კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზამზარეული


ანუ, ჩალაგამოვლებული „შუქურელები“

გასულ კვირას ესტონელმა ჟურნალისტებმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტეს. შესაბამისად, გასულ კვირასვე, ექვსი ესტონური საზოგადოებრივი გაზეთი ცარიელი ფურცლებით გამოვიდა (მოგვიანებით მათ ადგილობრივი რუსულენოვანი პრესაც შეუერთდა). ამ ფორმით ჩემმა ესტონელმა კოლეგებმა „წყაროს დაცვის შესახებ კანონპროექტი“ დაგმეს, რის მიხედვითაც, კანონი ჟურნალისტს, აუცილებლობის შემთხვევაში, ინფორმატორისა და ინკოგნიტო რესპონდენტის ვინაობის გამჟღავნებას დაავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დააჯარიმებენ, ან, სულაც, დააპატიმრებენ. თუ გავიხსენებთ, რომ ესტონეთი ყველა იმ სიკეთით სარგებლობს, რისკენაც ჩვენ თავგადაკლული მივილტვით, ხელში კი მხოლოდ გუანტანამოს პატიმრები შეგვრჩა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ესტონური მედია თავის თავსაც მოუვლის, ინფორმატორებსაც დაიცავს და საკუთარ მთავრობასაც აიძულებს, პატივი სცეს სიტყვის თავისუფლებას. რაც შეგვეხება ჩვენ („შუქურელებს“): ჩვენი ელმედია, ძირითადად, მზამზარეული დასკვნების გავრცელებითაა დაკავებული, შესაძლოა, მეტად კეთილშობილური მოტივითაც – ისედაც დაღლილი და განვითარებადი ტვინის უჯრედები ზედმეტად რომ არ დაგვეძაბოს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ, წყაროს დაცვის მოტივით ტანზე შემოვიხიოთ (თუნდაც, „second hand“-ში შეძენილი სამოსი), რაც თავისთავად გვაძლევს პასუხს კითხვაზე: თუ რატომ ვერ გასცდა „შუქურასა“ და ცივილიზებული მსოფლიოს პარტნიორობა ავღანეთსა და ერაყში ჯარისკაცების გაგზავნას და რატომ გახდა ესტონეთი ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!


скачать dle 11.3