კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახადა ირინკა ბათიაშვილი მამამთილმა, ვალერი გელაშვილმა, ჩემპიონი და ვინ დაუტოვა მას თბილისში დიდი ტკივილი


რამდენიმე თვეა, რაც ირინკა ბათიაშვილი ვალერი გელაშვილის რძალი გახ­და და ცხოვრება ბიზნესმენის უფროს შვილს – ვალერკას დაუკავშირა. ის ქმართან ერთად ვილნიუსში ცხოვრობს, თუმცა საკმაოდ დიდ დროს მშობლიურ ქალაქში ატარებს, გელაშვილები ფეხმძიმე ირინკას ყველა კაპრიზს უსრულებენ და არც სიურპრიზებს აკლებენ. ირინკა დედობის მოლოდინშია და ორი ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მამაკაცებიც, ცდილობენ, ასიამოვნონ – ქმარი ვაშლის ღვეზელებს უცხ­ობს, მამამთილი რძლის გასამხ­იარულებლად ჩემპიონატებს აწყობს, ირაკლი ბათიაშვილი კი გინეკოლოგებს ურეკავს მალულად...


– ირინკა, როგორ ხარ, როგორ შეეჩვიე ახ­ალ ოჯ­ახს და გათხ­ოვილი ქალის ცხოვრებას?

– ძალიან კარგად ვარ, ჩვენი ქორწინებიდან შვიდი თვე გავიდა, ეს ბევრი დრო არაა, მაგრამ ახ­ალ ოჯ­ახ­საც კარგად შევეგუე და გათხ­ოვილი ქალის სტატუსსაც (იცინის). როგორც კი გავთხ­ოვდი, ძალიან მალე დავრჩი ფეხ­მძიმედ, მე არც მანამდე მაკლდა ყურადღება ჩემი მეუღლისა და მისი ოჯ­ახ­ის წევრებისგან, მაგრამ ფეხ­მძიმე ქალს მაინც განსაკუთრებულად უსრულებენ ყველა სურვილს, ასე რომ, ძალიან მანებივრებენ (იცინის). ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ჩემი დედამთილი, რომელსაც „დედას“ ვეძახი. ის ძალიან ახ­ალგაზრდა და ლამაზი ქალია, თან, კარგი მეოჯ­ახ­ეც. როცა ლიტვაში ვარ, მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებ, რადგან ჩემი მეუღლე მამამისის ბიზნესშია ჩართული და დღის განმავლობაში ბევრი საქმე აქვს. მე და ჩემმა დედამთილმა დავანგრიეთ ტრადიციული ქართული სტერეოტიპი რძალ-დედამთილის ურთიერთობასთან დაკავშირებით. დიდ ოჯ­ახ­ში ცხოვრებას ისე შევეჩვიე, რომ, როცა თბილისში მე და ვალერი მარტოები ვრჩებოდით, ვეღარ ვეგუებოდი. ხშირად ჩავდიოდით ხაშურში, სადაც ჩემი ქმრის ბებია ცხოვრობს. მისი გამომცხვარი გემრიელი ხაჭ­აპურები ვილნიუსშიც მინდება (იცინის). კიდევ კარგი, თბილისში ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ჩემი მამამთილი და ვაწყობდით ოჯ­ახ­ურ სადილებს, ერთად ვატარებდით საღამოებს, ვუყურებდით ტელევიზორს, ვაწყობდით ჩემპიონატებს ნარდში. დიდი გუნდი გვქონდა – მე, დედაჩემი, ვალერი, ვალერკა... (იცინის) ჩემპიონატში უმეტესად კაცები იმარჯ­ვებდნენ ხოლმე, მაგრამ ჩემი მამამთილი მუდმივად მმფარველობდა და, გული რომ არ დამწყვეტოდა, ძალით მომაგებინებდა ხოლმე (იცინის).

– მამა არ გყავდა ჩართული ჩემპიონატში?

– კი, მამაჩემიც ჩართული იყო. მამაჩემი ყველგან არის, სადაც მე ვარ (იცინის). ახ­ლა ისე განიცდის ჩემს ფეხ­მძიმობას, ოდნავ რამე რომ წამომტკივდება, იმაზეც კი ნერვიულობს. რაც ვილნიუსში ჩამოვედი, სულ ტელეფონზეა ჩამოკიდებული. როცა თბილისში ვიყავი და მივდიოდი კონსულტაციაზე, მამაჩემი ცალკე ურეკავდა ხოლმე ექიმს, რომ რამე არ გამომპარვოდა. მოკლედ, მამაც და მამამთილიც ისე მყავს ჩართული ამ ყველაფერში, ორსულობასთან დაკავშირებით ძალიან ინფორმირებულები არიან (იცინის). ყველაზე აქტიური, რა თქმა უნდა, ჩემი ქმარია, მას საკმაოდ რბილი ხასიათი აქვს, ძალიან ყურადღებიანია, ძალიან კარგად მივლის. საკმაოდ რთული ფეხ­მძიმობა მქონდა და ვალერკა ისე ზრუნავდა ჩემზე, სადილსაც კი მიკეთებდა. სანამ გავთხ­ოვდებოდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიჭ­ირდებოდა საოჯ­ახო საქმის კეთება, სადილების მომზადება. თავიდან ვნერვიულობდი ამის გამო, რომ არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. ვილნიუსში ყველაფერს ჩემი დედამთილი უძღვება, მაგრამ, როცა თბილისში ვიყავი, ქმარს მშიერს ხომ არ დავტოვებდი?! ამიტომ, მივდიოდი გათხ­ოვილ დაქალებთან და რეცეპტებს ვიწერდი (იცინის).

– ყველა ოჯ­ახს თავისი წესი და ტრადიცია აქვს. ალბათ, გელაშვილების ოჯ­ახ­ში ბევრი ისეთი რამ დაგვხვდა, რაც თქვენს ოჯ­ახ­ში არ იყო....

– სანამ გავთხ­ოვდებოდი, მანამდეც ვიცნობდი ამ ოჯ­ახს. ირაკლი და ვალერი დიდი ხნის მეგობრები არიან, ცხოვრების წეს-ჩვეულებითაც ძალიან არ განსხ­ვავდებოდნენ. ახ­ალ ოჯ­ახ­ში ისეთი წესები დამხ­ვდა, რაც ტრადიციულ ქართულ ოჯ­ახ­ებს ახ­ასიათებს. მე ქორწინებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვედი ვილნიუსში და უფრო ახ­ლოს გავიცანი ეს ოჯ­ახი. ვალერკას ორი და და ერთი ძმა ჰყავს, ისინიც თითქმის ჩემი ტოლები არიან და ძალიან დავუმეგობრდით ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ვილნიუსში ცხოვრება საერთოდ არ გამჭ­ირვებია.

– სანამ გათხ­ოვდებოდი, საკმაოდ აქტიური ცხოვრება გქონდა, მას შემდეგ, რაც მამაშენი დააკავეს, რევოლუციურ ბარიკადებზეც კი აღმოჩნდი. ახ­ალი ოჯ­ახი როგორ ეგუება შენს ოპოზიციურ წარსულს? შენი თავისუფლება უკვე საკმაოდ შეიზღუდებოდა.

– ჩემი თავისუფლება ნამდვილად არაა შეზღუდული, ვალერკა მეგობრობს ჩემს მეგობრებთან, ჩვენ ერთად დავდიოდით ყველგან – კაფეში, რესტორანში, კლუბში. უკვე მე თვითონ აღარ მინდა ჩემი ქმრის გარეშე სადმე წასვლა, მასთან ერთად ყველაზე კარგად ვერთობი. სანამ გავთხ­ოვდებოდი, მეგონა, რომ ბევრ რამეზე დამწყდებოდა გული და ამის გამო ვყოყმანობდი კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთადერთი, რაც ჩემს ხასიათში შეიცვალა, ისაა, რომ უფრო დამთმობი გავხ­დი. ადრე, რაც მინდოდა, ის უნდა გამეკეთებინა, ახ­ლა ქმარს ვუწევ ანგარიშს. არც ერთს არ გვაქვს მარტივი ხასიათი, მაგრამ ერთმანეთს ვუთმობთ და კარგად ვეწყობით (იცინის).

რაც შეეხ­ება ჩემს ოპოზიციურ წარსულს, ის პერიოდი მართლაც ძალიან მენატრება. როცა მამაჩემი დააკავეს, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა, მე ვერ შევეგუებოდი იმ უსამართლობას, რაც ირგვლივ ხდებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ ბრძოლა და ჩვენი წვლილი შევიტანეთ, რომ ხალხი გამოფხ­იზლებულიყო. მე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და ჩვენი მეგობრები ღამეებს ვათენებდით პლაკატების ხატვაში, ჩვენ უკან არავინ არ იდგა, საკუთარი ხელით ვაკეთებდით ყველაფერს, ვიბრძოდით და, გვეგონა, რომ გავიმარჯ­ვებდით. მე დღესაც ისეთივე ოპოზიციური განწყობა მაქვს, როგორიც მქონდა თვეების წინ, თუმცა, ზოგადად არასდროს მქონია ინტერესი პოლიტიკის მიმართ..

– შენი მეგობრების უმეტესობამ გარკვეული პერიოდი გისოსებს მიღმა გაატარა, დღემდე საპატიმროში რჩება ლევან გოგიჩაიშვილი. ხომ არ ფიქრობ, რომ მათ არცთუ შესაფერის დროს გაერიდე?

– ვალერკამ ძალიან უცებ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ცოლად გავყოლოდი, თორემ, გათხ­ოვებაზე თითქმის არ ვფიქრობდი. მეგობრებთან ხშირად ვამბობდი, 25 წლამდე არ გავთხ­ოვდები-მეთქი, ვალერკამ ისე შემოაბრუნა ყველაფერი, უცებ დავთანხ­მდი ცოლობაზე, თუმცა, სიტყვა „კი“ ისე არ მიყვარს, რომ ამის თქმა მხოლოდ ეკლესიაში გავბედე (იცინის). ჩემი გათხ­ოვება ჩემი მეგობრებისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. საერთოდ, ჩემს მეგობრებთან დაკავშირებული თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. განსაკუთრებულად მენატრება ლევან გოგიჩაიშვილი, რადგან ის ახ­ლა ციხ­ეშია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მალე გათავისუფლდება. ჯაბასთან დღემდე მაქვს ურთიერთობა, როცა თბილისში ვიყავი, ვნახ­ულობდი კიდეც.... ახ­ლაც, ფეხ­მძიმედ რომ არ ვიყო, ნამდვილად ვიცი, რომ ჩემს წვლილს შევიტანდი ყველა პროცესში, რაც საქართველოში ხდება. მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ, რადგან ეს საკუთარ თავზე ვიწვნიე. ძალიან რთულია, როცა უსამართლოდ იჭ­ერენ მამას, იმის გამო, რომ მას უყვარს თავისი ქვეყანა. თითქმის იგივე გადაიტანა ჩემმა ქმარმაც, როდესაც მას ლამის მამა მოუკლეს. ვალერკა ჩემს ოპოზიციურ წარსულს გაგებით ხვდება. მას ნანახი აქვს კადრები, ფოტოები, სადაც მე პლაკატებით ხელში ვდგავარ მიტინგებზე. მე მაქვს ძალიან კარგი ფოტოები, რომლებიც ჩემთვის ძალიან მტკივნეულ, მაგრამ ძვირფას მოგონებებთან არის დაკავშირებული. ვალერკამ ზუსტად იცის, რომ, ჩემს ქვეყანას რომ დასჭ­ირდეს, ისევ ვიბრძოლებ და ვიქნები ისევ ისეთი შეუპოვარი როგორიც ვიყავი, მით უფრო, რომ ახ­ლა ბევრად მეტი მიზეზი მაქვს – მინდა, ჩემმა შვილმა კარგ ქვეყანაში იცხოვროს და საკუთარ თავზე არ გამოსცადოს ის, რაც მე და ვალერკამ გადავიტანეთ.

– ფეხ­მძიმე ქალებს ხასიათი ძალიან ეცვლებათ, შენც, ალბათ, უფრო ჭირვეული და პრეტენზიული გახ­დი.

– ტოქსიკური ფეხ­მძიმობა მქონდა, სულ რაღაც მინდოდა. ერთხ­ელ ლიტვაში დედამთილმა ძალიან გემრიელი ვაშლის „პეროგი“ გამომიცხო. როცა თბილისში ჩამოვედით, სულ ის „პეროგი“ მინდოდა, რომ მეჭ­ამა. ჩემი დედამთილი თბილისში არ იყო და, ჩემი ქმარი იძულებული გახ­და, რომ დედის რეცეპტით ესწავლა მისი გამოცხობა, ცალკე კიდევ, დედაჩემს ვთხოვდი ბლინებს. ერთხ­ელ, გვიან ღამით, მამამთილი „მაკდონალდსშიც“ ვარბენინე (იცინის)... საკმაოდ დიდხ­ანს მქონდა წოლითი რეჟიმი და სახ­ლიდან ვერ გავდიოდი, ღამით ძალიან ცუდად მეძინა და ჩემს ქმარსაც ვათენებინებდი ღამეებს.

– როგორც ვიცი, ბიჭს ელოდებით.

– დიახ, ბიჭი გვეყოლება. საკმაოდ სასაცილო ვითარებაში შევიტყვე, რომ ფეხ­მძიმედ ვიყავი: გვიანი ღამე იყო. ჩემს მეგობარს, რომელიც ცხრა თვის ფეხ­მძიმე იყო, ვუთხ­არი – მგონი, მეც ფეხ­მძიმედ ვარ-მეთქი, ჩემი მეგობარი იმ წუთში გაიქცა აფთიაქში. გამყიდველს უთქვამს – შვილო, ამხ­ელა მუცელი გაქვს და ტესტი რად გინდა, ისე ვერ ხვდები, ფეხ­მძიმედ რომ ხარო?! როგორც კი ტესტმა დაადასტურა ჩემი ფეხ­მძიმობა, დიდი აჟიოტაჟი ავტეხ­ეთ და მაშინვე ყველას გავაგებინეთ. იმ წუთასვე ვიფიქრე, რომ ბიჭი მეყოლებოდა. ჩემს შვილს აუცილებლად მამამთილის სახ­ელს დავარქმევ და ჩვენს ოჯ­ახ­ში მესამე თაობის ვალერი გაჩნდება.

– და ამით საბოლოოდ მოიგებ მამამთილის გულს.

– მე მგონი, მისი გული ისედაც მოგებული მაქვს (იცინის). ის თვეები, რაც თბილისში გავატარე, ძალიან კარგი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი, მაგრამ ბავშვს ვილნიუსში გავაჩენ, აქ კლინიკაც შერჩეული გვაქვს და ექიმიც შევარჩიეთ.

– მამამთილისგან, ალბათ, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებ, როდესაც ოჯ­ახ­ში მისი სეხ­ნია გაჩნდება.

– ჩემი მამამთილი სიურპრიზებს არც ისე მაკლებდა. მას უნდოდა, რომ ქორწილის შემდეგ მე და ვალერი საქორწინო მოგზაურობაში წავსულიყავით, არჩევანი ტაილანდზე შევაჩერეთ და, სწორედ იმ პერიოდში შევიტყვე, რომ ფეხ­მძიმედ ვიყავი. ფრენის შემეშინდა და ჩვენი საქორწინო მოგზაურობა ჩაიშალა, თუმცა ისეთი ბედნიერება გვეწვია, რომ ამაზე აღარც გვიფიქრია. როცა ბავშვს გავაჩენ, მე და ვალერი საქორწინო მოგზაურობაში მაშინ წავალთ და უფრო ბედნიერებიც ვიქნებით – ჩვენი შვილი უკვე დაბადებული იქნება...


скачать dle 11.3