით. მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის გამო სკდება ჯირკვლის კედელი და ზიანდება კანი, რაც საჭ­იროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას. ვეტერინართან ვიზიტის დროს დადგინდება ჭრილობის და ფისტულის ზომა, გასუფთავდება ჩირქის, სისხ­ლის კოლტების, ბეწვისა და ფეკალური მასებისგან. ვეტერინარი დაამუშავებს ანტისეპტიკური საშუალებებით, რექტალური სანთლებით, მალამოებით, სისტემური ანტიბიოტიკებით და მოაცილებს დაავადების გამომწვევ მიზეზს.

პარაანალური ჯირკვლების ანთებამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს – დააზიანოს ორგანიზმის სხვა სისტემები, რისი მკურნალობაც უფრო რთულია.

– რა რჩევას მისცემთ ძაღლის მფლობელებს?

– თუ გყავთ ძაღლი და მასზე გული შეგტკივათ, დაიმახ­სოვრეთ, რომ მკურნალობასთან შედარებით, პროფილაქტიკა ყოველთვის იაფი ღირს. ამიტომ, თქვენი ოთხ­ფეხა მეგობარი აუცილებლად დროულად მიიყვანეთ ვეტერინართან.


скачать dle 11.3