კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქვეყანაში მოიწყობს ნინო გიორგობიანი თაფლობის თვის რომანტიზმის ბუდეს და რა დროს არის მისთვის ცხოვრება უინტერესო


მოგზაურობა ყველა ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, თუ ისეთი ქვეყნების მონახ­ულებას ახ­ერხ­ებთ, რომელიც თქვენთვის საოცნებოა. „აირზენას“ ფიარ-მენეჯ­ერი ნინო გიორგობიანი, ძალიან ხშირად ახ­ერხ­ებს სხვადასხ­ვა ქვეყანაში მოგზაურობას, ნამყოფია ოცამდე ქვეყანაში, რომელთა მონახ­ულება ჯერ კიდევ ჟურნალისტობის დროს დაიწყო.


ნინო გიორგობიანი: მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნოა. შეიძლება, გზას ჰქონდეს ცოტა დისკომფორტი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, როცა იცი, რომ საინტერესო ადგილების მოსანახ­ულებლად მიდიხ­არ, რომელიც სასიამოვნო შთაბეჭ­დილებას დაგიტოვებს, ამასაც გაუძლებ. ქვეყნები, ძირითადად ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში მაქვს შემოვლილი – მაშინ საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებზე დავყვებოდი. იყო პირდაპირი ჩართვები, „პერეგონები,“ პროდიუსერების ზარი წუთში ერთხ­ელ. მიუხ­ედავად ასეთი დაძაბული გრაფიკისა, საღამოობით მაინც ვიცლიდით ქალაქის დასათვალიერებლად. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ, იშვიათად თუ მოხ­ვდება ქართველი გრენლანდიაში. ნამდვილად გაოცებულები ვიყავი, თვითმფრინავი გრენლანდიაში რომ დაფრინდა.

– დაახ­ლოებით რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

– ალბათ, ოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მეტი ნამდვილად არ იქნება. სხვათა შორის, ერთ რამეს მივხ­ვდი: ჩემთან ევროპაზე მეტად აზია უფრო ახ­ლოა.

– რატომ?

– არ ვიცი, ალბათ, იმიტომ, რომ ევროპაში ყველაფერი ზედმეტად მოწესრიგებულია. აზიაში უფრო მეტი სითბოა, უფრო თბილად გექცევიან, გიღიმიან. მაგალითად, ინდოეთში რომ ვიყავი, ძალიან დადებითი ენერგიით დავიმუხ­ტე. თავიდან ცოტა გაკვირვებული ვიყავი – თურმე, ისინი თავის მოძრაობით თუ „არას“ გეუბნებიან, „კის“ ნიშნავს, ხოლო „კი“ – „არას“ არ ვიცოდი. გავგიჟდი, როცა ყველაფერზე გაღიმებული სახ­ით, უარს მეუბნებოდნენ. გოაზე მოვხ­ვდი ავთო ვარსიმაშვილის ფილმის გადაღებების დროს და ძალიან კარგად დამამახ­სოვრდა. აბსოლუტურად თავისუფალი ხარ – გაცვია ერთი შორტი, ერთი მაისური და დადიხ­არ. არავინ ზედმეტად არ გაწუხ­ებს და არ გიყურებს. თანაც, ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები, რომელიც ინდოეთში ბევრია. განთქმული გურმანი ვარ და ეს სიამოვნება იქ ნამდვილად არ მოვიკელი. მინდა, ერთი ამბავიც მოგიყვეთ ინდოეთთან დაკავშირებით: არის ძველი და ახ­ალი გოა. გადაღებების დროს, რადგან არავის ეცალა, გადავწყვიტე, ძველ გოაში მარტო წავსულიყავი. სხვათა შორის, ძალიან კარგი ტაქსის მძღოლი შემხ­ვდა, რომელმაც ორი საათი მატარა მანქანით. ძალიან მინდოდა ძველ გოაში ჩასვლა, რადგან იქ ქეთევან წამებულის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული. მუზეუმის დირექტორს გაუხ­არდა, ქართველი რომ დამინახა. შთაბეჭ­დილებების ჟურნალშიც ქართული ჩანაწერი დავტოვე. სხვათა შორის, მერე იქ ქართული დელეგაცია იყო ჩასული და, ჩემი ქართული ჩანაწერი რომ ნახ­ეს, ძალიან გაუხ­არდათ. ჩემი ტაქსის მძღოლი ისეთი კარგი ბიჭი აღმოჩნდა, ყველგან დამყვებოდა, მარტო არ მტოვებდა. მუზეუმში რომ დავპატიჟე, ხომ, საერთოდ გადაირია. ბილეთი დაახ­ლოებით 10 თეთრი დამიჯ­და, მისთვის კი ეს რაღაც სასწაული იყო. ჩემი კამერა ჩავაბარე და მუზეუმში ყველა კადრი გადაიღო, სადაც კი გავიარე.

ინდოეთში ყოფნისას გავიცანი ქართველი გოგო, რომელიც გოაზე ცხოვრობს და აქვს ყველის ბიზნესი – რესტორნებს ამარაგებს. ეს რომ გავიგე, ყბა ჩამომივარდა. იქ შვიდი წლის წინ ჩავიდა და ამბობს, რომ ისეთი ბედნიერია, აქეთ არც უნდა გამოხ­ედვა. ქართველებს სად არ ნახ­ავ. აფრიკაში რომ ჩავფრინდი და ტრაპზე ფეხი გადავდგი, ისეთი სიცხე იყო, პირველად ის გავიფიქრე, ვეღარ ვისუნთქებ-მეთქი. მაშინვე უკან შემოვბრუნდი თვითმფრინავში და, რასაც ვერ წარმოვიდგენდი, მოხ­და ის: ტრაპზე ვინც ამოვიდა თეთრი ადამიანი, ქართველი იყო. წარმოიდგინე, უგანდაში ცხოვრობს ქართველი ბიჭი, რომელიც აეროპორტში მუშაობს. შემიძლია, ერთი ამბავიც მოგიყვე. აფრიკაში სულ რამდენიმე საათით ვიყავით ჩასულები. უგანდაში არის დიდი ტბა – ვიქტორია, რომელიც ეკვატორზე გადის. რადგან იქ სულ რამდენიმე საათს უნდა გავჩერებულიყავით, აცრები არ დაგვჭ­ირდა. სამაგიეროდ, კოღოს საწინააღმდეგო პულვერიზატორი მქონდა წაღებული, რომელსაც წუთში ერთხ­ელ ვისხ­ამდი. 35 გრადუს სიცხ­ეში, კოღოს რომ არ ეკბინა, ბოტასები, გრძელი ჯინსის შარვალი, გრძელსახელოებიანი „საროჩკა“ და პიჯ­აკი მეცვა. ნოდარ მელაძე იყო ჩემთან ერთად და იმას საერთოდ მაღალყელიანი შავი როლინგი ეცვა. კინაღამ გავგიჟდი, როცა დავინახე მიკრო ავტობუსი, რომლის ყველა მინაზე კოღოები იყო აკრული – ტრაპთან მოგვაკითხა და გასასვლელამდე უნდა გავეყვანეთ. საოცრება იყო, ჭიანჭ­ველის უზარმაზარი გორები. მათთან ახ­ლოს რომ მიხ­ვიდე, შეიძლება, ცოცხ­ლად შეგჭ­ამონ. მახ­სოვს, იმდენად შეშინებულები ვიყავით, რომ ბანანიც კი არ ვჭამეთ. ერთი, იმის ტვინში ჩამახ­ედა, ვინც ასე დაგვაშინა. დღემდე ვნანობ, აფრიკული ბანანი როგორ არ გავსინჯე. სასაცილო ის იყო, როგორც კი უცხ­ოელები დაგვინახ­ეს ადგილობრივებმა, ვალუტის კურსი მაშინვე შეცვალეს და ჩვენზე ფული გააკეთეს.

– ენის ბარიერი არც ერთ ქვეყანაში არ შეგქმნია?

– იაპონიაში, ვინც კი ქუჩაში დადის, იაპონურის გარდა, არც ერთ ენაზე არ ლაპარაკობს. ბოლოს ყველას ქართულად ველაპარაკებოდით. მათთვის მაინც არ ჰქონდა აზრი რა ენაზე დაელაპარაკებოდი. ტოკიოში იმხელა მანძილი რომ გქონდეს გასავლელი, როგორც ჩვენთან, რუსთაველიდან ვაკემდეა, აუცილებლად ქალაქის რუკა უნდა გქონდეს, რომლის საშუალებითაც ტაქსის მძღოლი ადგილზე მიგიყვანს. იმან ნავიგაცია თუ არ ჩართო, შანსი არ არის, რომ მიაგნოს. ერთ შენობაში მივედი, რომლის მეხ­უთე სართულზე უნდა ავსულიყავი. დიდხანს ვეძებე, სად იყო მეხ­უთე სართული, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მეხ­უთე სართულზე ვიყავი და ქვეშ კიდევ ხუთი სართული იყო. საჭ­მლის არჩევას შედარებით ადვილად ვახ­ერხ­ებდით, რადგან მენიუ სიტყვიერად კი არ უწერიათ, არამედ, კერძებია დასურათებული.

ოსაკაში ვიყავით, სადაც სუმოს შეჯ­იბრებას დავესწარით. ჩვენი ქართველი კოკაი გამოდიოდა. ვერაფრით ვერ მივხ­ვდი, რატომ არის ეს სპორტი ასეთი პოპულარული მთელს მსოფლიოში. პირადად ჩემთვის, ძალიან არაესთეტურად გამოიყურებიან. ვინც უფრო მაგრად დაეჯ­ახ­ება თავით და მეორე მხარეს გადააგდებს, გამარჯ­ვებულიც ის არის. მანამდე, ალბათ, თვალებით ძაბავენ ერთმანეთს თუ, რას შვრებიან, არ ვიცი (იცინის). საოცრება ის არის, რომ იაპონელები ოჯ­ახ­ებით მიდიან ამ სანახ­აობაზე. დარბაზი ისეა მოწყობილი, რომ ლეიბებზე არიან წამოწოლილები, ჭამენ, სვამენ და თან მთელი დღე ამათ უყურებენ. მოკლედ, ოჯ­ახ­ური სიტუაციები აქვთ მოწყობილი. მათთვის სუმოისტები ეროვნული გმირები არიან.

– კოკაი გაიცანი?

– დიახ, კოკაიც გავიცანი და მისი ძმაც. ძალიან კარგი ბიჭ­ები არიან.

– ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა გიყვარს?

– ევროპაში დასასვენებლად დიდი სიამოვნებით წავიდოდი დუბრონიკში, რომელიც ხორვატიაშია და, ჩემი აზრით, ეს ადგილი რომანტიზმის ბუდეა. ძალიან მომეწონა. ცენტრი გადაკეტილია, სადაც დგას დიდი ციხესიმაგრე. იყიდება ლამაზი ნახ­ატები, საღამოს კი სხვადასხ­ვა გასართობ კლუბში შეგიძლია, გაერთო, ან, რომელიმე კუნძულზე წახ­ვიდე კატერით და იქ ივახ­შმო. როცა გავთხ­ოვდები, თაფლობის თვეს აუცილებლად დუბრონიკში გავატარებ. რაც შეეხ­ება მოგზაურობას, მაინც ინდოეთს ვარჩევდი – იქ მარტო გოაზე ვარ ნამყოფი და ბომბეიში. ნამდვილი ინდოეთი რომ ნახო, დელიში უნდა ჩახ­ვიდე. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ნამყოფი არ ვარ იტალიასა და ესპანეთში. ეს ქვეყნები მოტოვებული მაქვს და აუცილებლად წავალ ყოველგვარი საქმის გარეშე.

– რადგან ზღვის პროდუქტები გიყვარს, კვების პრობლემაც არ გექნება.

– ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარდა, სანამ არ მოვიწამლე. ახ­ლახ­ან თელ-ავივში ვიყავი, სადაც იმდენი მიდია ვჭამე, რომ სერიოზულად მოვიწამლე. ისე ცუდად ვიყავი, ვერ დავდიოდი. ასე რომ, მიდიებზე და ზღვის პროდუქტებზე ცოტა ხანს ტაიმ-აუტი მაქვს აღებული. რაც არ უნდა მშიერი ვიყო, ვერასდროს შევალ მაკდონალდსში. ლუდი მიყვარს ძალიან და რომელ ქვეყანაშიც ჩავდივარ, აუცილებლად ვაგემოვნებ ადგილობრივი წარმოების ლუდს.

– რამდენ ხანში ერთხ­ელ მოგზაურობ?

– რა ვიცი, შეიძლება, ზეგაც გავფრინდე სადმე. ბოლოს ტრაპზონში ვიყავი რაგბის მატჩზე.

– სად გეგმავ გამგზავრებას?

– საერთოდ, შორეული გეგმები არ მაქვს, მაგრამ, რასაც ვგეგმავ და ძალიან მინდა, რომ გამომივიდეს, ეს არის სტამბულში, სექტემბერში „U2-ს“ კონცერტზე წასვლა. „U2“ ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია, რომლის სიმღერებიც ყველაზე კარგ განწყობაზე მაყენებს.

– თვითმფრინავის მართვაში არასდროს მიგიღია მონაწილეობა?

– არა, არასდროს. პირველად რომ შევედი პილოტის კაბინაში, მაშინვე ის გავიფიქრე, რა მაგრები არიან, ამდენ ღილაკს როგორ იმახ­სოვრებენ, რა რისთვის არის-მეთქი. მართლა მაგრები არიან. ტყუილად კი არ არის გამოთქმა – „ლიოტჩიკის გული ხომ არ გაქვსო.“

– გაქვს „ლიოტჩიკის“ გული?

– დიახ, რისკიანი ვარ. თუ არ გარისკე, ცხოვრება უინტერესოა, მერე კი შამპანურსაც ვსვამ ხოლმე (იცინის).


скачать dle 11.3