კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ექსპერიმენტებზე მიდიან ბიჭოლა და მისი პირველი მოდელი – სლეში და რატომ მუშაობდა ბიჭოლას პირველი სახე აეროპორტში მტვირთავად


ექსცენტრიკული და ყველასგან განსხ­ვავებული ბიჭ­ოლა თეთრაძე, „ჯორჯ­იან ფეშენ ვიქზეც“ ქართული რეალობისთვის შოკისმომგვრელი კოლექციით წარდგა. სხეულზე ეგრეთ წოდებული „ელასტიკივით“ მომდგარი შარვლები, ავტომობილის სავარძლის უხ­ეში ქსოვილები და კამეას ფერები, უცნაურ და საინტერესო სინთეზს ქმნიდა. ბიჭ­ოლას კოლექციის სახე, ეგრეთ წოდებული „ფირსტ ფეისი“ – ლაშა სამადალაშვილი, იგივე „სლეში“ მოდის სფეროში სწორედ დიზაინერის დახ­მარებით მოხ­ვდა და უცნაური კოლექცია უცნაურად და პროფესიონალურად წარმოადგინა.


ბიჭ­ოლა თეთრაძე: დღეს დამთავრდა „ჯორჯ­იან ფეშენ ვიქი“, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემი ექსკლუზივი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ „თბილისელებს“ რჩებათ და ის, რომ მამაკაცის კოლექციაზე ვმუშაობდი, ამაზე სწორედ თქვენს ჟურნალში დაიწერა პირველად. კოლექციის „ინსპირეიშენ“ ანუ შთაგონება ლონდონში მოვიდა. მისი საბოლოოდ დახ­ვეწა და საბოლოო სახ­ის მიცემა ბებიას ნაქონი კამეის დამსახ­ურებაა. მან საოცრად იმოქმედა ჩემს ფანტაზიაზე, რომლის შედეგადაც დაიბადა იდეა „გამეკეთებინა“ ინტელიგენტი, ცოტა ჰიპური და ექსცენტრიკული მამაკაცი. ეს კოლექცია მე და მაიკო სამხ­არაძემ ხელით გავაკეთეთ. სამოსის შექმნაში გამოყენებულია ავტომობილის სავარძლის შესაკერი ქსოვილი, ხავერდი და ასევე ტრიკოტაჟი. გამოყენებულია კამეა და ძალიან ნაზი ბაფთები, რომლებიც ამ უხ­ეშ კონსტრუქციებს და ქსოვილებს დააბალანსებს და გააწონასწორებს. ფერებით კამეასთან არის დაკავშირებული – ნაზი და პასტელური. ტანზე მომდგარი შარვლები წმინდა ბრიტანული სტილია და ბოლომდე ამ სტილს „ვაწვები“. ფეხ­საცმელიც ბრიტანულ სტილშია შექმნილი. ცოტა მოპანკო და ბოჰ­ემური ამბავი ისეა გაკეთებული, რომ მამაკაცი თან ინტელიგენტი და საოცრად „სვეცკიც“ იყოს.

– შენი კოლექციის სახე რამდენად ინტელიგენტი და „სვეცკია“?

– იცი რა, მიუხ­ედავად მისი „სიბომჟისა“, შე „ბომჟო“ (მიმართავს სლეშს), ინტელიგენტი, ანუ განათლებული და გონიერი ნამდვილად არის. (იცინიან) სლეში „ვიპოვე“ ქუჩაში. უფრო სწორად რესპუბლიკის მოედანზე იყო რბოლა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. იქ ვნახე პირველად. სიცხ­ეში სკეიდბორდით დადიოდა ბიჭი, რომელსაც ის მონაცემები ჰქონდა, რაც მოდის სფეროში ძალიან მოსწონთ – ცოტა სიუხ­ეშე და სიველურე გარეგნობაში, შემდეგ ლაშას ვურჩიე, რომ მოდის სფეროში ძალები მოესინჯა. თუმცა, ეს იდეა არ აუტაცებია.

– ანუ, ჩაჩაჩული შარვალი, სკეიდბორდი, ვიღაც ჰიპი, უცებ მოდელი უნდა გამხ­დარიყო?

– ასე გამოდის. (იცინიან) არა, რა სისულელეა, ძალიან კარგი ბიჭ­ია, მაგრამ ერთი შეხ­ედვით, ცოტა უცნაური, „ბომჟური“ ჩანდა. ლონდონიდან რომ ჩამოვედი, კოლექცია უკვე თავში მქონდა. სლეშს ვკითხე, იყო თუ არა მზად შეეცვალა იმიჯი და მას შემდეგ, რაც მისგან დადებითი პასუხი მივიღე, მოვაწყვე ჩემი კოლექციის პრეზენტაცია.

– რა იმიჯი ჰქონდა?

– თმის ვარცხ­ნილობა შევუცვალე, ჩაცმის სტილი, გადაღებებსა და ჩაწერებზე ისე „ბომჟურად“ აღარ ეცვა (იცინიან), დაიხ­ვეწა და დღეს მგონია, რომ მზად არის, ამ პროფესიას უფრო სერიოზულად მოეკიდოს, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. ძალიან ნიჭ­იერია, არაჩვეულებრივად პოზირებს ობიექტივის წინ. ძალიან რთულია, თბილისში ახ­ალი ცხოვრება იოლად მიიღო. ვერ ვიტყვი, რომ მასაც გაუადვილდა, ჯიუტობს, რაღაცეების გაკეთება არ უნდა, სულ წუწუნებს, მაგრამ ბევრი დადებითიც აქვს. მთავარია, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და ლაშასაც სჯერა. ძალიან განათლებულია, მომწონს მისი შეხ­ედულებები. რაც მთავარია, არის თბილისელი თინეიჯ­ერი, რომელიც ეძებს თავისუფლებას.

– ლაშა, მომიყევი მოდელობამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?

ლაშა სამადალაშვილი: ძალიან ბევრი რამ. „ბომჟი“ არ ვყოფილვარ (იცინიან). ამ თემაზე სულ ვხუმრობ ხოლმე. არ მაცვია ჭუჭ­ყიანი ტანსაცმელი, ხშირად ვბანაობ. თუ პაპანაქება სიცხ­ეში, გრძელი თმით, წელს ზევით შიშველი სკეიდბორდით ქუჩებში სეირნობ, ეს არ ნიშნავს, რომ „ბომჟი“ ან ჰიპი ხარ. თბილისური რეალობაა ისეთი, რომ, თუ გინდა კაი ტიპი იყო, ერთ დონეზე გადაპარსული თმით უნდა იარო, ჩაცმულიც ერთი და იგივე სტილში უნდა იყო. ასეთ ადამიანებს ბრბოს და მასას ვუწოდებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასას გამოვეყავი და არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი სამეგობროც. ბიჭ­ოლამ სწორად აღნიშნა, თავისუფლებას ვეძებთ, გვიყვარს თავისუფლება და არ გვაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს ან იტყვის ჩვენზე, თუნდაც ვიღაც გამვლელი.

– ოდესმე გიფიქრია, რომ შენი გარეგნობით სამუშაოს იპოვიდი?

– მეგობრები ამას ხშირად მეუბნებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ხუმრობად ვიღებდი. როდესაც ბიჭ­ოლა მოვიდა და მოდელობა შემომთავაზა, მასზეც ასე ვიფიქრე, თუმცა, ორი-სამი დღის მერე რომ დამირეკა და „იმიჯ-ცენტრში“ მიმიყვანა, მივხ­ვდი, ეს ყველაფერი სერიოზულ სახეს იღებდა. მაგრამ, ეს სფერო საქართველოში ისე არ არის განვითარებული, რომ მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. ამჟამად ვსწავლობ კინო-ტელე-საოპერატოროზე, მაგრამ, კინოც არ არის ჩვენთან განვითარებული.

– ნანახი მაქვს შენი ფოტოები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად პოზირებ. ბევრი სიმპათიური ბიჭ­ია, მაგრამ ისინი კამერასთან სულ იკარგებიან. ეს შენი თანდაყოლილი ნიჭ­ია?

– სახ­ლში სარკის წინ არასდროს ვმდგარვარ და მიმიკის დაყენებაში არ მივარჯ­იშია. ამიტომ, მაინც ვფიქრობ, ეს ბუნებრივად გამოდის...

ბიჭ­ოლა: ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯიჯ­ის. ახ­ალგაზრდა მოდელისთვის, როგორიც ლაშაა, ძალიან დიდი გამოცდილებაა ასეთ პროექტებში მონაწილეობა.

– რატომ „სლეში“?

ლაშა: სლეში „განს ენდ როუზის“ გიტარისტის სახ­ელია, რომელსაც ჩემი მეგობრების უმრავლესობა მამსგავსებს. თან, ისიც ჩემსავით ძალიან ბევრს ეწევა.

– ფოტოების გადაღების დროს შევამჩნიე, რომ ბევრ რაღაცაში გეწინააღმდეგება, ანუ ტიპურ ქართულ ხასიათს მაინც ავლენს.

ბიჭ­ოლა: გეთანხ­მები. არ ვიცი, რატომ ხდება ეს, თავს იგიჟიანებს თუ მართლა გიჟია, მაგრამ ცოტა „ნინარმალნია“. ვერ ვხვდები, ბოლომდე მოსწონს თუ არა ის, რასაც აკეთებს. ყველაფერს აკეთებს, ოღონდ ძალიან ბევრი ბუზღუნის შემდეგ და თან, გამოსდის. რა ხდება, ვერ ვხვდები.

– ლაშა მგონი, ბოლომდე არ გაქვს გადაწყვეტილი, გინდა თუ არა ეს საქმე.

– იცი, რა მომენტია?! ერთი ისიც არის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, მინდა თუ არა ამ საქმის კეთება, არ მიმიღია. მეორე ის, რომ ვერ ვხვდები, როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში – აი, თუნდაც აქ, თქვენთან ინტერვიუზე რა მინდა და როგორ მოვედი. მესამე კი ისაა, ფეხი შევდგი თუ არა, ძალიან სერიოზულად დამაინტერესა. უბრალოდ, საკუთარ თავში არ ვარ დარწმუნებული. არ ვიცი, კარგად გამომდის თუ არა ის, რასაც ვაკეთებ. მრავალფეროვნება მიყვარს და აქ ამიტომ ვარ. მრავალფეროვნების გამო წავედი და აეროპორტში მტვირთავად დავიწყე მუშაობა. თვე-ნახ­ევარი ვიმუშავე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ვმუშაობდი ტელევიზიებში სტაჟიორად. როკ-ბენდში ვიყავი. მუსიკასაც ვწერ. რამდენიმე თვე „სკეიდით“ ვიყავი გატაცებული, რამდენიმე თვე – „დაუნჰ­ილით“, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ახ­ლა „შემჯ­დარი“ ვარ ვიდეოებისთვის მუსიკის დაწერაზე. საუნდტრეკებზე ვმუშაობ. სახ­ლში ჩემთვის წყნარად ვზივარ და რაღაცეებს ვაკეთებ. კიდევ, ვაპირებ ჩემს სარდაფში თონის გაკეთებას, ცოტა შემოსავალი რომ მქონდეს. ასევე სადმე, უცნაურ ადგილას მუშაობის დაწყებაც მინდა, მაგალითად, როგორიც აეროპორტი იყო და პარალელურად მოდელობასაც მივხ­ედავ.

– ბიჭ­ოლ, რატომ ისევ ასეთი ექსცენტრიკულობა და კიდევ ერთი ჭორებისა და სკანდალის საფუძველი ხალხ­ისთვის. მამაკაცების კოლექცია ქუჩაში ნაპოვნი მოდელის სახ­ით?

– ლონდონში სწავლის პერიოდში „მენსვეარის“ კურსებს გავდიოდი და შესაბამისად, მინდოდა, ამ ცოდნას პრაქტიკული სახე მიეღო. რაც შეეხ­ება ლაშას, მას ძალიან საინტერესო გარეგნობა აქვს. თანაც ახ­ალი სახ­ეა და მიყვარს ექსპერიმენტები. არიან დიზაინერები, რომელთაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე „ფირსტ ფეისი“ ჰყავთ, მაგრამ სხვადასხ­ვა სეზონზე მგონია, რომ ჩემს პირველ სახ­ეებს „გავაფრეშებ“ და ახ­ალ აღმოჩენებს გავაკეთებ. ჩემი მიზანია, კარგი ტიპაჟი არ დაიკარგოს.

– მოდელ ბიჭ­ებს ქუჩაში თუ იპოვი, რადგან სამოდელო სააგენტომდე ძალიან ცოტა თუ მივა.

– დღეს ქართულ რეალობაში მოდასა და ზოგადად შოუ-ბიზნესში ფული არ არის. როდესაც მოდელს მინიმალური ჰონორარიც კი არ აქვს, რომელ სააგენტოებზეა საუბარი.

– ლაშა, შენ თავად როგორ მოგწონს ის, რასაც ბიჭ­ოლა აკეთებს?

– ძალიან საინტერესო და უცნაურია, ორიგინალური. ჯერ მარტო ავტომობილის სავარძლის ქსოვილს რომ გამოიყენებ, რაღაზეა საუბარი?! მაგრამ, არ მგონია, რომ ქართულ რეალობაში ის, რასაც ბიჭ­ოლა აკეთებს, ვინმემ ჩაიცვას, არც ყოველდღიურად და არც განსაკუთრებულ დღეებში. შეიძლება, წლების შემდეგ ასე იყოს, მაგრამ დღეს, არ მგონია.

ბიჭ­ოლა: ზოგადად, ეს კოლექცია არ არის ლაშას ტიპის ბიჭ­ებზე გათვლილი, სხვა მიმდინარეობაა. იცი, რა მიკვირს? ბევრმა თქვა, ეს კოლექცია პრეტ-ა-პორტეს ფარგლებს სცდებაო. მაგრამ, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად პრეტ-ა-პორტეა. ვინც ამაში ოტ-კუტიურის ელემენტებს ხედავს, ეს მისი პრობლემაა. ბევრი ისეთი დეტალია, თუნდაც ფეხ­საცმელი, პიჯ­აკი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ჩვეულებრივად ჩაიცვამ.

ლაშა: ნელ-ნელა ამ ყველაფერში ვერკვევი. პირველად სააგენტოში, რომ მივედი, დეფილეს თუ რაღაც ეგეთს, ვსწავლობდით. მითხ­რეს გაიარეო, გავწითლდი, საშინლად ვინერვიულე, ვერ მივხ­ვდი, როგორ უნდა გამევლო (იცინიან). პირველი დღე ძალიან უცნაური იყო. სირცხვილად მიმანჩდა, ბიჭი რომ ასე დადიოდეს, მაგრამ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოიხ­სნა. სულ განვიცდი, რაღაც „კლიშეების“ არსებობას საქართველოში და მიყვარს პროვოკაციებზე წასვლა, სტერეოტიპების დანგრევა. ამიტომ დავრჩი ამ სფეროში. დღეს კი უკვე მივხ­ვდი, რომ ეს ძალიან დიდი ხელოვნებაა.


скачать dle 11.3