კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზაფხულში ნაწლავთა მწვავე ინფექციური დაავადებები იმატებს

სალმონელოზი ნაწლავის მწვავე ინფექციური დაავადებაა. დაავადებას იწვევს სალმონელების მრავალრიცხოვანი ჯგუფი. გარემოში ეს მიკრობები დიდხანს ძლებენ, საკვებ პროდუქტებშიც ინახავენ თავს. მაღალ და განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე ისინი განაგრძობენ ცხოველმყოფელობას, უძლებენ დამარილებას, ძმრის მჟავას, სხვა ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას.

სალმონელოზი ზაფხულის თვეებში მატულობს და უფრო მეტად ბავშვებისა და მოხუცების ორგანიზმს აზიანებს. ინფექციის ძირითადი წყაროა რქოსანი საქონელი, ღორი, ცხვარი, შინაური ფრინველები. ინფექციის გამავრცელებელია ასევე, ავადმყოფი ან ბაქტერიის მქონე ადამიანი.

სალმონელები ადამიანის ორგანიზმში დაბინძურებულ საკვებთან ერთად ხვდება. ინფექციის გადაცემის ყველაზე ხშირი ფაქტორია ხორცი და ხორციანი საკვები, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები. ხორცის ინფიცირება შეიძლება, მოხდეს ცხოველის ან ფრინველის სიცოცხლის პერიოდში ან მისი დაკვლის შემდეგ. საკვებ პროდუქტებში სალმონელები ისე მრავლდებიან, რომ პროდუქტებს ფერს, სუნსა და გემოს არ უცვლიან. ჩვილი ბავშვები ინფიცირდებიან ავადმყოფი ან ბაქტერიამატარებელ ადამიანთან კონტაქტის დროს.

დაავადების ფარული პერიოდი 6 საათიდან 2-3 დღემდე გრძელდება, უფრო ხშირად 12-24 საათი. სალმონელოზი, გარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა, მთელ რიგ სისტემებსა და ორგანოებს აზიანებს. ამიტომ, მას შეიძლება, ტიფის და სეფსისის მსგავსი მიმდინარეობაც ჰქონდეს.

სალმონელოზური გასტროენტერიტი იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით 39 ცელსიუს ტემპერატურამდე, ტკივილით კუჭის არეში, გულისრევით და ღებინებით. ღებინება მრავალჯერადია. ზოგჯერ შეუჩერებელი მუცლის შებერვა და ტკივილი თანდათან მატულობს. იწყება ფაღარათი, განავალი თხელია, ქაფიანი, ყავისფერი ან მომწვანო-მოყვითალო ფერის. თუ პროცესში მსხვილი ნაწლავიც ჩაერთო, განავალს ლორწო და სისხლი შეერევა.

მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფის კანი მშრალია, მას მოლურჯო ელფერი გადაჰკრავს, სისხლის წნევა ქვეითდება, იწყება კრუნჩხვები. ასეთი ავადმყოფი სასწრაფო, ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.

ტიფის მსგავსი სალმონელოზის დროს ავადმყოფი უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, უძილობას, სისუსტეს, გონების დაბინდვას, ბოდვებს, მაღალ სიცხეს, დაავადება 6-10 დღიდან 4 კვირამდე გრძელდება.

სეფსისური ფორმის დროს დაავადება შეიძლება, თავიდანვე სალმონელოზური სეფსისის სახით წარიმართოს. პროცესი კარგავს ციკლურობას, ტემპერატურა ხანგრძლივდება და არამდგრადი ხასიათის ხდება. აღინიშნება შემცივნება, ოფლიანობა. თან დაერთვის ფილტვებისა და ტვინის გარსის ანთება. სხვადასხვა ორგანოში ჩნდება ჩირქოვანი კერები. მიმდინარეობა მძიმეა და ხანგრძლივი, ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და ხშირია სიკვდილის შემთხვევები.

სალმონელოზის ტიფის მსგავსი და სეფსისური ფორმები ძირითადად ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ამ ასაკში სალმონელოზის კუჭ-ნაწლავის ფორმაც მძიმე მოშხამვისა და ორგანიზმის გამოშრობის სურათს იძლევა. ამიტომაა, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა პათოლოგიაში დღეს სალმონელოზს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამას კიდევ ართულებს ის მდგომარეობა, რომ სალმონელოზს აქვს თვისება, დაერთოს სხვა დაავადებებს და დაამძიმოს მათი მიმდინარეობა.

სალმონელოზით დაავადებულს პირველ საათებშივე უნდა ამოერეცხოს კუჭი. მსუბუქი ფორმა წამლით მკურნალობას არ საჭიროებს. საკმარისია წოლითი რეჟიმი, დიეტა და სითხეების მიღება. საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმების დროს, როგორც მოშხამვის, ასევე ორგანიზმის გაუწყლოების საწინააღმდეგოდ, საჭიროა წყალ-მარილოვანი ხსნარების ვენაში შეყვანა. მძიმე მიმდინარეობისას მკურნალობა შეიძლება მხოლოდ საავადმყოფოში. დაავადების გადატანის შემდეგ კი აუცილებელია სიფრთხილე.

სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხორცისა და სხვა პროდუქტების გულმოდგინე, თერმული დამუშავება, მღრღნელების განადგურება და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გატარება.

скачать dle 11.3