კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია სვანური მხილებისა და სისხლის აღების ტრადიციები და როგორ იშიფრება ბევრი ქართული სიტყვა სვანური დიალექტიდან


ცნობილი მსახ­იობი, საინტერესო მოსაუბრე და გარკვეული მიზეზების გამო – სვანური ტრადიციების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, – სოსო ჯაჭ­ვლიანი, დღევანდელ ინტერვიუში დამნაშავის მხილების, შერიგების, სისხ­ლის აღების, მიცვალებულის სულის ოჯ­ახ­ში მიყვანის ტრადიციებზე და კიდევ მრავალ საინტერესო თემებზე გვესაუბრება.


სოსო ჯაჭ­ვლიანი: ჯარში მსახ­ურობენ ქართველები და გამოიყვანენ, დააყენებენ და ეუბნებიან, პირველ-მეორეზე გაითვალეთო. ქართველები კი რიგ-რიგობით გაიძახ­ოდნენ: პირველი, პირველი... – ალბათ, მოგისმენიათ ეს ანეკდოტი, რომელიც ვითომ ხუმრობაა, მაგრამ ეტყობა, ჩვენში ასეთი რამ ზის. სერიოზულადაა ეს ავადმყოფობა ჩვენში ჩაბუდებული. სამწუხ­აროა. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. საოცარია, თუ როგორ იცავს მთა კანონებს. „სვანს“ რომ ნახ­ავ ფილმს, მე იმის მხატვრულ ღირებულებებზე ვერ ვისაუბრებ, რამეთუ ჩემგან უხ­ერხ­ულია, მაგრამ იქ მარადიული თემები და ტრადიციებია წარმოჩენილი. მთაში ყველაფერი კარგად იყო დალაგებული, ყველამ თავისი ადგილი იცოდა. ისე ავლენდნენ ისინი დამნაშავეს, ისე სამართლიანად დასჯ­იდნენ, ვერანაირად ვერ შეეკამათებოდი.

– ძალიან საინტერესოა, როგორ ავლენდნენ სვანეთში დამნაშავეს?

– დავუშვათ, სოფელში რაღაც დაშავდა. გამოდის დაზარალებული და მიმართავს სოფლელებს: იცის ამ ფაქტის შესახ­ებ ვინმემ რამე? რა თქმა უნდა, სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მათი პასუხი მაინც იყო: ჩვენ არაფერი ვიცით ამ დანაშაულის შესახ­ებ. თუ ასეა, მაშინ მოდით, ვისაც დაგადებთ ხელს, დაიფიცეთ ეკლესიაში ხატის წინაშე, რომ ამის შესახ­ებ არაფერი იცით – სთავაზობდა დაზარალებული.

– როგორ იქცევიან ამ დროს სოფლელები?

– დათქვამდნენ დროს, როდის უნდა ჩატარებულიყო დაფიცების ცერემონია. შემდეგ, თუ რეალური დამნაშავე სოფელმა იცის, ერთი ჯგუფი მიდის დამნაშავესთან და ეუბნება: ჩვენ დაზარალებულმა გვთხოვა, დავიფიცოთ, რომ არაფერი ვიცით. შენ ხომ ჩაიდინე ეს?! ჩვენ არ „ჩაგიშვებთ”, ოღონდ, შენ მიდი დაზარალებულთან და აღიარე დანაშაული, მოილაპარაკეთ და გაარკვიეთ. ჩვენ ტყულს ვერ ვიტყვით. ამის შემდეგ, დამნაშავე იძულებული ხდებოდა, მისულიყო დაზარალებულთან და საპროცესო გარიგება მომხდარიყო. ხომ კაცურია? თუ დამნაშავე პრეტენზიას განაცხ­ადებდა დაზარალებულთან გარიგებაზე, ის ჯგუფი დაუჯ­დებოდა და ეტყოდა: შენ ეს ხომ არ უნდა ჩაგედინა? ჩაიდინე და კიდევ ჩვენ გვაგდებ უხ­ერხ­ულ მდგომარეობაში?! აიძულებდნენ დაჰყოლოდა მათ რჩევას. ყველაფერი მორალით, რწმენით ხდებოდა. ეს ერთგვარი მხილების ინსტიტუტი იყო, რომლის შედეგადაც ყველა კაცად რჩებოდა.

ამის შემდეგ, შერიგების ინსტიტუტიც ძალიან საინტერესო იყო.

– როგორ რიგდებოდნენ?

– შეახ­ვედრებდნენ ორივე მხარეს, ანუ – დამნაშავესა და დაზარალებულს ერთმანეთთან. დაზარალებული ეუბნებოდა: მე შეგირიგდები იმ შემთხ­ვევაში, თუ დააყენებ საკუთარ თავს ჩემს ადგილას, რაც მე დამიშავე, თუ მაპატიებდი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, დაიფიცებ ამაზე? ის ეტყოდა, დავიფიცებ. მაშინ დაუსახ­ელებდა 12 კაცს, რომელიც მასთან ერთად დაიფიცებდა. ყველანი დაჯ­დებოდნენ, გაიაზრებდნენ სიტუაციას და საბოლოოდ, ყველა რიგდებოდა, ოღონდ აღიარებდა თავის შეცდომებს. კაცურად ხდებოდა ყოველივე.

– ფილმში ძალიან საინტერესოდ მეჩვენა მიცვალებულის სულის მოყვანის ტრადიცია. მიამბეთ ამის შესახ­ებ?

– ეს, ალბათ, მაინც წარმართული გადმონაშთია, რომელსაც დღესაც ჰყავს მიმდევრები. როდესაც ჩვენ ამ ეპიზოდს ვიღებდით, საპატრიარქოს დავეკითხ­ეთ და გვითხ­რეს: გადაიღეთ, ყველანი წარსულიდან მოვდივართო. თან თუ გახ­სოვთ, ეს სცენა მთავრდება „მამაო ჩვენოთი“.

როდესაც კაცი გარდაიცვლება სადღაც, მოშორებით თავის სახ­ლიდან, და მოასვენებენ, ფაქტობრივად გვამი მოაქვთ ოჯ­ახ­ში, სული კი იმ ადგილას რჩება, სადაც დაიღუპა. მე ბევრჯ­ერ მინახ­ავს სულის მოყვანა. სასწაულია, რომ დაინახ­ოთ ყოველივე, თმა ყალყზე დაგიდგებათ. დღემდე ჰყავს სულის მოყვანის რიტუალს მიმდევრები. ასეთი რიტუალი იაპონელებსაც ჰქონიათ და ევროპელებსაც, თუ არ ვცდები შოტლანდიელებს. როდესაც იმ ადგილას მამალს გაუშვებენ, სადაც ადამიანი დაიღუპა, რიტუალის დამსწრე ოჯ­ახ­ის ყველა წევრი კარგ ხასიათზე უნდა იყოს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ სული შეშინებულია. იქ მყოფთა შორის შავი არავის არ უნდა ეცვას, მხიარულ ფერებში უნდა იყვნენ შემოსილნი. ეს აუცილებელი პირობაა, თორემ სული არ წამოვა. იწყებენ გალობას. რამდენჯ­ერ ყოფილა, როდესაც მამალს გაუშვებენ, რა საჭ­მელიც უყვარდა მიცვალებულს, იმას უდებენ. თუ ნამდვილად იმ ადგილას ამოუშვა სული მიცვალებულმა, გაშვებული მამალი მაშინვე იწყებს საკვების კენკვას, რის შემდეგაც ჩაიმუხ­ლება ზუსტად იმ ადამიანთან, რომელთანაც ყველაზე ახ­ლოს იყო მიცვალებული. შემდეგ ხელში აიყვანენ ეფერებიან.

– თუ იმ ადგილას არაა მიცვალებული დაღუპული?

– რამდენიმე წლის წინ ერთი ახ­ლობელი რესტორანში მოკლეს ჩხუბის დროს. რომ მიიყვანეს მამალი რესტორნის ეზოში – სული იმ ადგილას არ აიყვანა. შემდეგ წამოიყვანეს და საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სადღაც შუაში აიყვანა მამალმა სული.

– სულის აყვანის შემდეგ რა ხდება?

– ამის შემდეგ მოდიან სახ­ლში, მამალს ეზოში გაუშვებენ და კიდევ იწყება გალობა, უკრავენ ფანდური... მამალი შედის ოთახ­ში და წარმოგიდგენიათ, ექვსი-შვიდი საწოლიც რომ იდგეს ოთახ­ში, მაინცდამაინც მიცვალებულის საწოლზე ადის, იქ დაიფერთხ­ება და გამოდის გარეთ.

– სისხ­ლის აღების ინსტიტუტზეც ვილაპარაკოთ?

– რა ჰგონიათ, ხომ იცით? სვანეთში, რომ ახ­ვალ იქ ტიპი დგას, ხანჯ­ალზე ხელი უდევს და წარბებქვეშიდან იყურება, ჯიქურად. იმიტომ, ვიღებ ახ­ლა ამ ფილმს, რომ ვხალისობ. სისხ­ლის აღება არავის უნდა, მაგრამ სამწუხ­აროდ, როდესაც თვითონ ქვეყანა არ დგას იმ დონეზე, რომ დამნაშავე შესაბამისად დასაჯ­ოს, ადამიანი ხდება კანონის აღმსრულებელი. სამწუხაროდ, ეს სხვა ფორმებს იღებს.

– ნადგურდება მოსახ­ლეობა და გვარები მთლიანად.

– ჰო, მაგრამ, პროცენტულად რომ შეხ­ედო, მკველობების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყოველთვის იყო სვანეთში. იმიტომ, რომ ყველამ იცის, გენეტიკაში აქვს ჩადებული, მან თუ არასწორი საქციელი ჩაიდინა, პასუხს მოსთხ­ოვენ. რომ ამბობენ, კაცო, სვანს ვიღაცა მოუკლავს და იმან მისი ოჯ­ახ­ის წევრი მოკლაო. ამის ახ­სნა, გითხ­რათ, როგორია?

– ძალიან მაინტერესებს.

– შე არაკაცო, ეს რომ ჩაიდინე, სად გარბიხ­არ? განსაცდელში ტოვებ შენიანებს? თუ კაცი ხარ, გაეცი პასუხი. თუ არასწორ საქციელს სჩადიხ­არ და გარბიხ­არ, მაშინ შენიანებიც იმავეს ღირსნი არიან, რადგან შენი ჯიში და თესლია. ცუდია, მაგრამ სხვანაირად ვერ დააკავებ.

სამწუხ­აროა, სვანეთში როდესაც ადიხ­არ, ბევრი რამ მის შესახ­ებ, ისტორიიდან, კულტურიდან, ტრადიციიდან უცნობია. ჩვენ ვიცით მანჰ­ეტენზე რა ხდება, პარიზში, მაგრამ ყველაზე დიდი გოიმობა ისაა, რომ არ ვიცით, ამ დროს რა ხდება მაჩხ­აანში, მირზაანში... ვინც ჩამოდის სვანეთში და იქაურობას ნახ­ავს, ათი და მეტი საუკუნის კოშკებს, მუზეუმში რომ შედის გიჟდება. სომხ­ებმა ყველაფერს ტანსაცმლიან, საჭ­მლიან, ახ­ლობლიან, მეზობლიან, სასმლიანად – არარატი დაარქვეს, რათა არ დაავიწყდეთ, რომ ის მათია. ამ დროს ქართველები, რას ვარქმევთ?!.

ქართველები ინდივიდები ვართ, ძალიან დიდი პოტენციალია ჩვენში. მთავარია, გათვლა ვისწავლოთ – პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ყველამ ჩვენი ადგილი დავიკავოთ. რამდენი მესაჯ­დომეც იყო შუა საუკუნეებში, იმდენია დღესაც, მაგრამ დღეს რატომაა, რომ ასე გამოჩნდნენ. იმიტომ, რომ პოპულარიზაციას უკეთებენ. ის რომ საჯ­დომს აქირავებს, არ განვიკითხ­ავ, აქირაოს, თავისია, ვისაც უნდა იმას მისცეს, მაგრამ პოპულარიზაციას ნუ უკეთებს ამას! იმიტომ, რომ შვილები გვეზრდებიან და მას გარდატეხ­ის ასაკში გაორებები ექნება. არ მინდა, რომ მისნაირი მესაჯ­დომე გაიზარდოს.

სვანის გაბრაზება თუ გინდა უნდა ჰკითხო, შენ სვანი ხარ? ის დაგეთანხ­მება, – სვანი ვარო. უი, მე ქართველი მეგონე-მეთქი და გააფრენს ამაზე, ვინ არაა ქართველიო. ყოველი სვანი ამაყობს თავისი წარმომავლობით. ძალიან ბევრი ქართული სიტყვა იშიფრება სვანური დიალექტიდან.

– მაგალითად?

– მაგალითად, ქორწილი. ქორი სვანურად არის სახ­ლი, წილი, – წილია. ქალი როდესაც გათხ­ოვდება, მისმა ქორმა – სახ­ლმა, წილი უნდა დადოს, კაცი, რომ ცოლს მოიყვანს, მისმა ქორმაც უნდა დადოს წილი. სამარეც ძალიან საინტერესოდ იშიფრება: სვანურად მარე ჰქვია კაცს, სამარე, ანუ საკაცე. ასეთი ტრადიციული და კულტურულად მდიდარია სვანეთი. ილია ჭავჭ­ავაძემ, როდის თქვა, თუ სვანეთი არ გინახ­ავს, არ გინახ­ავს საქართველოო.

მე სვანეთში, იქაურ ტრადიციებზე გავიზარდე და აღვიზარდე. მახ­სოვს, ბავშვობაში, ისე არ გავიდოდა რომელიმე რელიგიური დღესასწაული, ბებიაჩემს არ აღენიშნა. მან მასწავლა 10 მცნება და მეუბნებოდა, ყველაზე ადვილად რომ დაიმახ­სოვრო ერთი გახ­სოვდეს – სხვას არ გაუკეთო ის, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ. თუ ასე იცხ­ოვრებ, ძალიან საამურია ცხოვრებაო.

– ერთ კითხ­ვაზეც მიპასუხ­ეთ, ის „ნასოსი“ უნდა მიეცა, თუ არა?

– (იცინის) უნდა მიეცა. ხომ იცით, ეგ ანეკდოტი როგორ მთავრდება: დედა დასტირის, მიგეცა შვილო „ნასოსიო“.


скачать dle 11.3