კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბათუმი – ბარსელონის ლონდონი

სავარაუდოდ, უფრო მეტად აფხაზებისა და მათი პატრონების გულზე გასახეთქად, მთელი საქართველო (ბუნებრივია, ის, რაც ჩვენგან დარჩა) გამეცადინებული ვართ ბათუმის ბულვარის უსაშველოდ გასაგრძელებლად (რათა ის ყველაზე გრძელი იყოს, თავდაპირველად, ევროპაში, საბოლოოდ – მთელ მსოფლიოში); მეტიც, იქ ყველაზე მაღალი და ბევრი სასტუმროს ასაშენებლად (რომელთა სიმაღლე, ცოდვა გამხელილი ჯობს, ისე ძალიანაც ვერ ამშვენებს თავის დროზე ბრიტანელების გემოვნებით გაშენებულ მყუდრო ბათუმს, სამაგიეროდ, მტერს შორიდანვე უბრმავებს თვალს). ერთი სიტყვით, ბათუმის ბულვარის გასამშვენიერებლად ბიუჯეტმა 27 მილიონი ლარი გაიღო, ოღონდ მისი გამშვენიერება ესპანელ არქიტექტორს დაავალა (რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ჩვენ მეგზევის რანგს ვერ გავცდით, ისიც, უცხოელების მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ). მეორე მხრივ, ესპანელი არქიტექტორის შერჩევა სავსებით ლოგიკურია, იმ მარტივი მიზეზით, რომ ბათუმი ახალი ბარსელონა უნდა გახდეს (და მერე რა, რომ ერთი ბარსელონა უკვე არსებობს?!). ამის პარალელურად, ჩვენი მშობლიური ხელისუფლება და ელმედია დღე ერთია და ორჯერ გვახარბებს ბათუმის სანაპიროს (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ის რეკლამირების გარეშეც არათუ მოგვწონს, ძალიანაც გვიყვარს ან კი როგორ არ გვეყვარება, როდესაც მიწის ეს პატარა ნაგლეჯიღა შეგვარჩინეს შავი ზღვის სანაპიროზე?!). მაგრამ... არის ერთი მაგრამ: აჭარაში მოარული ხმებით, თურქეთის ტერიტორიაზე, რათა იქ ტურისტული სეზონი ერთი წუთითაც კი არ ჩაიშალოს, ღრუბლებს ფანტავენ, რომლებიც, ბუნებრივია, თავს საქართველოს, კერძოდ, აჭარის სანაპიროზე იყრიან (ამიტომაც, ისედაც წვიმისკენ მიდრეკილი ბათუმი გაათმაგებულად წვიმიანია). გამომდინარე იქიდან, რომ ძნელი წარმოსადგენია, ჩვენმა ხელისუფლებამ თურქულს ამისათვის გადაბრუნებული სიტყვა აკადროს. როგორც ჩანს, ბათუმში გვექნება ბარსელონა ლონდონური „ბეგრაუნდით“.
скачать dle 11.3