კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „კლანი“ აქვთ შექმნილი „ნექსტ ლეველის“ წევრებს და სად „ბომბავენ“ ისინი რუსებს


სრულ ენთუზიაზმზე დაწყებულმა საქმემ ჯგუფი „ნექსტ ლეველი“ შემოქმედების ახალ საფეხურზე გადაიყვანა და საქვეყნოდ ცნობილი გახადა. აქედან გამომდინარე მათ შეუძლიათ, თამამად თქვან, რომ ნებისმიერ საქმეს მოაქვს შედეგი, რომელიც ძალიან გიყვარს და წარმატების გჯერა. ჯგუფ „ნექსტ ლეველში“ ექვსი მოცეკვავეა: გიორგი ახალაძე, ზურა მამისაშვილი, იკა ლომიძე, გიორგი კახნიაშვილი, გაია კეროპიანი და ამიკო სამადაშვილი, თუმცა ჩვენთან შეხვედრა მხოლოდ ჯგუფის ლიდერმა, ამიკო სამადაშვილმა და ერთადერთმა გოგონამ – გაია კეროპიანმა შეძლეს და იმის შესახებ გვიამბეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი „გავარსკვლავებამდე“.


ამიკო სამადაშვილი: დიდი ხანია, რაც ამ საქმით ვართ გატაცებული. ბავშვობიდან მომწონს ეს სტილი, მაგრამ „ბრეიკ დანსით“ სერიოზულად 17 წლის ასაკიდან დავინტერესდი. თან, პარალელურად სულ ვეძებდი ადამიანებს, რომლებსაც ჩემსავით ეყვარებოდათ ეს სახეობა. საერთოდ, ხომ იცით, როგორ ხდება – კარგად რომ ეძებ, აუცილებლად პოულობ. ადრე „შავ პრინცს“ სტუდია ჰქონდა თბილისში. ჩვენ რუსთავიდან ვართ. ალბათ, იცით, სად დავდიოდით ახალგაზრდები – იქ, სადაც „ბრეიკ დანსის“ ცეკვის საშუალება იყო. არა შესწავლა, არამედ, უბრალოდ, მისვლა და ცეკვა. იქ შევხვდით ყველანი ერთმანეთს, დავდიოდით და, რასაც გვინდოდა, ვაკეთებდით.

– „ფრი სთაილი“ როდის „მოვიდა“?

– „ფრი სთაილით“ უკვე ვიყავით დაკავებული. ყველა ილეთს, ზოგადად ცეკვას, ინტერნეტის საშუალებით და ფილმებიდან ვსწავლობდით, აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ყველას დახმარების გარეშე შევისწავლე ეს ცეკვა, რუსთავში სტუდია შევქმენი და მოგვიანებით უკვე მოსწავლეებიც გამოჩნდნენ. გაია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოსწავლე (იცინიან).

– შეიძლება, ნიჭი გაქვს, მაგრამ თეორიული ცოდნა მაინც საჭიროა?

– რა თქმა უნდა. იმ ქვეყნებში, სადაც ცეკვის ამ მიმდინარეობის შესწავლა პროფესიულ დონეზე ხდება, მას ეტაპობრივად, ძალიან ნელა სწავლობენ. ძალიან დიდი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. საქართველოში ამის საშუალება არ იყო და ამიტომ, ვეცადე, რომ ნანახიდან ყველა ნიუანსი დამეჭირა და ძალიან ბევრი მესწავლა. მით უმეტეს, რომ თითოეულ მოძრაობას, ილეთს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ანუ, ისე არ არის – ავდექი და თავზე დავტრიალდი. ყველა ილეთს სათითაოდ შესწავლა და დახვეწა სჭირდება. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ დღემდე მოვედით.

– გაია, შენ როგორღა მოხვედი ამ გაუგებრობაში?

გაია კეროპიანი: ბავშვობიდან დავდიოდი ლათინურ ცეკვებზე. შემდეგ თავი დავანებე, მაგრამ სახლში ჯდომა არ მინდოდა. ამიტომ, მივედი „ფრი სთაილსა“ და „ბრეიკ დანსზე“. მომწონდა ეს სტილი. მივედი, თავი გამოვიჩინე და ჯგუფშიც აღმოვჩნდი.

ამიკო: ძალიან სპეციფიკური ცეკვაა. შეიძლება, ქართულს ან ლათინურს ძალიან კარგად ცეკვავდე, მაგრამ „ბრეიკ დანსში“ ვერაფერი გააკეთო. თავიდანვე ამ მიმართულებით უნდა იზრდებოდე. შეიძლება, გადასარევი პლასტიკა მაქვს, მოძრაობას ვახერხებ, მაგრამ „ქართულს“ ვერასდროს ვიცეკვებ. იმ ხაზითაა განვითარებული ჩემი სმენა, რიტმი, მოძრაობა, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებ ამის გაკეთებას. აქ სერიოზული ფიზიკური მომზადება გჭირდება, როგორც სპორტსმენს და არა როგორც მოცეკვავეს, რაც სხვა სტილის მოცეკვავეებს არ სჭირდებათ. „ბრეიკ დანსის“ და „ფრი სთაილის“ სამოცდაათი-ოთხმოცი პროცენტი აკრობატული ილეთებია. თვითონ „ბრეიქ დანსიც“ მიმართულებებად არის დაყოფილი. არსებობს „სთაილი“ და „პავერ მუსი“. „სთაილი“ ნიშნავს იმას, რომ შენ მიერ მოგონილ ილეთებს აკეთებ, ხოლო „პავერ მუსში“ ძალიან ბევრი აკრობატული ილეთია. ამას ფიზიკური მომზადებაც უნდა და დარბაზიც, სადაც ვარჯიშს შეძლებ. მაგრამ, „ფრი სთაილი“ უფრო პოპულარულია, რადგან იქ შენი ინდივიდუალური რაღაცეები მეტია, საკუთარ თავს უფრო წარმოაჩენ.

– ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე „ბრეიკ დანსის“ ცეკვა, შენელებულ რიტმში და გაოცებული დავრჩი. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ისე რთულია ის ილეთები, რომლებსაც ჩვენ სამწუთიან დადგმაში ვხედავთ და მოგვწონს. თქვენ თუ აღიქვამთ თქვენს განსხვავებულობას?

– რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულად შესასრულებელი ილეთებია, რომლებიც რამდენიმე წუთის განმავლობაში შენ თვალწინ, როგორც შოუ, ისე ჩანს. თუმცა, წარმოუდგენელი არაფერია, უბრალოდ, სერიოზული ფიზიკური მომზადება გჭირდება. თქვენ მიერ ნანახ ერთ ილეთს რამდენიმე ადამიანი თვეების განმავლობაში ამუშავებს. დეტალურად არის გათვლილი ყველა მოძრაობა და წონის სწორად გადანაწილება, რადგან ერთი პატარა შეცდომა ილეთის გაფუჭებას გამოიწვევს.

– გარდა იმისა, რასაც შოუში ვხედავთ კიდევ რას საქმიანობთ?

– გარდა ცეკვისა, გატაცებულები ვართ ვირტუალური სამყაროთი. ჯგუფის ყველა წევრი ინტერნეტში ვთამაშობთ ერთსა და იმავე თამაშს. მთელი დღის განმავლობაში ერთად ვართ, სულ ვვარჯიშობთ და საღამოს, სახლში გვიან მისულები, უკვე კომპიუტერში ვართ ერთად. „ულტიმა ონლაინი“ ჰქვია თამაშს, რუსეთის სერვერზე ვთამაშობთ და, არ იცით, რა ხდება. ჩვენი „კლანი“ გვაქვს და იქაც „ნექსტ ლეველი“ გვქვია, გვაქვს სახლი და გააფთრებით ვებრძვით რუსეთს. ჩვენი სახელწოდებაც აქედან მოდის – იქაც „ლეველები“, ანუ დონეებია. მოგვეწონა ეს სახელი და ავირჩიეთ, კომპიუტერშიც ერთად ვართ და ცხოვრებაშიც.

– ესე იგი, თავისუფალ დროს რუსეთის „დაბომბვით“ ხართ დაკავებული. უგებთ მაინც?

– ძალიან დაძაბული სიტუაციაა, ხან ისეა, ხან – ასე. ვებრძვით ერთმანეთს და არაფერს ვთმობთ (იცინიან). აქაც ჩვენი ჯგუფის წევრები ვართ. ცალკე „ნიჭიერის“ მოგება გვინდა და ცალკე – ამ თამაშის.

– სწავლობთ?

გაია: მე ჯერ სკოლაში ვსწავლობ. ჯგუფში კიდევ ორი მოსწავლე გვყავს.

ამიკო: მე დავამთავრე, მაგრამ არსად არ ჩამიბარებია. ზუსტად ვიცოდი და ვიცი, რომ ეს სწორედ ისაა, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდა. მშობლებმა თავიდან ცოტა კი გაიკვირვეს და ამის გამო მსაყვედურობდნენ, მაგრამ მერე შეეგუვნენ და გაგებით შეხვდნენ ამ ამბავს. მიხვდნენ, რომ, ამის გარდა არაფრის კეთება არ მინდა. დედაჩემმა მითხრა, ამისთვის ხარ დაბადებულიო. ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა, „ნიჭიერი“ იქნებოდა ეს თუ სხვა რამე, ჩვენ სიტყვას მაინც ვიტყოდით.

– მოცეკვავეების ჯგუფი ბევრი იყო. როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ აგირჩიეს?

– ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რაც გეგამ თქვა არ გვყავს პედაგოგი და ყველაფერს საკუთარი შესაძლებლობებითა და ფანტაზიით ვაკეთებთ. გპირდებით, რომ მესამე ეტაპზე დაუვიწყარ შოუს გაჩვენებთ, უფრო ახალს, ახალი ელემენტებით, ტრანსფორმაციითა და ეფექტებით. ძალიან ბევრს ვსწავლობთ და წინ მივდივართ.

– რაიმე შემოსავალი გაქვთ?

– არა. რამდენიმე მოსწავლე მყავს და ეს მინიმალური შემოსავალია. დედიკოების და მამიკოების ხარჯზე ვახერხებთ დარბაზის დაქირავებას, ვქმნით კოსტიუმებს. მხოლოდ და მხოლოდ ორ კლიპში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ახლა და ახლა იგებენ, რომ ასეთი ჯგუფი არსებობს და, იმედია, გამოიყენებენ ჩვენს შესაძლებლობებს კონცერტებსა და კლიპებში.

– ქუჩაში არ გაგიოცებიათ ვინმე თქვენი შესაძლებლობებით?

– რა თქმა უნდა. გვიცეკვია ქუჩაშიც და ეს ძალიან მოსწონებიათ. კონცერტებზე კლუბში სულ მოდიან ხოლმე და გვიყურებენ, როგორ ვცეკვავთ, ყურადღების ცენტრში ვექცევით – ასეთ მოძრაობებს არ ელოდებიან ხოლმე. როდესაც მაყურებლებს შორის ასეთ ცეკვას ხედავ, აკრობატულ ილეთებს, ორი გუნდის შეჯიბრებას, ეს ულამაზესი სანახაობაა და თვალს ვერ წყვეტ.

– შეჯიბრება აქ ხშირად ხდება?

– ეს დუელები ანუ „ბათლები“, ქართულ ენაზე – ბრძოლა, ამ სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა, ანუ, თუ „ფრი სთაილს“ ცეკვავ, მაშინ უნდა იცოდე, რომ ეს ამ სტილის ჩვევაა. ყველა, ვინც ამ სტილს ცეკვავს, ერთმანეთის კონკურენტია. შენც ჩემი კონკურენტი იქნები, თუ „ფრი სთაილს“ იცეკვებ – ასეთია წესი. ერთმანეთში „ბათლი“ თუ არ გაქვთ, მაშინ არ ხართ ნამდვილი „ფრი სთაილები“. გამარჯვებულს ან მსაჯი ავლენს, ან – მაყურებლის ოვაციები.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

გაია: შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მეგობრები სულ ეჭვიანობენ, რომ მთელ დროს ჯგუფის წევრებთან ვატარებ, ოცდაოთხი საათი მათთან ერთად ვარ.

ამიკო: თამამად ვიტყვი, რომ ჩემი შეყვარებული – ცეკვაა. არ მაქვს პირადი ცხოვრება, სერიოზულად ვამბობ, მეტი არაფრით არ ვარ დაკავებული.

– კლუბებში თუ დადიხართ?

– დავდივართ და ძალიან სასიამოვნოა იქ ცეკვა. სხვათა შორის, ერთ-ერთი კლუბიდან დაგვირეკეს და გვთხოვეს, კვირაში ერთი დღე მათთან რამდენიმე ნომერი შეგვესრულებინა. არიან „გოუ-გოუ დანსერები“, მაგრამ ისინი, უბრალოდ ცეკვავენ, თუმცა როდესაც „ფრი სთაილსა“ და „ბრეიკ დანსს“ ცეკვავ, სულ სხვა ეფექტი აქვს, სიტუაციას უცებ „ქოქავ“ და ყველა ცეკვის ხასიათზე მოდის.


скачать dle 11.3