კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ჩემს ძაღლს ხშირად აქვს კუჭის პრობლემები. რისი ბრალი შეიძლება იყოს კუჭის აშლილობა?

პასუხი: ხშირი კუჭის აშლილობა შეიძლება, საკვების მიცემასთან, დისბაქტერიოზის ან რაიმე სხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, საჭიროა მიზეზის დაზუსტება და სათანადო მკურნალობის ჩატარება. ამაში კი ვეტერინარი დაგეხმარებათ.

კითხვა: მაინტერესებს რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავუქლიბო ძაღლს ბრჭყალები, შესაძლებელია თუ არა ეს სახლის პირობებში და როგორ?

პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე სად იმყოფება თქვენი ძაღლი, ქუჩაში თუ სახლში, რამდენ ხანს ასეირნებთ მას გარეთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცედურა სახლშიც შესაძლებელია ჩატარდეს, ამისთვის დაგჭირდებათ სპეციალური მკვნეტარა, მაგრამ უმჯობესია, ეს პროცედურა სპეციალისტმა ჩაატაროს.

კითხვა: რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ძაღლს ჯღიბამ? ალბათ, გაზაფხულზე ჯღიბები გააქტიურდებიან. როგორ დავიცვათ ძაღლები?

პასუხი: ჯღიბში ალბათ, ტკიპას გულისხმობთ. მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ცხოველს, რადგან მისი საშუალებით გადადის პიროპლაზმოზები, რომელიც რთულად იკურნება. ტკიპებისგან დასაცავად ძაღლი უნდა დაამუშაოთ სპეციალური საშუალებებით და ანტიპარაზიტული წვეთებით.

კითხვა: ჩემმა ძაღლმა ორი კვირის წინ წინა მარცხენა თათი იტკინა. ექიმთან გვყავდა, რომელმაც გვითხრა, რომ სერიოზული არაფერია. მიუხედავად ამისა, ძაღლი დროგამოშვებით კოჭლობს. მირჩიეთ რა ვქნა? შეიძლება, მას თათი ნაღრძობი ჰქონდეს და ექიმს ვერ გაეგო?

პასუხი: შესაძლებელია, თქვენს ძაღლს ჩამოუყალიბდა პოსტტრავმული ართრიტი. ამისთვის საჭიროა, გამოცდილ ვეტერინარს მიმართოთ, რათა მოხდეს კოჭლობის მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობის დაწყება. ძაღლის კოჭლობა არავითარ შემთხვევაში უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

კითხვა: მაინტერესებს ძაღლი რეაგირებს თუ არა სუნზე? ჩემი ძაღლი ხანდახან სუნამოს სუნზე აცემინებს.

პასუხი: რა თქმა უნდა, ძაღლი რეაგირებს სუნზე. უფრო მეტიც, ის სამყაროს სუნით აღიქვამს და მძაფრმა სუნმა შეიძლება, გამოიწვიოს ყნოსვის რეცეპტორების სერიოზული გაღიზიანება, რაც შესაძლოა, ცემინების მიზეზი გახდეს.


скачать dle 11.3