კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხერხები შინაგანი სიმშვიდის დასაცავად


შინაგანი სიმშვიდის დასაცავად: 1) უპირველეს ყოვლისა, გაუფრთხ­ილდი გარეგან გრძნობებს და ერიდე თავისუფალ ქცევას. კერძოდ: ნურც მიმოიხ­ედავ, ნურც ილაპარაკებ, ნურც ხელებს ამოძრავებ და ნურც თვითონ იმოძრავებ შფოთით, არამედ ყოველივე აღასრულე კეთილკრძალულებით და მშვიდად. როდესაც მიეჩვევი კეთილკრძალულ, მშვიდ ქცევას, ადვილად და ზედმეტი შრომის გარეშე დაიმკვიდრებ გულის სიმშვიდეს, რამეთუ, ვითარცა წმიდა მამები დაამოწმებენ, შინაგანი ადამიანი განწყობას გარეგანი ადამიანისაგან იღებს.

2) სიყვარულით განეწყვე ყოველი ადამიანის მიმართ და იცხ­ოვრე ყველასთან თანხ­მობით, როგორც გვამცნო წმიდა მოციქულმა პავლემ: „უკეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით“ (რომ. 12,18).

3) დაიცავით სვინდისი უმწიკვლოდ, რომ არაფერში გამხ­ილებდეს და არ გღრღნიდეს, მშვიდობიანი დამოკიდებულება გქონდეს ღმერთთანაც და საკუთარი თავის მიმართაც, მოყვასის და ყოველი საგნის მიმართ, სინდისის ასეთნაირად დაცვა შობს, აღრმავებს და ამრავლებს შინაგან მშვიდობას, როგორც გვარწმუნებს წმიდა დავითი: „მშვიდობა მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ“ (ფს. 118, 165).

4) მიეჩვიე, შფოთის გარეშე დაითმინო ყოველგვარი უსიამოვნება და შეურაცხ­ყოფა. მართალია, ვიდრე ამ ჩვევას შეიძენ, მრავალს ევნები და იგვემები ამ საქმეში გამოუცდელობის გამო. სანაცვლოდ, ოდეს შეიძენ მას, სული ყოველი ასეთი შემთხ­ვევიდან დიდ ნუგეშს პოვებს, თუკი მოინდომებ, დღითი-დღე სულ უფრო უკეთესად წარმართავ შენს თავს და მალე მიაღწევ იმას, რომ შინაგანი ან გარეგანი მღელვარების ჟამს სიმშვიდის დაცვას შეძლებ.

თუკი, რომელიმე შემთხ­ვევაში ვერ შეძლებ გულის დაცვას, გულმოდგინედ ილოცე მაცხ­ოვრის მიბაძვით. ქრისტემ სამჯ­ერ ილოცა გეთსიმანიის ბაღში და შენც მოგცა მაგალითი, რომ ყოველი შეჭ­ირვების ჟამს ლოცვას მიმართო და როგორ ჭმუნვასა და იწროებასაც უნდა განიცდიდე, არ დაუტეო იგი, ვიდრე შენი ნება ღმრთის ნებას დაეთანხ­მება, ლოცვით დამშვიდებული გული აღივსება მხნეობით – სიხ­არულით შეხ­ვდეს, მიიღოს და დაითმინოს ის, რაც აქამდე ესრეთ აშინებდა და განევლტოდა. უფალიც ძრწოდა, იურვოდა და წუხ­და, მაგრამ ლოცვით გამხ­ნევებულმა, თქვა: „აღდეგით, წარვიდეთ ამიერ; აჰა, ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“ (მთ. 26,46).

„უხილავი ბრძოლა“


скачать dle 11.3