კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ მოვუაროთ ფიტონიას და რა პირობებში ხარობს უკეთ ეს მცენარე?

პასუხი: ამ მცენარეს მოსწონს კაშკაშა, გაბნეული შუქი, ოღონდ, არა მწველი მზე. ეცადეთ, მთელი წლის განმავლობაში 18 გრადუსი ტემპერატურა შეუნარჩუნოთ და არც ტენიანობა მოაკლოთ. ფიტონიას ზედმეტად ნუ მორწყავთ, განსაკუთრებით – ზამთარში, თორემ შეიძლება ღეროები დაულპეს. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ არა სველი. მისთვის აუცილებელია სითბო და მაღალი ტენიანობა. ზაფხულის თვეებში, მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში, ფიტონია გაზავებული ბალანსირებული სასუქით მორწყეთ. უმჯობესია თუ მას სააბაზანოში დადგამთ. სასურველია მცენარის ქილაში ან აკვარიუმში ჩადგმა.

კითხვა: ბინაში მაქვს კტენანტა. რამდენიმე ხანია, ფოთლები ჩამოყარა და არ ვიცი რით დავეხმარო. იქნებ ამიხსნათ როგორ მოვუარო, რომ მსგავსი რამ აღარ დაემართოს?

პასუხი: ეს ლამაზი მცენარე ჭირვეული ნამდვილად არ არის, თქვენ, ალბათ, ძალიან გამოაშრეთ მისი ნიადაგი და შესაბამისად, ამ მიზეზით გაუხმა ფოთლები. ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – სინათლე. კარგია ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. თავს კარგად გრძნობს 18-24 გრადუსზე, ზამთრობით 10-12 გრადუსსაც უძლებს. ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს; ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. რგებს მაღალი ტენიანობა, ამიტომ ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ აეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. კარგია თუ მცენარეს მოათავსებთ ნათელ სასტუმრო ოთახში.

კითხვა: რა პირობებში ხარობს ამარილისი და რთულია თუ არა მისი გაზრდა?

პასუხი: ამარილისს ანუ ჰიპეასტრუმს ფოთლები უსახური და ერთფეროვანი აქვს, ყვავილები კი, პირიქით – კაშკაშა ფერის და თვალშისაცემი. ჰიპეასტრუმის გასახარებლად საჭიროა, იცოდეთ, სად დადგათ და როგორი პირობები შეუქმნათ. ამ მცენარეს სჭირდება კაშკაშა სინათლე და ცოტა ხნით მზეზე ყოფნასაც აიტანს. თუ სინათლე მოაკლდება, არ აყვავდება. მცენარე ყვავის ოთახის ტემპერატურაზე. აყვავებული სიგრილეში გაიტანეთ და ყვავილობა მეტხანს გაგრძელდება. მშრალი ბოლქვები ქოთანში გამოაზამთრეთ. როდესაც ფესვების განვითარება დაიწყება, მცენარის მორწყვას შეუდექით. ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულის მიწურულს მორწყვა შეწყვიტეთ, ბოლქვი გააშრეთ და ფოთლები გაახმეთ. შემოდგომაზე მორწყვა განაახლეთ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს. ამარილისის მეორედ აყვავება არც ისე იოლია. აყვავების შემდეგ, როცა ფოთლები გამოჩნდება, რეგულარულად მორწყეთ და კაშკაშა სინათლეზე დადგით. ზაფხულის მიწურულს მცირე ხნით დაასვენეთ. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ.


скачать dle 11.3