კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ „აბოლებს“ ნიკა არაბიძე ცოლს და რატომ ვერ დადის ის სახლში ტრუსებით


ნიკა არაბიძე ქუთაისიდან რამდენიმე წელია, ჩამოვიდა. ორი წლის წინ თავის რჩეულსაც შეხვდა და ოჯახიც შექმნა. მართალია, დღეს სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როცა ცოლთან და პატარა დემეტრესთან ერთად ახალ სახლში გადავა, ღრმად ამოისუნთქებს. როგორია გულჩვილი მსახიობი ცოლის ია არაბელიძის თვალით, ამას ახლავე გაიგებთ.


– ბევრს ჰგონია, რომ, როგორც შეყვარებულობის პერიოდშია თავის რჩეულთან, რომ დაქორწინდებიან, ყველაფერი ისევ ისე დარჩება: არც იჩხუბებენ, არც ყოფითი პრობლემები შეეხებათ, არც საოჯახო საქმეებით დაიტვირთებიან. შენ როგორ წარმოგედგინა ცოლქმრობა და ახლა როგორაა საქმე, უკვე დამღლელი ხომ არ გახდა შენთვის ეს ყველაფერი?

– ბავშვის გამო ძალიან გადატვირთული ვარ და ცოტა ავი გავხდი. ნიკა კი არაფერს მიშავებს, დილით გადის და საღამოს შემოდის სახლში, მაგრამ, მაინც ვკინკლაობთ. რასაც ადრე „გავატარებდი“, ახლა ამას ვერ ვახერხებ. მერე „მოვტვინავ“ ხოლმე და ვცდილობ, მეორე დღეს გამოვასწორო. რა თქმა უნდა, ცოლქმრობა ია-ვარდებით არ არის მოფენილი. რეალისტი ვარ. მეგონა, რომ უარესობას უნდა ველოდო და ვეცადო, რომ სულით არ დავეცე, თუმცა, რაც დაქორწინებულები ვართ, სერიოზულად – ისე, რომ სახლიდან წასულიყო, არ გვიჩხუბია. ნიკა საშინელი ბუტიაა. გაჩუმდება და ზის თავისთვის, ელოდება, როდის მივალ, დაველაპარაკები, მოვეფერები. ჩემი მხრივ, მეც იმავეს ველოდები.

– ნიკას ერთი რაღაც შევამჩნიე: საუბრისას, რაღაც მომენტში, ზუსტად ისეთივე ბავშვი ხდება, როგორიც სკეტჩებშია. წარმომიდგენია, როგორია მაშინ, როცა იბუტება.

– დიახ, მაგ დროს იუმორი ნამდვილად გვწყალობს – მსუბუქად გამოვდივართ სიტუაციიდან. ცდილობს, მდგომარეობა არ დაძაბოს და უსიამოვნება ერთ დღეზე მეტხანს არ გაგრძელდეს. ჩვენი უთანხმოების მიზეზი ძირითადად ის არის, რომ სახლში იშვიათად ნახავ.

– იმედია, მშობლების თვალწინ არ ჩხუბობთ.

– არა, მაგდენი მორიდება ორივეს გვაქვს. ყოველთვის ვცდილობთ, ეს ყველაფერი ჩვენ შორის მივჩქმალოთ, მაგრამ, მაინც ხომ ესმით! მათ ჰგონიათ, რაღაც სერიოზულზე მოგვდის კამათი. სხვათა შორის, დედაჩემი ამ შემთხვევაში ობიექტურია. თუ ნიკაა დამნაშავე – იტყვის, თუ მე ვარ დამნაშავე – აუცილებლად მომხვდება, გამორიცხულია, ხელი დამაფაროს. ნიკა და დედაჩემი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ნებისმიერ თემაზე საკმაოდ გახსნილად საუბრობენ. ნიკა ნელ-ნელა გაშინაურდა, იმიტომ რომ თბილად მივიღეთ.

– იმდენად, რომ შეუძლია სახლში ტრუსით იაროს?

– ტრუსით არა, მაგრამ, ზაფხულში სახლში შორტებით ყოველთვის დადის. ტრუსით სიარულის ნამდვილად ერიდება, მაშინაც კი როცა დედაჩემს და მამაჩემს სძინავთ. ჩაიცვამს და ისე გადის, რომ უცებ არ შეეჩეხოს.

– ხომ არ ამჩნევ, რომ ის ყურადღება, რასაც შენ მიმართ ქორწინებამდე იჩენდა, ნელ-ნელა დაიკარგა?

– კი, ცოტა უყურადღებო გახდა. ყვავილების თაიგულით რომ მოვიდეს – ეს არ ახასიათებს. ბანალურია, მაგრამ, ეს თაიგულიც რომ არ მოაქვს, ამაზე ვკამათობთ. ერთ დღეს, სახლში რომ წამოხვალ, ხომ შეიძლება, გამოიყოლო-მეთქი. 8 მარტი ძალიან ორიგინალური იყო: დილით, ჯერ კიდევ რომ მეძინა, ფოთში წავიდა და ღამით რომ ჩამოვიდა, ისევ მეძინა. მეორე დილას მაღვიძებს – ოთახში გადი, სარვამარტო საჩუქარი გელოდებაო. გავედი და ვხედავ: ერთი დიდი ყუთი ლუდი და იმავე რაოდენობის თევზი. რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მივიღე, რომ ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა და დავიწყე საჩუქრის ძებნა. აქაც ვუკბინე ან ყვავილი სად არის, ან სუნამო-მეთქი. სიტუაცია იმით გაანეიტრალა, რომ, მითხრა, ერთ თვეში მანქანა უნდა გიყიდოო. მეც ვეხუმრები: კი, ალბათ, 75 წლის რომ გავხდები, მაშინ-მეთქი.

– მისგან რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

– რა მაღიზიანებს, იცი? სისტემატურად ვალაგებ მის გარდერობს და ამაზე ვაძლევ შენიშვნებს – დავიღალე შენი უკან დევნით-მეთქი. რასაც გაიხდის, პირდაპირ კარადაში ტენის და არ შემიძლია ამის ატანა. მერე, კარადის კარს რომ გამოვაღებ, იქიდან რაღაცეები ცვივა. თუ არ დავალაგებ, დილით მაღვიძებს. ერთხელ, ვერ მოვასწარი მილაგება, დაღლილი ვიყავი, ძალიან მეძინებოდა და უთენია გამაღვიძა – წინდები სად არისო.

ასეთი ტიპია და რა ვქნა? სხვათა შორის, ხასიათის ცვალებადობა მე უფრო მახასიათებს. აბსოლუტურად არ არის ისეთი, როგორიც ეკრანზე. რომ მოვა, შეუძლია, ტელევიზორთან დიდხანს იჯდეს და საერთოდ არ დაილაპარაკოს.

– ქალები ვცდილობთ, საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენი ქმრები ერთგულები არიან. ხომ შეიძლება, მისი სახლში ჩუმად ყოფნის მიზეზი გადაღლილობის გარდა, სხვა რამეც იყოს. არ გიცდია ამის გარკვევა?

– ვერ დავდებ თავს იმაზე, რომ ოდესმე რაღაც ისეთს არ გააკეთებს, მაგრამ, მაინც ვენდობი. ეს, ალბათ, ამ ორი წლით უნდა განვსაზღვრო და, ამ ხნის განმავლობაში ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე, რაც ჩემს ეჭვიანობას გამოიწვევდა. თუმცა, ვფიქრობ, კონტროლი აუცილებელია, სულ რომ მივენდო და მივუშვა, ასეც არ ივარგებს. ძალიან მიყვარს ნიკას ტელეფონში შემოსული მესიჯების კითხვა.

– ეს კიდევ უფრო დამაინტრიგებელია.

– ალბათ, მაგრამ, ზოგჯერ ვერაფერი რომ ვერ მიპოვია, თავი დამინებებია. არის ისეთი მესიჯები, რაზეც რეაქცია საერთოდ არ მაქვს: „ნიკა, რა საყვარელი ბიჭი ხარ“, „როგორ მინდა შენი გაცნობა, ჩემო თეთრო ზვიგენო“... ხომ ვერ ავუკრძალავ, რატომ გწერენ ასეთ მესიჯებს-მეთქი?! ისე, ძალიან ინტერესიანი ვარ. სულ ვეკითხები, დღეს რა მოხდა სამსახურში, თუ სადმე იყვნენ, ვისთან ერთად იყვნენ. ოფიციალურად არ ვიბარებ დღის განრიგს, მაგრამ ვეკითხები.

– გგონია, რომ შეეკითხები და იმას გიპასუხებს, რაც სინამდვილეშია?

– პრინციპში, თავისუფლად შეუძლია, მომატყუოს, მაგრამ მე არ ვიღლი გონებას. აი, წლები რომ გავა, შეიძლება ეს მაშინ ვიგრძნო; შეიძლება, მაშინ დავფიქრდე იმაზეც, რომ ქმრის ყურადღების მისაქცევად, მაკიაჟი, სუნამო, სექსუალურად ჩაცმაა საჭირო და ასეც მოვიქცე. არ ვიცი, ოცი წლის შემდეგ რა ხასიათზე ვიქნები. თუმცა კაცს მაინც ვერაფერს დაუმტკიცებ და, მიმაჩნია, რომ ეჭვიანობის ზედმეტი სცენებით თავი არ უნდა დაიმცირო.

– მიეკუთვნები დამოუკიდებელი ქალების კატეგორიას?

– ცოტა „მამალი“ ვარ. კისერზე რომ არიან ჩამოკიდებულები და ქმრის იქით ვერაფერს ხედავენ, ასეთი ქალები მართლა მეცოდებიან. როგორც კი ბავშვს ბაღის ასაკი მოუვა, მაშინვე გავალ სამსახურში. თვითონაც მეუბნება – შენი საქმე რომ გექნება, მერე აღარ დამიწყებ ჭიჭყინს, რამდენს დადიხარო. არ ვიცი, მე რომ მასზე წარმატებული ვიყო, გააღიზიანებს თუ არა. მგონი, არა, რადგან, სულ იმას ამბობს, შენ მარტო ექიმი კი არა, პროფესორი უნდა იყოო.

– თავს დაჩაგრულად ხომ არ გრძნობ პოპულარული ქმრის გვერდით?

– ჩემი და ნიკას ურთიერთობისთვის, ალბათ, უფრო კარგი იქნებოდა, ასეთი პოპულარული არ ყოფილიყო, იმიტომ რომ, ხანდახან გინდა, ქმართან ერთად სადმე განმარტოვდე და ამის საშუალება არ გეძლევა. მსიამოვნებს, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვზივარ და ვუყურებ, როგორ თამაშობს სცენაზე, მაგრამ ამავე დროს, ვფიქრობ, რა იქნებოდა, ჩემთვის უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონოდა-მეთქი. საერთოდ, საყვარელი ბიჭია. მე უფრო „გამოქექილი“ ვარ, ვიდრე ის. ხანდახან ზედმეტად გულუბრყვილოა და ეს მაღიზიანებს.

– ყველა ქალი იმაზე ოცნებობს, გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს, შენ კი „საყვარელ ბიჭს“ გაჰყევი ცოლად.

– არ არის ცუდი ბიჭი, ამართლებს თავისი ხასიათით. საერთოდ ძალიან წუნია ვიყავი. თაყვანისმცემლები სამეგობროდანაც იყვნენ და საახლობლოშიც, მაგრამ არჩევანი მაინც ნიკაზე გავაკეთე. შეიძლება, ისიც დაეხმარა, რომ ცნობილი სახე იყო, რასაც ახლა არ ვაქცევ ყურადღებას. სხვათა შორის, თავიდან ასაკით უფრო დიდი მეგონა. მამაკაცში, პირველ ყოვლისა, დამოუკიდებლობას ვეძებდი, რომ ქალმა შეძლო, ცხოვრების რთულ ეტაპებში მას დაეყრდნო. არ მიყვარს მხდალი მამაკაცები, ვერ ვიტან, როცა არ იცის კაცმა, რა უნდა, რთულ სიტუაციებში არ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

– მამაკაცის სიმხდალე ლოგინშიც შეიძლება გამოჩნდეს, მაგალითად, როცა უდროო დროს გადატრიალდება და ხვრენას ამოუშვებს.

– ბავშვის გრაფიკზე ვარ აწყობილი. როცა ბავშვი იძინებს, მეც მაშინვე მეძინება, რომ ცოტა დიდხანს გამომივიდეს ძილი. სულ გამოუძინებლობის შეგრძნება მაქვს. თუ ისე მოხდა, რომ ბავშვმა გვიან დაიძინა და მე და ნიკას ერთად მოგვიწია დაწოლა, საწოლში ვსაუბრობთ, მაშინვე არ გვეძინება. ნამდვილად საწყენია ქალისთვის, კაცი რომ დაწვება ქალთან და ხვრენას ამოუშვებს, აუცილებლად მეწყინება. არ უნდა გადაბრუნდეს ისე, რომ ტკბილი ძილი არ მისურვოს ან ჯადოსნური სიტყვა – „მიყვარხარ“, არ მითხრას. ალბათ, ძალიან გავბრაზდები. ნიკაც ხვრინავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნასვამია. მუჯლუგუნს რომ, გავკრავ – გეხვეწები, დამაძინე-მეთქი, დაავლებს ხელს ბალიშს და ბურდღუნით გარბის მეორე ოთახში – ჰო, კარგი, გავეთრევი იქითო. ნასვამი რომ მოდის, მაშინვე სხვა ოთახში ვუშლი ლოგინს. თვითონაც მოსწონს იქ ძილი, იმიტომ რომ ტელევიზორი აქვს.

– შენ ქმარს ხალათში ხშირად დახვედრიხარ?

– არანაირი გართულება არ მაქვს, ხალათში დავხვდები თუ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი, პიჟამაშიც დავხვედრივარ. ლოგინშიც არ ჩამიცვამს გამჭვირვალე პენუარი, პიჟამა მირჩევნია, იმიტომ, რომ ბევრად პრაქტიკულია. გამჭვირვალე პენუარს რომ ჩაიცვამს ქალი, ჩემი აზრით, ეგ კაცის შეცდენას ნიშნავს.

– შენ არ შეაცდენ – სხვა შეაცდენს. ცოლი ქმრისთვის ხომ საყვარელიც უნდა იყოს?

– საყვარელი უნდა იყოს, მაგრამ მე და ნიკას ისე გვაქვს საქმე აწყობილი, რომ არ მჭირდება ეს გამჭვირვალე პენუარები და რა ვქნა? მომენტებში მეც რთული ვარ. შესაბამისად, რაც არ უნდა ვეცადო, მისთვის ვერ ვიქნები იდეალური და, ასევე ის – ჩემთვის.

– თუმცა, როცა ძალიან ზრუნავ ქმარზე, ალბათ, მაშინ გქვია იდეალური.

– თავისი ფორმებიდან გამომდინარე, ცოტას ჭამს. სამსახურში გასატანებელ საჭმელს სახლში ვუმზადებ. სპეციალურად ამისთვის ჩანთაც კი შეიძინა. ზოგჯერ მეზარება, მაგრამ, ამას წინათ იმდენად შეწუხებული მოვიდა: სამსახურში სრული „იჟოგის“ ცენტრი გვაქვს – ორი დღის წიწიბურას გვაჭმევენო. იმდენად ცუდად იყო, შემეცოდა. არც ერთი დღე არ ჩამიგდია, სულ რაღაცას ვატან.


скачать dle 11.3