კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაჩუმდე, თუ...


ნათქვამია: „სიტყვა – ვერცხ­ლია, დუმილი – ოქრო“, ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ დუმილი გაცილებით მომგებიანია, მით უფრო მაშინ, როცა საკუთარი სიმართლის მტკიცებას ისევ თქვენთვის მოაქვს ზიანი. ზოგჯ­ერ მართლა არ იცით, რა ჯობია გაჩუმდეთ თუ მოურიდებლად გამოთქვათ თქვენი აზრი, ანუ, თქვათ ის, რასაც მართლა ფიქრობთ – შეულამაზებლად და გულწრფელად. საკმაოდ ხშირად ადამიანები სიტუაციიდან გამომდინარე ცრუობენ, მაშინაც კი, როცა ხვდებიან, რომ კარგად არ იქცევიან. ასეთ დროს ან რცხვენიათ ჩადენილი საქციელის, ან, უნდათ, რომ სიმართლით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინონ. იმისთვის, რომ სიმართლესა და სიცრუეს შორის მდგარი, უხ­ერხ­ულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და ეს თქვენს ურთიერთობებზე საყვარელ ადამიანებთან არ აისახ­ოს, უნდა გახ­სოვდეთ:

* მკვეთრად გამიჯ­ნეთ „თქვენი“ და „სხვისი“ საქმე: ნუ ჩაყოფთ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმებათ და ნუ ეცდებით, მოაგვაროთ პრობლემა, რომელსაც უთქვენოდაც მოაგვარებენ.

* შეგიძლიათ, სიმართლე თქვათ და, უნდა თქვათ კიდეც, ოღონდ, მსუბუქად, იუმორითა და ღიმილით, რათა მან სიმწვავე დაკარგოს.

* ყველაზე მთავარი: პატივი ეცით სხვის გრძნობებს და შეეცადეთ, ჩასწვდეთ მათი საქციელის მოტივებს. მაშინ თქვენი სიმართლე აუცილებლად შეიცვლის მიმართულებას და პოზიტიური გახ­დება.


скачать dle 11.3