კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პათოლოგის ყანწით გალახული თამადა, დაბადების ადგილისთვის ნაცემი თბილისელი ავტორიტეტი და კაი ბიჭის კუჭით შეურაცხყოფილი ბულგაკოვი


თბილისში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველა ცნობს, რომელთა სიტყვასაც ფასი აქვს და ისინი ისტორიას თავისი ცხოვრების სტილით და საქციელით შემორჩებიან. ამ ქალაქში არ არსებობს ადამიანი, ვისაც მსახ­იობი გიორგი გურგულია არ უყვარს. მას პატივს სცემენ და თავის დროზე მისი ჩხუბები ამბებადაც კი დადიოდა. ახ­ლა ამ ამბებს, თბილისელ კოლორიტებთან და უბრალოდ, კაი ბიჭ­ებთან გატარებულ დღეებს სიამოვნებით და გულის კუნჭ­ულში ტკივილითაც კი იხ­სენებს, რადგან უმეტესობა ამ ბიჭ­ებისა, სამწუხ­აროდ, დღეს ცოცხ­ლები აღარ არიან.

გიორგის ბევრი სკოლის გამოცვლა მოუხ­და. ჩხუბის გამო რიცხ­ავდნენ და თითქმის ყველა უბნის სკოლა მოიარა. როგორც თავად ამბობს, ყველა უბანი განსხ­ვავებული იყო, თავისი გაგებით, კოლორიტული ადამიანებით და გაწევ-გამოწევითაც კი.


ყანწით გალახ­ული თამადა და წყობიდან გამოსული პათოლოგი მსმელი

ერთი კოლორიტი თამადა იყო. მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა ერთ რამედ ღირდა. მოკლედ, ერთ დღესაც თამადად მიიპატიჟეს. დალია დიდი ყანწით სადღეგრძელო, ისევ შეავსო ყანწი ღვინით და ერთ-ერთ თანამოსუფრეს გაუწოდა. იმ კაცმა ხმადაბლა უთხ­რა, ვერ დავლევ თამადა ბატონო, გული მაწუხ­ებსო. თამადამ რიხ­იანად შესძახა, რა იყო შე კაი კაცო, გული ჩვენც გვაწუხ­ებს, მაგრამ მაინც ვსვამთ, გული აბა, რისი გულია, თუ არ შეგაწუხა ადამიანიო. იმ კაცმა ისევ ჩუმად მიუგო, არა ბატონო, მარტო გული კი არა, ღვიძლიც მაწუხ­ებს და ვერ დავლევო. გადაირია თამადა, რას ჰქვია ღვიძლი გაწუხ­ებს, რომ გეუბნები, გამომართვი ეს ყანწი და დალიე, ჩვენც გვაქვს ღვიძლი, მაგრამ ვსვამთო. შეწუხ­და ის კაცი და ისევ უთხ­რა, ვერ გეახ­ლებით, ნაღვლის ბუშტი მაწუხ­ებს და აქვე მოვკვდები, ეგ რომ დავლიოო. თამადა თავისას უბერავს, ერთ დღეს ჩვენც კი მოვკვდებით, გამომართვი ეს ყანწი ჩამომძვრა ხელები, ჩვენც გვაქვს ნაღვლის ბუშტი, ვსვამთ, მაგრამ ჯერ ცოცხ­ლები ვართო. მოკლედ არ მოეშვა. ბოლოს იმ კაცმა ყურში ჩასჩურჩულა თამადას: ნუ დამაძალებ შენი ჭირიმე, პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს, სულ მაგიჟებს სასმელი და გაპათოლოგება ამდენ ხალხ­ში არ მინდაო. გაეცინა თამადას, კარგი რა, ჩვენზე გიჟი როგორ იქნები, ნუ გეშინია, შენ დალიე და ჩვენ აგიტანთო. მოკლედ, თავი ვერაფრით დაიხ­სნა იმ კაცმა და ბოლოს და ბოლოს, მიიტანა პირთან ეს დიდი, სავსე ყანწი. მოიყუდა... შეისვენა... გააგრძელა დალევა და დაცალა თუ არა, მოკიდა ბოლოში ცარიელ ყანწს ხელი, გააქანა და ისე გლიჯა თავში თამადას, გადააყირავა და ძირს უგონოდ დააგდო. მერე უთქვამთ თურმე, ეს რა ჰქენი ბიჭო, ეს ჩვენი საამაყო, კოლორიტი თამადა როგორ გაიმეტეო. იმას კიდევ თავი უმართლებია, რა მექნა, არ მინდოდა, ვეხ­ვეწე, ვემუდარე, ნუ დამალევინებ, თორემ გავაპათოლოგებ-მეთქი. არ დამიჯ­ერა და კი მიიღო იმ ყანწით „აბაროტიო“.

„რესტორანას“ დახ­მარების გამო დაჭ­ერილი გიორგი გურგულია და კულტურის მინისტრის ჭკვიანური დარიგება

ვაკის პარკში ღია კინოთეატრი იყო. ერთხ­ელ, ხმა გავარდა, „ღია კინოსთან“ „რესტორანას“ იჭ­ერენო. „რესტორანა“ ცნობილი ადამიანი იყო იმ დროს. ბიჭ­ები გამოვცვივდით დასახ­მარებლად. გავიხ­ედეთ, პოლიციის მანქანა დგას, „რესტორანას“ ექაჩებიან, რომ ჩასვან მანქანაში ანუ, ეგრეთ წოდებულ „ჩორნაია ვარონაში“. მივცვივდით დასაცავად და ჩხუბში ჩავებით. პოლიციამ დაანება თავი „რესტორანას“ და ჩვენ მოგვიბრუნდა დასაჭ­ერად. ადრე წყალბურთელი ვიყავი და ძალაც მერჩოდა. ვუწევ წინააღმდეგობას, ვარ ერთ გაწამაწიაში. მიმიყვანენ მანქანასთან, გავშლი ხელებს, ვერ მტენიან. ისევ მიმიყვანენ, მირტყამენ „დუბინკას“ კისერში, ვერ მთიშავენ, ისევ გავშლი ხელს, ვერა და ვერ შემტენეს. დაიგლიჯ­ეს ყველაფერი. გავიხ­ედეთ, მაშინდელი კულტურის მინისტრი, ოთარ თაქთაქიშვილი ცოლთან ერთად სეირნობდა პარკში და შემთხ­ვევით შეესწრო ამ ჩხუბს. პოლიციელებს სთხოვა, მიმიშვით ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი და თავის ფეხ­ით ჩაჯ­დებაო. დაუჯ­ერეს. მოვიდა და მითხ­რა, შვილო, რას აკვლევინებ ამათ თავს ცემით, ჩაჯ­ექი მანქანაში, დაგაკავებენ რამდენიმე საათს და უკან გამოგიშვებენო. მოკლედ, ჩემი ფეხ­ით ჩავჯ­ექი მანქანაში, მიმიყვანეს ვაკის პოლიციის განყოფილებაში, არაყიშვილის ქუჩაზე. იქ ყველა მცნობდა და რომ დამინახ­ეს, გაეცინათ, ისევ შენ მოხ­ვედი, შეხ­ედეთ რა ტიპიაო. მართლაც, დამაკავეს რამდენიმე საათით, დედაჩემი მოვიდა და გამომიშვეს სახ­ლში. სულ გადატყავებული მქონდა კისერი და დაგლეჯ­ილ-დაფლეთილი ხელ-ფეხი. რა ძალა მედგა? კიდევ კარგი შემთხ­ვევით, კულტურის მინისტრი შეესწრო ჩემი და პოლიციის „ბრძოლას“ და ჭკუა დამარიგა. თორემ ხომ გავაგრძელებდით ომს და კაცმა არ იცის, იქ რა მოხ­დებოდა. აი, ასეა, რაც არ უნდა მაგარი ტიპი იყო, ხანდახ­ან ადამიანმა უნდა დაუჯ­ერო ჭკვიანი ხალხ­ის სიტყვას.

სიმართლისთვის ნაცემი თბილისელი ავტორიტეტი ქურდი

დიმა ლორთქიფანიძე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ავტორიტეტი ქურდი გახლდათ. საფრანგეთში ქართველ ემიგრანტთა ოჯ­ახში იყო. მამა რომ გარდაეცვალა, დედამ გადაწყვიტა შვილები საქართველოში დაებრუნებინა. აქ კი ყოფილი ემიგრანტები რეპრესირებულები გახ­დნენ. დედა დაუჭ­ირეს, დიმა ქუჩის ცხოვრებას აჰ­ყვა საარსებო პურის საშოვნელად. მისი ძმა სხვა გზას დაადგა. დიმა რაინდი, ძალიან ნაკითხი, ძლიერი სულის მქონე და ზრდილობიანი ბიჭი იყო. უკან არასდროს იხ­ევდა. სულ ამბობდა, ლაჩარ კაცთან როგორ უნდა იმეგობრო ადამიანმაო. მოკლედ, ერთ დღესაც, დიმა პოლიციამ დაიჭ­ირა და განყოფილებაში უკრა თავი. ჰკითხ­ეს, სად დაიბადეო. უპასუხა, პარიზშიო. გახ­იეს ცემით. კიდევ გაუმეორეს კითხ­ვა, სად დაიბადეო, იმანაც სიმართლე უპასუხა, სად და – პარიზშიო. ისევ ცემეს. მილიციას ეგონა ატყუებდა. სანამ პასპორტი არ ააფარა სახ­ეზე, სიმართლეში ვერ დაარწმუნა. ამ ამბავს მერე ღიმილით იხ­სენებდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცო, სიმართლეს ამბობ და არ გიჯ­ერებენ, არადა, ტყუილი როგორ ვთქვა, ამ ავტორიტეტმა კაცმაო.

„კუდზე დამჯ­დარი“ ინსპექტორი და დაბოლილი ახ­ალგაზრდები

ერთხ­ელ, სამი თბილისელი ძმაკაცი, რომ იტყვიან, კაი ბიჭ­ები, ქუთაისში იყვნენ ჩასულები. იქ მაგარი პატივი სცეს, აჭ­ამეს, ასვეს, დააბოლეს და უკან ბრუნდებიან. წამოსვლისას თან გამოატანეს მოსაწევი, გზაში ისიამოვნეთ ბიჭ­ებოო. მოკლედ, გზაში ისე დაბოლდნენ, რომ მანქანა არ გაუჩერებიათ. ერთ-ერთი ცუდად გახ­და და ძმაკაცს უთხ­რა, სადაც წყაროს დაინახ­ავ, გამიჩერე, ძალიან ცუდად ვარო. მოკლედ, დაინახ­ეს წყარო, გააჩერეს მანქანა, ეს ტიპი გადავიდა. აზრზე მოსასვლელად პირზე წყალი შეისხა. გაიხ­ედა, იქვე, სამთვლიანი მოტოციკლით ინსპექტორი ბიძა დგას. საწყალს გაფუჭ­ებია მოტოციკლი და ვერ ქოქავს. ამ ტიპს სთხოვა, იქნებ ჩამიბათ მანქანაზე და ამა და ამ ადგილამდე მიმათრიოთო. ამანაც უარი არ უთხ­რა და ჩააბა მანქანას ისე, რომ მანქანაში მჯდომები არ გაუფრთხ­ილებია. თვითონ ვერც წყალმა გამოაფხ­იზლა და მანქანაში რომ ჩაჯ­და, ძმაკაცებს უთხ­რა, მე წამოვწვები, რაღაც ვერ ვარ კარგადო. გააგრძელეს გზა. ერთმა გაიხ­ედა უკან და დაიყვირა, არიქა, ბიჭო, ინსპექტორი „გვაზის კუდზეო“. მოუმატეს სიჩქარეს. გაიხ­ედავენ, ისევ „კუდზე აზით“ ის ინსპექტორი. ისევ მოუმატეს სიჩქარეს, ისევ ეწევა. ბოლოს მოიფიქრეს და უცბად დაატორმუზეს. ინსპექტორი, თავისი სამთვლიანი მოტოციკლით, ჯერ მათ მანქანას შეასკდა, მერე ზემოდან გადააფრინდა და ხევში გადავარდა. გადმოცვივდნენ დაბოლილი ბიჭ­ები, ეგრევე აზრზე მოვიდნენ, გადახ­ედეს ხევში გადავარდნილ ინსპექტორს და გადასძახ­ეს: რა გინდოდა, ბიძაჩემო, რას გვერჩოდი, შენი ცოდვაღა გვინდაო. იმან იქიდან ამოსძახა მიკნავებული ხმით: მე გერჩოდით თუ თქვენ მერჩოდით, რა გინდოდათ, თუ საქმე გამიკეთეთ და ჩამიბით, მოგეყარათ ბარემ მარილი და ბოლომდე მიგეყვანეთო.

ბუნებრივი მოთხ­ოვნილებით შეყვარებულთან შერცხ­ვენილი კაი ბიჭი და რუსეთ-საქართველოს შორის კუჭ­ით ჩაგდებული „ჩორტი“

თბილისში ერთი კაი ტიპი ცხოვრობდა. ფულიც ჰქონდა, სახ­ელიც, სიმპათიურიც იყო, კარგი ოჯ­ახ­იშვილიც და თავისი სიტყვა ყველგან ეთქმოდა. დიდი ხანი მოსწონდა ერთი მოსკოველი გოგონა, რომლის ოჯ­ახ­იც კულტურის სფეროში ყველას იცნობდა და მათ ოჯ­ახ­ში ხშირად იყრიდნენ თავს მაშინდელი ცნობილი სახ­ეები. მამამისი მიხ­ალკოვის ძმაკაცი იყო. ამ გოგოს საქმრო ჰყავდა და გამორიცხ­ული იყო მასთან რაიმე კავშირის დამყარება. არადა, იმ გოგოსაც სიმპათიები ჰქონდა ამ ქართველი ბიჭ­ის მიმართ. გავიდა დრო. ერთ დღესაც, ამ ტიპს დაურეკა იმ გოგომ და უთხ­რა, იმ ბიჭს დავშორდი, შენთან მინდა ურთიერთობის დაწყება და იქნებ, ჩამოხ­ვიდეო. მეტი რა უნდოდა ამას? ჩაიცვა, დაიხ­ურა, გამოიწკიპა, ჩაიდო ჯიბეში ფული და გადაფრინდა მოსკოვში. შეხ­ვდა იმ გოგოს მაგარ რესტორანში. თან, იმ გოგოს დაბადების დღე დაემთხ­ვა. მიართვა დიდი ვარდები. ივახ­შმეს, კარგი დრო ატარეს. ეტყობა, რაღაცამ აწყინა, თან ინერვიულა და კუჭი აეშალა. გავიდა ტუალეტში. კაცების ტუალეტში რემონტი დახ­ვდა, ქალების ტუალეტიდან კი რუსმა „ბაბუსიამ“ „პოლის ჯ­ოხ­ით“ გამოაგდო. სხვა გამოსავალი აღარ იყო. იფიქრა, სახ­ლში მივაცილებ, დავტოვებ და მერე რამეს მოვიფიქრებო. ერთი სული აქვს ამ გოგოს დაშორდეს და ტუალეტში შევარდეს. გამოვიდნენ გარეთ, დიდხ­ანს მოუწიათ ტაქსის ლოდინი. როგორც იქნა, გამოჩნდა, გააჩერეს, ჩასხ­დნენ. გიჟს ჰგავს ეს ტიპი. სიცივეში ცოტა გადაუარა, მანქანაში კი სითბოში ისევ შემოუტია კუჭ­მა. როგორც იქნა, მივიდნენ იმ გოგოს სახ­ლთან. ის კი გადაეკიდა, გინდა თუ არა, დღეს ჩემი დაბადების დღეა და უნდა ამოხ­ვიდე სახ­ლში, მშობლები გაგაცნოო. გამწვანებული სახ­ით დაეთანხ­მა, აბა, ხომ არ ეტყოდა, რაც სჭირდა? თან იფიქრა, იქ შევალ ტუალეტშიო. მოკლედ, ავიდა და... გააღეს თუ არა კარი... კანჩალოვსკი, მიხ­ალკოვი და რა ვიცი, კიდევ ბევრი ცნობილი სახე არ დახ­ვდა სუფრასთან? სულ გადაირია. მიაწოდეს ჭიქა. ბოდიში მოიხ­ადა, ხელს დავიბან ტუალეტში და მოვუჯ­დები სუფრასო. მივიდა, დაკავებული დახ­ვდა. იმ გოგომ შეატყო სახ­ეზე ფერი არ ადევს „როჟას“. უთხ­რა, ჩემს საძინებელში წამოწექი, გეტყობა, ცუდად ხარ, მე მანამდე ყავას მოგიხ­არშავო. მიაცილა საძინებლამდე, წამოაწვინა და გავიდა თუ არა ოთახ­იდან, წამოხ­ტა ეს ტიპი, კარები გადაკეტა და ფანჯ­არას მივარდა, გამოაღო და გაუშვა. იქვე იდო ბულგაკოვის წიგნი, ტუალეტის ქაღალდად გამოიყენა, შვებით ამოისუნთქა, პიჯ­აკი გაიხ­ადა, დაატრიალა ჰაერში, რომ სუნი გაენეიტრალებინა. ბოლოს, მივიდა, კარი გააღო და წამოწვა საწოლზე. შემოვიდა ის გოგო სინით, აანთო შუქი და რას ხედავს ეს „როჟა“ – თურმე, თაღით არის გადაყოფილი ოთახ­ები და იქვე ამ გოგოს ძმას და რძალს სძინავთ. დასცხა. გაიხ­ედა. ისინი თვალებდაჭ­ყეტილი, შეშინებულები უყურებენ საწოლიდან. შერცხ­ვა, მაგრამ, რა შერცხ­ვა. წამოხ­ტა, გამოვარდა გარეთ და მას მერე იმის ფეხი იმ სახ­ლში კი არა, მოსკოვშიც აღარ ყოფილა. ეს ამბავი მთელ თბილისში გავრცელდა. ბიჭ­ები შაყირობდნენ, ამის დამსახ­ურებაა რუსეთ-საქართველოს შორის რომ აირია სიტუაცია. აბა, რა იქნებოდა, შევარდა კულტურულ ოჯ­ახ­ში ქართველი კაი ბიჭი, თავზე იმასუქნა და ბულგაკოვიც ამოისვა ერთ ადგილას, ამის მერე აირია ჩვენს შორის ურთიერთობა და დაგვღუპა ხალხ­იო.


скачать dle 11.3