კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას წერდა თბილისის პრესა 130 წლის წინათ

„ავსტრიის გამოჩენილი დიპლომატი მეტერნიზი ამბობდა ინგლისელებზე: „ყოველი ინგლისელი ცალკე რომ ავიღოთ – გიჟია; მაგრამ ყველა ინგლისელი ერთად მთელს დედამიწაზე უჭკვიანეს ხალხს შეადგენენ”.
„დროება“

„კლდის წყაროზედ, სურამის ახლოს, ცხოვრობს თურმე ერთი მოხუცებული დედაკაცი, რომელსაც შთამომავლობა 360 სული ჰყავს, თვითონ 110 წლისაა და თვალით ისევ კარგად ხედავს თურმე”.

„დროება“

„ამბობენ ლურჯ შუქს ჭკუაშეშლილები გონზე მოჰყავსო. ერთ ექიმს უცდია და ჭკუაშეშლილები მოუქცევია იმისთანა ოთახში, რომლის ფანჯრის მინები ლურჯი ყოფილა. ამ ამბავს ბევრი მშფოთვარე გიჟი დაუმშვიდებია, იმისთანები, რომლებიც უწინ ყველაფერს ნაკუწ-ნაკუწად აქცევდნენ ხოლმე. ცხვრებივით მოჭკვიანებულან და მორცხვობის სიწითლე მოსდიოდათ თურმე სახეზე, როცა სიგიჟეში ჩადენილ ამბებს ახსენებდნენ”.

„დროება“

„ერთ სახელმწიფოს რჩევაში შეუტანიათ თხოვნა, რომ ყველა ქალი, რომელთაც გრძელშლეიფიანი კაბა აცვია დაიშტრაფოსო... ურა...”

„დროება“

„ერთ ფრანგს მოუგონია ისეთი იარაღი, როგორიც თერმომეტრია და რომელსაც ჩვენ სითბოსა და სიცივის გასაგებად ვხმარობთ; მხოლოდ გრადუსის ციფრების მაგივრად შუშაზე აწერია თურმე სხვადასხვა სიტყვები, რომელშიც იხატება ადამიანის გრძნობა, სიყვარული, ჭკუა, ხასიათი და სხვა. შუშის ბოლოში რაღაც მოწითალო წყალი ასხია, რომელსაც ხელს მოჰკიდებ თუ არა სითბოსაგან დაიწყებს აწევას ვიწრო ზოლში და რომელ სიტყვასთანაც გაჩერდება ეს წითელი წყალი ის სიტყვა თქვენს ხასიათს, ჭკუას, სიყვარულს და სხვას გამოხატავს.

ეს პატარა იარაღი სათამაშოდ შემოუღიათ პარიზში და ძალიან სასაცილო რამ არისო”.

„დროება“

„ერთი ქიმიკოსი გვასწავლის – თუ როგორ შეიძლება გამოიცნოს კაცმა, წითელ ღვინოში ურევია თუ არა გარეშე რამ ღვინის ფერის მიმცემი საფერი. ამისათვის საჭიროა მხოლოდ აიღოთ უბრალო მელი და ზედ ორი-სამი წვეთი გამოსაცდელი ღვინო დაასხათ; თუ წმინდა ღვინოა მელზე მიხაკის ფერი ლაქა დარჩება; თუ სხვა რამ ურევია, მაშინ მელს სულ სხვა ფერის ლაქა დააჩნდება”.

„დროება“

„ამ აგვისტოს 16-ს, როგორც ამერიკული გაზეთები გვაცნობებენ, მლაშე ტბის ქალაქში გარდაიცვალა გამოჩენილი მოთავე მარმონების სექტისა, ბრი ჰამ იოგი, რომელსაც ამნაირად ერთ დღეს, თავისი სიკვდილით, 80 ცოლი დაუქვრივდა”.

„დროება“

მოამზადა

თეონა ზაზიკაშვილმა


скачать dle 11.3