კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიქტატორის „თეთრი ვალსი“


ანუ, თეთრი რუსი

„ბედნიერებას იქ ვეძებთ, სადაც ჩვენ ნორმალურად გვექცევიან, პატივს გვცემენ და ღირსეულად გვინაზღაურებენ შრომას“, – ეს სიტყვები ოდესღაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილ ალექსანდრ ლუკაშენკოს ეკუთვნის. ისინი მან გასულ კვირას წარმოთქვა ენერგეტიკოსებისთვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას (როგორც ჩანს, დემოკრატებსა და დიქტატორებს ერთნაირად უყვართ ჩინ-მედლების დარიგ-ჩამორიგება). ამ უკანასკნელს არც თავისი შთაბეჭდილება დაუმალავს. კერძოდ, ის, რომ, ყველა საშუალო და მცირე ზომის სახელმწიფო ვიღაცის „დუდკის“ ქვეშაა აცეკვებული (რითაც, სავარაუდოდ, ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ, თავად, თუ მთლად მარტო ცეკვა არა, „თეთრი ვალსი“ ურჩევნია). რაც მთავარია, ბ-ნმა ლუკაშენკომ დაჯილდოება თითქმის ისტორიული სიტყვებით დაასრულა: „ბელორუსმა ხალხმა დაიმსახურა, ჰქონდეს ამ პლანეტაზე თავისი წილი მიწა. ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა საყვედური არ უნდა გვითხრან, რომ მათ ვერ შევუნახეთ და მემკვიდრეობით ვერ გადავეცით ეს მიწა“. ამის პარალელურად, ბელორუსიამ რფ-ს დსთ-ის სასამართლოში უჩივლა, რათა ახლა უკვე თემიდამ გაარკვიოს, რამდენად მართლზომიერია რუსეთის მიერ ბელორუსიისთვის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებული საბაჟო გადასახადები. ჩვენ არ ვიცით, რა ვერდიქტს გამოიტანს დსთ-ური თემიდა, სამაგიეროდ, ვიცით, რომ, მაგალითად, უკრაინას რფ გაზს აწი უკვე შეღავათიან ფასად მიაწვდის და მას არც ორად გახლეჩა ემუქრება (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით). მეორე მხრივ, არც ისაა სიახლე, რომ შიდა ქართლის ჩრდილოეთს ახლა უკვე „იუჟნაია ოსეტია“ დაერქვა და იქ ქართულ კვალს საგულდაგულოდ შლიან, ამის პარალელურად, ენგურზე ოკუპანტები მავთულხლართებს აშენებენ, ქართული ოპოზიციური პოლიტსპექტრი მერობის კანდიდატების გამოვლენითაა დაკავებული (პრაიმერით თუ მის გარეშე), ოფიციალური კი – გუანტანამოს პატიმრებს მასპინძლობს, რაც, გვაფიქრებინებს, რომ, ლუკაშენკოსგან განსხვავებით (დიქტატორი უძახე!), არც იმ შვილიშვილებზე ნაღვლობენ, რომლებმაც, არ არის გამორიცხული (თუ უეჭველი – არა), დედაბუდიანად ყველა ბრუნვაში ატრიალონ.


скачать dle 11.3