კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკის ძაღლებისთვის არის აუცილებელი 550 გრამი ეკონომკლასის საკვები და რატომ ეტანებიან ძაღლები იაფფასიან პროდუქტს

შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ მთავარია, მისი ოთხფეხა მეგობარი მშიერი არ იყოს და სულერთია, რა საკვებით გამოკვებავს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ძაღლისთვის აუცილებელია სპეციალიზებული საკვების მიღება, რაც, როგორც წესი, სამ კლასად იყოფა. ძაღლის მფლობელი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს სამივე კლასში და წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რით უმასპინძლდება ოჯახის ერთ-ერთ მთავარ წევრს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კლასის საკვები გაცილებით ძვირი ღირს, ძაღლები სიამოვნებით მიირთმევენ შედარებით მდარე ხარისხის საკვებსაც, რადგან ის დიდი რაოდენობით გაჯერებულია გემოსა და სუნის დამატებითი გამაძლიერებლებით. ყველაფრის მიუხედავად, ჯობია, თქვენს ოთხფეხა მეგობარს „სუპერპრემიუმი“ კლასის ძვირად ღირებული საკვებით გაუმასპინძლდეთ, რომლის დროსაც გაცილებით დაცული ხართ.

ბექა მეტრეველი: სპეციალიზებული საკვები სამ კლასად იყოფა: „ეკონომი“, „პრემიუმი“ და „სუპერპრემიუმი“. ისინი ერთმანეთისგან ყუათიანობის მიხედვით განსხვავდებიან. მაგალითად, პროტეინის შემცველობისა და სრულფასოვნების ხარისხით, დამატებითი საკვები სუნელების, საღებავისა და კონსერვანტების შემცველობით, ვიტამინებისა და მინერალურ ნივთიერებათა წარმოშობის წყაროებით. თავისთავად, განსხვავდება საკვების ღირებულებაც.

სპეციალიზებულ საკვებთა უმეტესობა განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება: რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტად ხარისხიანია მასში სრულფასოვანი პროტეინის წყაროები. იაფფასიან საკვებ პროდუქტში საკვები ცილის ძირითადი წყაროა საგანგებო წესით გადამუშავებული მცენარეული პროტეინი (სოია, სიმინდი და ასე შემდეგ). ხოლო, რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მასში კუნთოვანი ქსოვილის შემცველობა მით უფრო მაღალია. „სუპერპრემიუმ“ კლასის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საკვების შემადგენლობაში შემავალი ხორცეულის კომპონენტები სრულიად ვარგისია ადამიანის საკვებადაც. ცხოველთათვის განკუთვნილი მაღალხარისხიანი საკვების შემადგენლობა დაბალანსებულია და ერთნაირია, ვინაიდან მოქმედებს ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემა. იაფფასიანი შემადგენლობა კი შეიძლება, ყოველი ახალი მიწოდების დროს შეიცვალოს.

რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო მცირეა მასში როგორც გემოს, ასევე საღებავებისა და კონსერვანტების გამაძლიერებლები. ამის გამო, მრავალი მეპატრონის გასაოცრად, მათი ძაღლები, რომლებიც არ არიან შეჩვეული მაღალი კლასის საკვებს, გაცილებით ხალისიანად მიირთმევენ იაფფასიან, დაბალი კლასის პროდუქტს, ვიდრე „სუპერპრემიუმ“ კლასის ძვირად ღირებულ საკვებს. ამავე დროს, ცხოველები, რომლებიც მაღალი ხარისხის საკვებს არიან შეჩვეული, არცთუ იშვიათად იბზუებენ ცხვირს დაბალი კლასის საკვებზე. მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტი არ საჭიროებს გემოსა და სუნის დამატებით გამაძლიერებლებს.

რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტია მასში ბალანსირებული ნივთიერებები. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვების რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმებს. 40-კილოგრამიანი მოზრდილი ძაღლისთვის აუცილებელია (მწარმოებელი ფირმის რეკომენდაციით) 550 გრამი ეკონომკლასის საკვები, რაც საბოლოოდ ამტკიცებს დატვირთვას ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით უფრო მეტადაა წარმოდგენილი საკვებთა სპექტრი და მით უფრო იოლია საკვების შერჩევა თქვენი ძაღლის სქესობრივ-ასაკობრივ და ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. ეკონომკლასის საკვებიდან შეიძლება გამოვყოთ, მაქსიმუმ, საკვები ლეკვებისა და მოზარდი ძაღლებისთვის. უფრო მაღალი კლასის საკვების გამოყოფა ხდება ცხოველთა ზომის, ასაკისა და ენერგომოხმარების ხარისხის (აქტივობის) მხრივ.

რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტია მასში დამატებითი კომპონენტები, რაც ორგანიზმში მიმოცვლის პროცესსა და ცალკეული ორგანოებისა და სისტემების მუშაობას აუმჯობესებს. მათ მიეკუთვნება ქონდროპროტექტორები (გლუკოზამინი და ქონდროტინი), რომლებიც ხელს უწყობს ბეწვის გამოდევნას ნაწლავებიდან და სხვა მრავალ ფაქტორს.

რაც უფრო მაღალია საკვების კლასი, მით მეტად ძვირად ღირებულია ის. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღიური ულუფის გამოთვლის შემთხვევაში, განსხვავება იმდენად თვალსაჩინო აღარ იქნება. თუ, ამასთან ერთად, მოყვანილ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ აშკარა გახდება, რომელი საკვები ავირჩიოთ ოთხფეხა მეგობრის გამოსაკვებად.


скачать dle 11.3