კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განვითარებული ქვეყნების ქალები „ნაზ“ მამაკაცებს ამჯობინებენ


თანამედროვე ქალების უმრავლესობა შონ კონერის ჯონი დეპს ამჯ­ობინებს. ისინი უფრო „ქალურ“ მამაკაცებს ანიჭ­ებენ უპირატესობას.

სწავლულთა აზრით, საუკუნეების განმავლობაში ქალები ძლიერი და ჯანმრთელი შთამომავლობისთვის ზრუნავდნენ. ამიტომ, ისინი პარტნიორებად ირჩევდნენ მამაკაცებს დაბალი შუბლით, კვადრატული ნიკაპით და თხელი ტუჩებით, რადგან მხოლოდ ასეთ მამაკაცებს შეეძლოთ უზრუნველეყოთ ბავშვები „მაღალი ხარისხ­ის“ გენებით. ცხოვრების დონის, ტექნიკის, მედიცინის განვითარების შედეგად ვაჟკაცური ნიშნით ცხოვრების თანამგზავრის არჩევა აღარ არის აუცილებელი. ამიტომ, ბუნებრივია, ქალებს უფრო რბილი და ნაზი პარტნიორები იზიდავთ.

აბერდინის უნივერსიტეტის სწავლულებმა გამოჰკითხ­ეს 16-დან 40 წლამდე ასაკის 4 500 ქალი 30 ქვეყნიდან. თითოეულ მათგანს უნდა ამოერჩია ერთი და იგივე მამაკაცის ორი ფოტოსურათიდან ერთ-ერთი: „ფოტოშოპის“ დახ­მარებით ერთი სურათი იმგვარად იყო დამუშავებული, რომ მასზე გამოსახ­ული სახე მეორეზე გაცილებით ვაჟკაცური და მკაცრი ჩანდა.

იმ ქვეყანაში მცხოვრებმა ქალებმა, სადაც ჯანდაცვა კარგად არის განვითარებული, დაუფიქრებლად მიანიჭ­ეს უპირატესობა მამაკაცის გარეგნობის ქალურ ვარიანტს. მაგალითად, შვედეთის ქალთა 68 პროცენტმა აირჩია, მამაკაცის სახ­ის „ნაზი“ ვარიანტი, აგრეთვე მამაკაცის სახ­ის „ქალური“ ვარიანტი აირჩია 10 ბრიტანელიდან 6-მა. ბრაზილიელი ქალების უმრავლესობამ კი, სადაც ჯანდაცვა არც ისე კარგადაა განვითარებული, უპირატესობა უხ­ეში სახ­ის მამაკაცს მიანიჭა.


скачать dle 11.3